კულტურა

რუსი და ესტონელი ჰაკერები 9 მლნ დოლარის მიტაცების გამო დააკავეს

cf9410e19541

ამერიკის ხელისუფლებამ ესტონელ, რუს და მოლდოველ ჰაკერთა ჯგუფი გამოააშკარავა, რომლებმაც ყალბი სადებეტო ბარათების საშუალებით 9 მლნ დოლარი მოპარეს.
ეჭვმიტანილი 8 ადამიანია, მათ შორის 5 ესტონეთის მცხოვრები, ერთი რუსეთის მოქალაქე, ერთი მოლდოვეთის მკვიდრი და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი – 25 წლის სერგეი ცურიკოვი უკვე დაკავებულია და აშშ-ში ექსტრადირების გადაწყვეტილებას ელოდება. ამერიკის ხელისუფლება არ იტყობინება, თუ სად იმყოფებიან დანარჩენი ეჭვმიტანილები, რომელთა ასაკიც 20-დან 33 წლამდე მერყეობს.
”გამოძიებამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალ ჰაკერთა ჯგუფის მუშაობის აღკვეთა შეძლო”, – განაცხადა ამერიკელმა პროკურორმა, კვილიან იეიტისმა.

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button