გართობა

მთაწმინდის პარკი “ბომბორა”


მთაწმინდის პარკი თბილისის ყველაზე მაღალი პარკი და ამავდროულად თბილისელების თავშეყრისა და გასეირნება-გართობის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

მთაწმინდის პარკი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, თბილისი კი საშუალოდ 430 მეტრზეა. თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით. მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და #90 ავტობუსი კოლმეურნეობის მოედნიდან. მთაწმინდის პარკის ავტოსადგომი მდებარეობს მთავარი შესასვლელიდან 2,1 კილომეტრის მოშორებით, საიდანაც პარკის მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ. დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ფუნიკულიორითა და საბაგირო გზის მეშვეობით; ამ ობიექტების რეკონსტრუქცია თბილისის მერიასთან შეთანხმებით 2012 წლამდე დასრულდება.

პარკი გაიხსნა 2009 წლის 4 აპრილს. მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
მთაწმინდის პარკში ამ დროისთვის 60–მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ფუნქციონირებს. პარკი ატრაქციონების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
საბავშვო ზონა
ექსტრემალური ზონა
საოჯახო ზონა
თამაშების სოფელი

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს და მალე მის ტერიტორიაზე ევროპული დონის გასართობი ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული მხარე აწარმოებს. პირველი ნაწილის დასრულება 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა.

ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1900 წლის ივლისში ფრანგი ინჟინრის ა. ბლანშის მიერ დაპროექტდა. რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი, 28-33. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.

განახლებული მთაწმინდის პარკი მრავალი ატრაქციონით დამშვენდა:

“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;

წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.
ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);
“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;
“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;
ტირი.
“ბანჯი ბატუტი” – ფუნიკულიორის შენობის გვერდით;

ექსტრემალური ზონის ატრაქციონები:

“სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან);
“X ველოსიპეტი”;
“მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან);
“რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას.
გიგანტური სასრიალო;
გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი);
ამერიკული მთები.

პარკში შესვლა უფასოა. შესავლელში სალაროა, სადაც 1 ლარად შეიძენ მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკურ ბარათს, რომელზეც დარიცხავ ნებისმიერ თანხას და შემდეგ მხოლოდ პლასტიკურით იხდი. გაატარებთ ბარათს სასურველი ატრაქციონის გამშვებ პუნქტში და ღირებულება ჩამოგეჭრებათ დეპოზიტიდან…
ყველა ატრაქციონზე სხვადასხვა ფასია: წყლის ატრაქციონი 4,90 ლარი ღირს, ტრამვაი – 50 თეთრი, ბზრიალა ხე – 3 ლარი; მანქანები დიდებისთვის – 2 ლარი.

წყარო: davaragroup.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button