ყველაზე საშიში ვეგეტარიანელები
ზოგიერთი ვეგეტარიანელი ცხოველი, რომელიც მტაცებლებზე არანაკლებ საშიშია :cool:
ეს მაიმუნები საკმაოდ შთამბეჭდავები არიან უზარმაზარი ფაფრისა და ბრტყელი სახის გამო. ისინი ეთიოპიის მთებში ბინადრობენ და ძირითადად ბალახით იკვებებიან. მიუხედავად მშვიდი ხასიათისა, ბუნებამ ისინი ბასრი და გრძელი ეშვებით აღჭურვა. ბუნებაში ძალიან იშვიათია , რომ ადამიანს თავს დაესხან, მაგრამ ზოოპარკში გამოკეტილები საშინლად აგრესიულები ხდებიან.
—————-
თითქმის ერთი ტონა წონის მქონე ცხოველი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე საშიშ ბალახისმჭამელად ითვლება. მათი რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა ნადირობის გამო, თუმცა ეროვნულ პარკებში მათ ჯერ კიდევ შეხვდებით. ბევრმა იქ ჩასულმა ტურისტმა არ იცის, რომ ბიზონების ანგარიშზე უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე მგლებისა და დათვებისაზე. ისინი მანამ არ გესხმიან თავს, სანამ მის ტერიტორიაზე არ შეაბიჯებთ.
—————-
შიმპანზეების შემდეგ, ყველაზე მეტად ადამიანს გორილა ჰგავს, თუმცა სხვაობაც დიდია. ვერცხლისფერზურგიანი გორილა წონაში 200 კგ-მდეა, ზოგჯერ მეტიც. მისი ძალა 10 ზრდასრული მამაკაცისას აღემატება. ის არასდროს გადმოდის შეტევაზე, თუ არ იგრძნობს რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. აღჭურვილია უზარმაზარი ტორებით და გრძელი ეშვებით. მისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელია: ნებისმიერ ადამიანზე ორჯერ სწრაფად დარბის.
—————-
კაზუარი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფრინველია. ის ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ბინადრობს. მის თავზე არსებული გამონაზარდი შიგნიდან ცარიელია. ფრინველი მისი მეშვეობით ხმებს გამოსცემს და სხვა კაზუარებს უკავშირდება. როცა საფრთხეს გრძნობს, ის გარბის მტრისკენ და სახეში ეცემა ბრჭყალებით, რომლებიც სამართებელივით ბასრია. ხშირად გამოუფატრავს მას ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეები. ის ასევე ცხოველებსაც ესხმის თავს – ცხენებს, ცხვრებს და ა.შ.
—————-
აფრიკასა და აზიაში მარტორქის 5 სახეობაა და ყველა მათგანი უზარმაზარი, უხეში და საშიშია. მათი რქა თმისგან შედგება, თუმცა ძვალზე არანაკლებ მყარია. ინდურ მარტორქას ბასრი კბილები აქვს და კბენითაცაა ცნობილი. ისინი 3 ტონამდე იწონიან და ადვილად შეუძლიათ რამდენიმე ადამიანი ერთად გათელონ.
—————-
მიუხედავად იმია, რომ გარეული ღორი ზოგჯერ მატლებს, ხვლიკებს და ა.შ. ეტანება, მისი ძირითადი საკვები მაინც მცენარეებია. მამლები 300 კგ-მდე იწონიან (სურათზე ნაჩვენები 1 ტონამდეა) და უზარმაზარი ეშვები აქვთ. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ერთ გარეულ ღორს მოუგერიებია მგლების ხროვა. დედლებს პატარა ეშვები აქვთ, მაგრამ ისინიც საშიშები არიან, განსაკუთრებით გოჭებთან ყოფნისას.
—————-
ისინი გიგანტურ ძროხებს გვანან, მაგრამ აფრიკაში ძალიან საშიშ ცხოველებად ითვლებიან. მოთმინება სწრაფად ელევათ და როცა გაბრაზებული არიან, ლომიც კი ერიდება. უშველებელი რქები და უხეში ჩლიქები მათი სასიკვდილო იარაღია და მათთან გამკლავება იშვიათად შეუძლია რომელიმე ცხოველს. ამასთან, თუ ჯოგის ერთი წევრი გასაჭირშია, ყველა მის დასახმარებლად გარბის.
—————-
სპილო როგორ წესი წყნარ ცხოველთან ასოცირდება, მაგრამ საკმაოდ საშიშნი არიან. სპილოებს ყავთ დახოცილი ზოოპარკის უფრო მეტი თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხოველს. მათი ზომისა და ძალიდან გამომდინარე, შეჩერება შეუძლებელი ხდება ხოლმე. ის გადმოდის შეტევაზე, როცა მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, მის ტერიტორიაზე უცხო პირია ან როცა უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. მამალ სპილოებს აქვთ პერიოდი როცა დახეტიალობენ და ყველა სულიერს ესხმიან თავს: ადამიანს, ლომს, მარტორქას და ა.შ. ამიტომაც ყველა ზოოპარკი ერიდება მამალი სპილოს ჩამოყვანას.
—————-
ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. აქვს საკმაოდ ბასრი ეშვები. პეკარები საკმაოდ დიდ ჯოგს ქმნიან – 500-დან 1000-მდე და ნებისმიერ მათგანზე თავდასხმისას მთელი ჯოგი მზადყოფნაშია დასახმარებლად. მათგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება მაღალ ხეზე აძრომაა. სამხრეთ ამერიკაში ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მათთან ჭიდილისას ფერმერმა რომელიმე ორგანო ან კიდური დაკარგა. პეკარებს იაგუარიც კი ერიდება.
—————-
აფრიკაში ჰიპოპოტამი უფრო მეტ ხალხს ხოცავს, ვიდრე ლომი, ლეოპარდი ან ნიანგი. ველურ ბუნებაში ისინი ხშირად სამ ტონას აჭარბებენ. თავს მშვენივრად გრძნობენ წყალშიც და ხმელეთზეც. ძუძუმწოვრებში მას ყველაზე ძლიერი ყბები აქვს, რომლითაც შეუძლია ნიანგი ორად გახლიჩოს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რას უზამს ადამიანს.