სამხედრო

კატიუშა


„კატიუშა“, საველე რეაქტიული არტილერიის ულულო სისტემების არაოფიციალური სახელწოდება. პირველად გამოიყენეს დიდ სამამულო ომში (1941-1945). 1921 წელს აირდინამიკურ ლაბორატორიაში ნ. ტიხონოვმა და ვ. არტემიევმა დაიწყეს უკვამლო დენთზე რეაქტიული ჭურვის (რს) დამუშავება. სხვადასხვა კალიბრის რეაქტიული ჭურვების — „კატიუშის“ ჭურვის პროტორიპების, აგრეთვე მრავალმუხტიანი საავიაციო და ერთმუხტიანი სახმელეთო გასაშვები დაზგების ოფიციალური გამოცდა 1929-1933 წლებში განხორციელდა. მისი საბოლოო დამუშავება ხდებოდა რეაქტიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გ. ლანგემაკის ხელმძღვანელობით. 1937-1938 წლებში ამ რეაქტიული ჭურვებით (რს-82, რს-132) შეიარაღდა სამხედრო-საჰაერო ძალები. ისინი წარმატებით გამოიყენეს ხალხინ-გოლთან ბრძოლებში (1939). 1938-1941 წლებში რეაქტიულ ინსტიტუტში ი. გვაიმ, ვ. გალკოვსკიმ, ა. პავლენკომ და სხვებმა შექმნეს სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული მრავალმუხტიანი გასაშვები დანადგარი. დიდი სამამულო ომის წინ რს მ-13-ით და გასაშვები დანადგარი ბმ-13-ით შეიარაღდა არტილერია. „კატიუშა“ გერმანიის ფაშისტთა ჯარების წინააღმდეგ პირველად 1941 წლის 14 ივლისს გამოიყენეს. ომის პერიოდში შეიქმნა რეაქტიული ჭურვისა და გასაშვები დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი.
წყარო wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close