საკითხავისაქართველო

Inter-Net

სალამი, პატივცემულო საზოგადოებავ, მცირე ხნის შესვენების შემდეგ გთავაზობთ ჩემს საბოლოო პოსტს ამ საიტზე….

ორიოდე სიტყვა ინტერნეტის შესახებ… (პ–რევიუ) –––>

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?! – იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო…

რატომ იყვნენ კიბერრევოლუციამდელი ბავშვები განათლებულები?! – იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი…

ინტერნეტმა კომპიუტერთან მიაჯაჭვა ყველა, ვინც კი მისი ხიბლი გაიგო, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა თუ რელიგიური მრწამსისა…
თუმცა ამ უკანასკნელს რაც შეეხება, არა მგონია იაღოველებს არ ეკრძალებოდეთ ინტერნეტში ხეტიალი… (იაღოვა გვეუბნება დომეინი ეშმაკის მოგონილიაო)
ფაქტი კი ისაა, რომ ახალგაზრდობა, ეგრედ წოდებული თინეიჯერები, რომლებიც არც მანამდე გამოირჩეოდნენ დიდი მისწრაფებით ლიტერატურისაკენ, ინტერნეტმა საბოლოოდ შთანთქა…

მე პირადად, მხოლოდ ზაფხულში თუ მოვახერხებ ხოლმე რამოდენიმე წიგნის წაკითხვას, რადგან იქამდე ბიზნეს სკოლის და ინტერნეტის მარწუხებში ვარ მოქცეული, მაგრამ საკითხავია,
იქნებოდა კი უფროსი თაობა ასე ნაკითხი, მას რომ ინტერნეტთან და კომპიუტერთან ჰქონოდა შეხება?! ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, რაღა თქმა უნდა, არავის ექნება თუმცა,
ჩემი პირადი აზრით მათ მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა ეგზომ შემცირდებოდა… მშვენიერი ბლოგერი დადგებოდა ბაბუაჩემისაგან, რომელიც გააკეთებდა, ალბათ, დიდი ბელადი იოსებასადმი მიძღვნილ ბლოგს…
პაპაჩემი ლექსების და წიგნების ნაცვლად, ჯავასკრიპტებს და ფლეშ თამაშებს დაწერდა… მაჭანკალები თავის დროზე დაარსებდნენ საიტს თანაკლასელები.ჯი, ხოლო მერაბიშვილის მამა ან ბაბუა შექმნიდა საიტს შენტუბე.ქომ ან რეალტვ.ჯი, სადაც დაიდებოდა კომპრომატები და ფარული ჩანაწერები…

ასეა თუ ისე, სავალალოდ თუ საბედნიეროდ, ინტერნეტის საუკუნედ 21–ე იქცა და არა მე–20, დღეს კი არცერთ ქაუნთერის მოთამაშეს უკვირს, როცა 4 წლის ჩეთერი ბავშვის ნასროლის მსხვერპლი ხდება…

წყარო: www.sjobs.ge
წყარო

პ.ს. მე არ დავიწყებ ჩემი წასვლის მიზეზზე სჯა-ბაასს და თქვენთანაც მექნება თხოვნა, რომ ნუ მკითხავთ ამის შესახებ, ხოლო თუ ვინმეს ძალიან დაგაკლდებით ან მოგენატრებით უბრალოდ წყაროსკენ მიმავალ ბილიკს გაჰყევით…. ;)

პატივისცემით, გიორგი ხერგიანი – სვანი

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close