არქივი

აპოფთეგმები

1555c0d79882

გაგრძელებაში ნახავთ ლეგენდარული ადამიანების ცნობილი გამონათქვამების დედნებს და ასევე მათ ქართულ მნიშვნელობას.

Alter ego – სხვა მე. ზენონი

Devide et impera – გათიშე და იბატონე. ფილიპე მაკედონელი

Amicus Plato, sed magis amica veritas – პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭესმარიტება უფრო დიდი მეგობარია. არისტოტელე

De mortuis aut bene, aut nihil – მკვდრებზე ან კარგი უნდა ითქვას ან არაფერი. დიოგენე ლაერტელი

Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი. თალეს მილეტელი

Homo homiri lupus est – ადამიანი ადამიანისათვის მგელია. პლავტე

Omnia mea mecum porto – ყველაფერი ჩემი თან დამაქვს. ბიანტი

Fortes fortuna adjuvat – მამაცთ ბედი სწყალობთ. ტერენციუსი

Quot homines, tot sententiae – რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრიაო.

Omnia praeclara rara – ყველაფერი მშვენიერი იშვიათია. ციცერონი

Salus populi suprema lex – ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია. ციცერონი

Suum cuique – თითოეულს თავისი. ციცერონი

O tempora, o mores – ო, დროებავ, ო, ზნეჩვეულებანო.

Vae victis – ვაი დამარცხებულთ. ბრენი

Alea jacta est – კამათელი გაგორებულია. იულიუს კეისარი

Veni, vidi, vici – მივედი, ვნახე, ვძლიე. იულიუს კეისარი

Tu quoque Brute – შენც ბრუტუს? იულიუს კეისარი

Festina lente – იჩქარე ნელა. იმპერატორი ავგუსტუსი

In vino veritas – ღვინოშია ჭეშმარიტება. პლინიუსი

Pecunia non olet – ფულს სუნი არ უდის. იმპერატორი ვესპასიანე

Audentes fortuna juvat – გამბედავს იღბალი ეხმარება. ვერგილიუსი

Nuda veritas – შიშველი სიმართლე. ჰორაციუსი

Ab ovo uscue ad mada – თავიდან ბოლომდე. ჰორაციუსი

Credo quia absurdum est – მწამს, რამეთუ უაზრობაა. ტერტულიანე

Portius sero, quam nunquam – სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ტიტუს ლივიუსი

Manus manum lavat – ხელი ხელს ბანს. სენეკა

Vox populi, vox Dei – ხმა ერისა, ხმა ღვთისა. სენეკა(ჰესიოდე)

Eppur si muove – ის მაინც ბრუნავს. გალილეი

გოეთე

საუკეთესო, რასაც ისტორია გვაძლევს -ენთუზიაზმია.

ვინც მილიონი მკითხველისთვის არ წერს, სჯობს სულაც არ დაწეროს.

არც ერთი არაპოეტური საგანი არ არსებობს, თუ პოეტს შეუძლია საკადრისად ასახოს.

იმედი უბედურთა მეორე სულია.

ყველაზე დიდი სიძნელეები იქაა სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.

ქალი – ყოველი არსის გვირგვინია. დიდი პიროვნება რომ ცნო, თვითონაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე.

მითხარ, ვისთან ხარ,- გეტყვი ვინა ხარ.

 

ერიხ მარია რემარკი

სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.

თუ რამის გაკეთება გინდა, არასდროს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. სხვა ყველაფერი – სიყალბეა.

საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს.

 

სწორი გზით მიმავალი კოჭლი გაუსწრებს გზასამცდარ მორბენალს – ფრენსის ბეკონი

მოღალატე მეგობარი ყველაზე უფრო საშიში მტერია – ჰენრი ფილდინგი

ბედნიერია ის, ვინც თავს ბედნიერად რაცხს – ჰენრი ფილდინგი

 

ალექსანდრე პოპი

გონებას ძალს ანიჭებს ვარჯიში და არა სიმშვიდე.

ყოველი რეგვენი ცდილობს სხვას დასცინოს.

თავმდაბლობის ნაკლებიბა ჭკუის ნაკლებობაა.

ყოველ კაცში იმდენი პატივმოყვარეობაა, რამდენიც ჭკუა აკლია.

ვინც ბრაზობს, იმის შეცდომებს იტაცებს, ვინც გააბრაზა.

 

ჩარლზ დიკენსი

სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.

ქვეყნად ისეთი გორაკი არ არსებობს, რომ ადამიანმა დაჟინებითი ცდით ვერ მიაღწიოს.

სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ აღსასრულამდე ვაჟკაცურად ვიცადეთ.

 

ოსკარ უაილდი

ხელოვანი შემოქმედია მშვენიერებისა.

ლამაზი ტყუილების თქმა – აი მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.

პარადოქსების გზა მიდის მიდის ჭეშმარიტებისაკენ.

ჩემთვის სილამაზეა სასწაული-სასწაულთაგანი.

 

ჯორჯ ბერნარდ შოუ

ვისაც ძალუძს -აკეთებს; ვისაც არა -ასწავლის;

საქმიანობის შეწყვეტა -არსებობის შეწყვეტაა.

გაფუჭებული ხალხი – უსიყვარულო ხალხია.

შიშის მონობა ყველაზე უარესი მონობაა.

 

წყარო: დიდი სამაგიდო ენციკლოპედია. სიბრძნის სიმფონია.

მსგავსი ამბები

Back to top button