არქივი

ხმელთაშუა ზღვა ყველაზე დაბინძურებულია.

fe7ff771efdb
ესპანური გაზეთი “El Pais”-ს ცნობით ხმელთაშუა ზღვა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულია

მონაცემები ეყრდნობა წამყვანი ბუნების-დაცვითი ორგანიზაციების და ექსპერტების დასკვნებს.
განსაკუთრებული დაბინძურება შეინიშნება მსხვილი საპორტო ქალაქების სანაპიროებზე, რაც ადამიანის სიცოცლისათვის საფრთხის მომტანია.

Greenpeace-სა და ესპანეთის მსოფლიო ოკეანეს კვლევის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, – „ხმელთაშუა ზღვის თვითოეულ კუბომეტრ წყალში – 33 სახეობის სხვა და სხვა სახის მავნე ნივთიერებაა, ხოლო თვითოეულ ლიტრ წყალში 10 გრამი ნავთობპრდუქტია.

ხმელთაშუა ზღვის წყლებში ყოველწლიურად შემთხვევით ან განზრახ ჩაედინება 400 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, ზღვის ფსკერის თვითოეულ კილომეტრზე, ადამიანის მოქმედების 1 900 სხვა და სხვა სახის ნარჩენია.
ხმელთაშუა ზღვის ფლორისა და ფაუნისათვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს პლასტმასის ნარჩენები, რომელთა განსაკუთრებული კონცეტრაცია შეინიშნება სანაპირო ზოლში.

ამის მიზეზი არა მხოლოდ 12 000 ხომალდია რომელიც ყოველწლიურად დაცურავს ხმელთაშუა ზღვაში, საიდანაც 20 % სანავთობო ტანკერია. არამედ უმთავრეს მიზეზად მაინც სანაპიროდან დაბინძურებაა, მიაჩნიათ სპეციალისტებს.
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს 150 მილიონი ადამიანი, კიდევ 200 მილიონი დამსვენებელია ყოველ ზაფხულს. ქვეყნების უმრავლესობის საკანალიზაციო ნარჩენები ჩაედინება ზღვაში, რასაც ემატება დაბინძურებული მდინარეების შედინება, იტყობინება “El Pais”.

ეკოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ზღივის პროდუქტებზე, ხმელთაშუა ზღვაში მოპოვებული ყველა პროდუქტი შეიცავს სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერება „მერკური”-ს, რაც ადამიანის ორგანიზმისათვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს.

წყარო:myigenews.com

მსგავსი ამბები

Back to top button