არქივი

ატომური კატასტროფის ზღვარზე

dc6fe2664b9d

ეს ის ეპოქაა როცა მსოფლიო ცივი ომის მარწუხებში იყო მოქცეული და ორი ზესახელმწიფო ომის ზღვარზე იდგა.ამერიკასაც და საბჭოთა კავშირსაც ატომური იარაღის გასაშვები პულტის წითელ ღილაკზე ჰქონდათ ხელი და საბაბს ეძებდნენ რათა დაეჭირათ ამ ღილაკზე და მსოფლიო ატომურ ომში გაეხვიათ.

1983 წლის 26 სექტემბერს,მოსკოვთან ახლოს პუნქტ სერპუხოვ-15_ში ოფიცერი სტანისლავ პეტროვი მორიგეობდა როცა რადარზე გამოისახა რომ ამერიკიდან საბჭოეთისკენ გაშვებულ იქნა ატომური იარაღი.ასეთ შემთხვევაში კი მორიგე ოფიცერს უფლება ჰქონდა საპასუხოდ გაეშვა ამერიკისკენ ატომური იარაღი.მაგრამ პეტროვი ასე არ მოიქცა რადგან დაეჭვდა ამერიკის მხრიდან მომავალ საფრთხეზე და სწორიც აღმოჩნდა.საქმე იმაში იყო,რომ თანამგზავრის სენსორებზე აირეკლა მზის სხივები და ამან რადარზე შეცდომით დააფიქსირა სტარტი ატომური იარაღისა.

ასე გადარჩა მსოფლიო დამღუპველ ომს,რომელსაც დამანგრეველი შედეგი ექნებოდა.

ეს ფაქტი საზოგადოებისთვის 1998 წელს გახდა ცნობილი საიდუმლო არქივის შემოწმების შედეგად.(საბჭოთა კავშირი ყველაფერ საგანგაშოს უმალავდა მოსახლეობას).

2006 წელს ნიუ იორკში,გაეროს შტაბ-ბინაში სტალისლავ პეტროვს გადაეცა სპეციალური ჯილდო,რაზეც ამოტვიფრულია “ადამიანმა რომელმაც მსოფლიო იხსნა ატომური კატასტროფისგან”.

წყარო:myhero.com, wikipedia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button