საკითხავისაქართველო

იპოვე ძალა საკუთარ თავში!

0628a0ae5e8b

ხშირია ოჯახური კონფლიქტები, ხშირია ფაქტები როცა ქმარი ცოლს ჩაგრავს, ფიზიკურად თუ მორალურად უსწორდება.

ამ ყველაფერს მხოლოდ დედის კი არა ბავშვების ფსიქიკაც ეწირება. ხალხს რომ ჰკითხო ევროპას ვედრებით, გენდერული თანასწორობა კი ვერ იქნა და ვერ დამყარდა. მინდა წარმოგიდგინოთ ამ თემისადმი მიძღვნილი ლექსი, რომლის ავტორიც სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის. მაგრამ რეალობას ასახავს, ყველას მოთმინებას აქვს საზღვარი, არც ერთი ადამიანის ფასად არ ღირს ჩვენი ნერვები, როცა ადამიანი სასტიკად გექცევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიტანო, ადრე კიდევ უფრო ერიდებოდნენ ოჯახის დანგრევას, მაგრამ ღირს კი მთელი ცხოვრება “ვიღაცის” გამო გაიმწარო? სწორედ იმ ვიღაცის ერთ დროს სიყვარულს რომ გეფიცებოდა?! მე მგონი რომ არა. იმედია ლექსი თქვენც მოგეწონებათ. დილით გაიღვიძა.. ქმარი გვერდში ეწვა.. მზერით აიზიზღა.. ყველაფერი ეცვა.. ისევ შეხედა ქმარს, რომელსაც ეძინა, შეხედა ქალმა და შიგნით ღრმად ეტკინა. ხალათი მოიცვა, კარები გააღო, მიხვდა, ცხოვრებაში ბევრი რამ წააგო. ბრიყვმა და სულელმა ადრე ოცნებების ძალიან მაღალი კოშკები ააგო. ოთახში შევიდა, ცრემლები მოაწვა, მოგონებების ლაშქარი მოადგა. თავი შეიკავა, ცრემლი დაენანა, ქმრისთვის საუზმე უნდა გაეტანა.. რატომღაც ძლიერ ძრწოლვას აეტანა.. ძველი მტკიცე ქალი ტრაქტორს გაეტანა. საუზმე მოამზადა, ოთახში შებრუნდა, ქმრის ხმამაღალ ტონზე ძალიან შეცბუნდა.. ქმარი ფეხზე ადგა, თმაში ხელი სტაცა, ქალი საშინელმა შიშმა აიტაცა.. კაცი ფეხით შესდგა, ცემამ გაიტაცა. თურმე სანამ ქალი დილით გრძნობებს გრძნობდა, დამშეული ქმარი იქით ბობოქრობდა.. თურმე ცოტა ადრე სურდა ესაუზმა.. წიხლების ქნევით მან ცოლს სწორედ ეს აუწყა. დედის კვნესის ხმაზე შვილი შემოვიდა: “ძილსაც კი არ მაცდით.. ჭამა მეც მომინდა..!” დედა ფეხზე ადგა, გული დაუმძიმდა, შენახული ცრემლი აღარ გაუძვირდა.. და კვლავ ისევ შეკრთა, საშხაპეში შეძვრა, სკამი სკამზე შედგა, ნასკვი კარგად შეკრა, თავი ყულფში გაყო.. ფიქრში ხანი დაჰყო.. ნასკვი უცემ გახსნა, სკამი ქვემოთ დადგა, მან ეს საქციელი.. ვეღარაფრით ახსნა.. დილით გაიღვიძა.. ქმარი გვერდში ეწვა.. მზერით აიზიზღა.. არაფერი ეცვა.. ისევ შეხედა ქმარს, რომელსაც ეძინა, შეხედა და ისევ გული გაეყინა.. დღეები, თვეები დილით იღვიძებდა, ამ სიცარიელეს ვერაფრით ივსებდა.. უბრალოდ ითმენდა.. ერთ დღესაც ნაცემმა ისევ ნასკვი შეკრა, თავი ყულფში გაყო, ფიქრში ხანი დაჰყო.. სხეული და სული წუთში ორად გაჰყო..

სწორედაც რომ უცნაურია სუსტი სქესის წარმომადგენლები რატომ ითმენენ ამდენს? :(

წყარო: www.graf.ge

მსგავსი ამბები

Back to top button