ჩვენი სამყაროს საიდუმლოებანი
ანომალიები და მოვლენები ჩვენს სამყაროში, რომელსაც ჯერჯერობით ახსნა არ აქვს :)
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო ფოტო, რაც კოსმოსში არსებული ობიექტებისთვის გადაუღიათ, არის “Eagle Nebula”. Eagle Nebula ესაა გაზისებრი ღრუბლები, რომლისგანაც იბადებიან ვარსკვლავები. როგორც კი ეს ფოტო CNN-ში აჩვენეს, ასობით მაყურებელმა დარეკა და განაცხადა, რომ ღრუბლებში ადამიანის სახე დაინახა. მართლაც, შემოხაზულ ადგილას დაკვირვებისას ბევრმა შენიშნა იგივე.
———–
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ იბადებიან ციური სხეულები, მათ წინაშე დადგა დიდი თავსატეხი – როგორ წარმოიშვა გალაქტიკები? გალაქტიკები უაზროდ გაბნეული მტვრისა და პლანეტების ნაკრები კი არაა, არამედ გარკვეული ფორმის (ძირითადად სფერო ან წრე), ერთმანეთთან ჰარმონიაში მყოფი ციური სხეულებისა და ელემენტების ერთობაა. მეცნიერებს ორი ჰიპოთეზა აქვთ:
1. დიდი აფეთქების დროს გამოტყორცნილმა გაზებმა წარმოშვეს გალაქტიკები და მათში დაიბადა პლანეტები და ვარსკვლავები
2. დიდმა აფეთქებამ წარმოშვა ციური სხეულები და გაფანტა სამყაროში, შემდეგ ისინი შეიკრნენ და შექმნეს გალაქტიკები.
ჯერჯერობით არცერთი თეორია არაა დამტკიცებული.
———–
ჩვენი ვარსკვლავი, მზე უნიკალურია. მისნაირი ტრილიონში ერთია. მზის სისტემაზე დაკვირვებისას ჩნდება კითხვა: შესაძლებელია რომ არსებობდეს სხვა ასეთი სისტემებიც, სადაც სიცოცხლის რაღაც ფორმა იქნება? 2000 წლიდან მზის სისტემის იქით მეცნიერებმა მრავალი პლანეტა აღმოაჩინეს. ზოგი დედამიწის მსგავსიც იყო, მაგალითად “Gliese 581d”, რომელზეც სავარაუდოდ თხევადი წყალი არსებობს. შესაძლებელია რომ მასზე ცოცხალი არსებები იყვნენ, თუნდაც უმარტივესები? მეცნიერები პირობას გვაძლევენ რომ შემდეგ ათწლეულში ამ კითხვაზე პასუხი გვეცოდინება.
———–
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც წლებია უპასუხოდ რჩება: არსებობს სხვა, პარალელური სამყაროები? არის ვარაუდი, რომ არსებობს რამდენიმე სამყარო, თითოეულს თავისი ფიზიკური კანონები აქვს. მეცნიერების უმრავლესობა ამ მოსაზრებას მცდარად მიიჩნევს, რადგან ვერაფრით დასტურდება, თუმცა არც უარმყოფელი საბუთები არსებობს. თეორიის მომხრეები იმედოვნებენ, რომ როდესაც ადამიანი შეძლებს მიაღწიოს სამყაროს კიდეს, ამ კითხვაზეც იპოვის პასუხს.
———–
აინშტაინის ფორმულა E = MC^2 მეოცე საუკუნეში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმულად ითვლება. თუმცა ერთი ანომალია წარმოიშვა: ამ ფორმულის გამოყენებისას აღმოჩნდა, რომ სამყაროს მხოლოდ 4%-ია მატერია. საინტერესოა, რა არის დანარჩენი 96%? მეცნიერები ამბობენ, რომ რაღაც ნაწილი არის ე.წ. “შავი მატერია”. ის ყველგანაა, სადაც არაა ხილული მატერია. ჯერჯერობით შავი მატერიის არსებობა არაა დამტკიცებული და მეცნიერებს კიდევ ბევრი შრომა ელით, რადგან შავ მატერიას არა აქვს ფორმა, წონა, გარეგნობა, სიმყარე, სინათლე და რადიოტალღები კი მასში დაბრკოლების გარეშე გადის.
