არქივი

გახმაურებული გაქცევები…

6588d713bfe3
1. ჯონ დილინჯერ

ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი ფილმი John D, სადაც დაწვრილებით არის ნაჩვენები იმ დროისთვის ერთ–ერთი პოპულარული დამნაშავის ჯონ დილინჯერის ბიოგრაფია… მისმა გამჭრიახობამ და საკუთარ ძალებში თვითდაჯერებულობამ განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა….
დილინჯერმა სახელი გაითქვა ბანკების ძარცვით და ერთ–ერთი ძარცვის დროს იგი აიყვანეს და გამოკეტეს ციხეში საიდანაც საიდანაც გაქცევა თითქმის შეუძლებელია, ხოლო იგი ზედიზედ ორჯერ გაიქცა. ყველაზე ცნობილი მისი გაქცევა მოხდა კატორღული ციხიდან კრაუნტ–პოინტიდან, შტატი ინდიანა. ცნობილია რომ დილინჯერი ჩასვეს გისოსებში ხელ–ფეხ შეკრული და მას მიუჩინეს სამი მცველი, ხოლო 2 კვირის თავზე მოუხელთებელი დამნაშავე უკვე გარეთ იყო..
რეალურად დილინჯერმა ხის იარაღით დააშინა მცველები, აიძულა გაეღოთ კამერის კარი, აიყვანა მძევალი, მცველები ერთად შეკრა და შეყარა კამერაში და გაიქცა….

2. პასკალ პაი – გაქცევა ვერტმფრენით
თუ ფიქრობთ რომ გასული საუკუნის 30–იან წლებში ნაკლებად იყო ციხეები დაცული ვიდრე ეხლა, და გაქცევაც ადვილი იყო ცდებით, ავიღოთ მაგალითად მძარცველი პასკალ პაის გაქცევა ვერტმფრენით, რომელიც ყველაზე გახმაურებული გამოდგა…
იგი დაიჭირეს 1999 წელს პარიზში, სასამართლოს შემდეგ იგი გადაიყვანეს ბუშ–დიუ–რონის ციხეში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა… მას ლოდინი მოუწია მთელი 2 წელიწადი, მაგრამ სამუდამო პატიმრობასთან შედარებით ეს არაფერია. 2001 წელს ციხის ეზოში დაჯდა ვერტმფრენი, რომელსაც მართავდა პაის მეგობარი და პასკალ პაი და კიდევ ერთი პატიმარი ჩასხდნენ ვერტმფრენში და გაფრინდნენ….

3. ჯულიენ შატორდი – გაქცევა რომელიც ვერავინ გაიგო
ეს დამნაშავე ისე გაიქცა ციხიდან რომ კაი ხანი არავის იცოდა… მას მისჯილი ქონდა 7 წელი.. როდესაც იგი გადაიყვანეს სხვა დამნაშავეებთან ერთად ლონდონის ციხეში, სატვირთო მანქანიდან გადმოსვლისას მან როგორღაც შეძლო შეუმჩნევლად მანქანი ქვეშ შეძრომა და მასზე ქვევიდან აკვრა. მას შემდეგ რაც ცარიელმა სატვირთო მანქანამ დატოვა ციხის ტერიტორია შატორდი უპრობლემოდ აღმოჩნდა თავისუფალი…

წყარო:hey.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button