გამოგონებაგასართობისასარგებლო

როგორ დავწეროთ ♪♫ﻯểйЇ♦… ასეთი სიმბოლოები?

ალბათ ბევრჯერ გინახავთ ლამაზი სიმბოლოები სხვების სახელებზე (ID, ნიკზე და სხვ.) სხვადასხვა სოციალურ პროექტში, მესენჯერში, ან თუნდაც ვინმეს პროფილში რომელიმე საიტზე. ალბათ გდომებიათ თქვენც გქონოდათ ასეთი, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ის იყო რომ მისი სახელიდან გადმოგეკოპირებინათ ეს სიმბოლოები. არ გაგჩენიათ კიტხვა საიდან ასეთი სიმბოლოები, ან ნეტა სხვანაირის ნახვა თუ შეიძლება? მოკლედ დღეს წარმოგიდგენთ პატარა სტატიას თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი სიმბოლო და როგორ ჩავსვათ იგი ჩვენს ID-ში.

საქმე ძალიან მარტივადაა.. უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ერთი სისტემური უტილიტა რომელიც ავტომატურად ინტეგრირებულია ვინდოუსში. ანუ თქვენ ენაზე: გამოვიყენებთ პროგრამას რომელიც ვინდოუსს თავისით მოყვება

პროგრამის გამოსაძახებლად ვხსნით სტარტ მენიუს და შევდივარ ამ მისამართზე [All Programs ]> [Accessories ]> [System Tools ]> Character Map; გამოვა პროგრამა რომელიც დაგვეხმარება მოვძებნოთ ფონტებში და უნიკოდებში ისეთი სიმბოლოები რომლებიც ჩვეულებრივად კლავიატურაზე დატანილი არაა და იმალება ფონტის შიგთავსში.

იმისდა გათვალისწინებით რომ თანამედროვე საიტები მუშაობენ Arial, Times New Roman, Helvetica, sans-serif და ა.შ. ვიმუშავებთ ამ ფონტებზე, რადგან სხვა ონტიდან ამოღებულ სიმბოლოებს საიტი თუ სხვა უბრალოდ ვერ წაიკითხავს. მოკლედ დავიწყოთ მუშაობა და მივყვეთ ინსტრუქციას. მაშ ასე იმისათვის რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა სიმბოლოები საჭიროა.

1.Font სიაში აირჩიეთ ფონტი რომლიდანაც გვინდა სიმბოლოების ამოკრეფა (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება Arial, Times New Roman, Helvetica, sans-serif და Sylfaen-იც შეიძლება ქართული საიტებისათვის)!

2.ქვედა ცხრილში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სიმბოლო და ორჯერ მიაწკაპუნეთ

3.თქვენს მიერ არჩეული სიმბოლო ჩაჯდება ქვევიტ პატარა ველში. ახლა დააჭირეთ ღილაკს Copy.

4.გადადით დოკუმენტში, საიტზე ან მესენჯერზე და ჩასვით სიმბოლო სასურველ ადგილას. ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება Paste ( Edit > Paste ; მარჯვენა-კლიკი > Paste; ან კლავიშების კომბინაცია [Ctrl]+[Paste];

სულ ესაა, ამიერიდან თქვენი არჩეული სიმბოლო დაამშვებს თქვენს სახელს

წყარო: www.pcmania.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close