———–
როცა საუბარი მიდის სხვა პლანეტებზე არსებული სიცოცხლის შესახებ, ბევრი ამბობს რომ მზის სისტემის იქით წასვლა საჭირო არაა. ხშირად ვრცელდება ხმები, რომ მარსზე სიცოცხლეა და “ნასა” ამას საგულდაგულოდ მალავს. ბევრი ფოტო იძლევა ეჭვის საბაბს რომ მარსზე ოდესღაც ცივილიზაცია იყო. მაგალითად, სახეები მარსზე, პირამიდები და გაურკვეველი წარმოშობის ქვები. მეცნიერები ასევე ამბობენ რომ შესაძლებელია მარსზე ოდესღაც ტბები და ზღვები იყო.
———–
ნასას კოსმონავტები კარგად გაწვრთნილი და მაღალკვალიფიციური მეცნიერებიც არიან, რომლებიც თითქმის ყველაფერზე პოულობენ პასუხს. თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ “გაჭედილან”. 1963 წელს დედამიწის გარშემო ხომალდით მოგზაურობისას მაიორმა გორდონ კუპერმა განაცხადა, რომ ერთი-ერთი ილუმინატორიდან ხედავდა მოკაშკაშე მწვანე ობიექტს, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა. შემდეგ ობიექტი მკვეთრად მოტრიალდა და გაუჩინარდა. იგივე დააფიქსირა რადარმაც. დედამიწაზე ჩამოსვლისას მისგან ინტერვიუ ვერავინ აიღო, რადგან ნასამ აუკრძალა.
———–
აინშტაინმა გამოვკლევების საფუძველზე წამოაყენა არგუმენტები შავი ხვრელების სასარგებლოდ. დღეს მის არსებობაში ეჭვი აღარ ეპარებათ და ვარაუდობენ რომ ერთ-ერთი ჩვენი გალაქტიკის შუაგულშიცაა. მაგრამ აინშტაინმა კიდევ ერთი საოცარი აღმოჩენა გააკეთა: თეთრი ხვრელები. შავი ხვრელების საპირისპიროდ, თეთრი ხვრელები დიდი რაოდენობით ენერგიას ამოტყორცნიან “არსაიდან”. თუმცა ჯერჯერობით, მათი არსებობა დადასტურებული არაა.
———–
არის ვარაუდი, რომ მთვარეზე უძველესი შენობების ნაშთები და ნანგრევებია და აშშ-ს მთავრობა ამას მოსახლეობას უმალავს. ამის საფუძველს იძლევა ერთ-ერთი ამერიკელის განცხადება, რომელიც ერთ დროს ნასაში მუშაობდა. ის დაწვრილებით აღწერს თუ როგორ ცენზურას გადიოდა ფოტოები. ასევე მეცნიერები აცხადებენ რომ მთვარეზე ყინულის სახით არის წყალი. ეს ორი ფაქტი საკმარისი უნდა იყოს იმის დასადასტურებლად, რომ ოდესღაც მთვარეზე სიცოცხლე იყო. ადგილები, სადაც ნანგრევებია, ნასას გადადღაბნილი აქვს. იხილეთ დამატებით ფოტოები:
———–
ყველაზე დიდი საიდუმლო მაინც ე.წ. “შავი ენერგიაა”. რადგან მიჩნეულია, რომ ის ჩვენს გარშემოა და მისი მიზეზით ხდება ზოგიერთი უცნაური ფაქტი. მაგალითად, პლანეტებს აქვთ მიზიდულობა. წესით ისინი ერთმანეთს ბოლომდე უნდა იზიდავდნენ და ეჯახებოდნენ, მაგრამ რაღაც ძალა აბალანსებთ. ეს ძალაა სავარაუდოდ შავი ენერგია. მას აქვს გრავიტაცის საწინააღმდეგო თვისებები და იცავს სამყაროში ჰარმონიას. გამოთვლებმა აჩვენა, რომ მისი წილი სამყაროში 74%-ია.