TECH & მეცნიერებაკულტურა

ასუსის Fold / Unfold ლეპტოპი

6703a25d2932

როგორც ვიცით ASUS ლეპტოპების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ამიტომ CES 2009 -ს ჩვენებაზე   მან თავისი ყველა ახალი  პროდუქცია  წარადგინა,  დაწყებული EEE PC _სერიიდან დამთავრებული ახალი კონცეპტუალური Airo Origami laptop-ით, რომელსაც Fold / Unfold laptop -ითაც მოიხსენიებენ.   Fold / Unfold  laptop იდეამ ყველა გააოცა,რადგან ეს როგორც იდეურად ასევე  ტექნიკურად ძალიან ახალი და უცხოა.

bf5d99e2a8fd

ასუსი ცდილობს ყველა მიახვედროს რომ  შეუძლებელი არაფერია და თუ  არსებობს იდეა  მისი განხორციელებაც გარკვეული ძალისხმევის შემდეგ  შესაძლებელია.  Airo-ს ორივე ზედაპირი  ძალიან-ძალიან თხელია როგორც ცარიელი საქაღალდე. განსხავებულია კლავიატურაც, და ლეპტოპოს დაკეცვა გახსნის დროს მოძრაობს. მის ქვემოთ კი ცარიელ ადგილს შენიშნავთ, რომელიც აუცილებელია ვენტილაციისათვის.

ასუსის შეფმა Jerry Shen-მა განაცხადა რომ  Fold / Unfold  ტიპის ლეპტოპების გამოშვებას ზაფხულის ბოლოს თუ არა, ამ წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყებენ. თუ Jerry Shen-ი თავისი სიტყვა შეასრულებს და მართლაც დაიწყება Airo Origami laptop-ის სერიული გამიშვება,  ეს იქნება ყველაზე თხელი ლეპტოპი მთელს  მსოფლიოში

6e16bb9ae9d4

52d83156bb66

მსგავსი ამბები

Back to top button