არქივი

ამერიკელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩინეთი კიბერომისთვის ემზადება

c8025c6f4837
ჩინეთის ხელისუფლება ჯაშუშური კომპიუტერული ქსელების შექმნაზე მუშაობს და აშშ-სთან კიბერომისთვის ემზადება.

ამგვარ დასკვნამდე სამხედრო-სამრეწველო კომპანია ”Northrop Grumman”-ის ანალიტიკოსები მივიდნენ, იტყობინება ”infox.ru”.
ანგარიშში ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების გამოძიების შედეგებია მოყვანილი. აღნიშნული თავდასხმების შედეგად, აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება დაკარგა. დოკუმენტში არ არის დასახელებული დაზარალებული ორგანიზაციები. ”Northrop Grumman”-ი მათ ”მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ფირმებს” უწოდებს.

ბოროტმოქმედები მონაცემთა გადაცემის ურთულეს სქემებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს, რომელთა საშუალებითაც ისინი დამკვეთთა სერვერებზე საიდუმლო ინფორმაციას ტვირთავდნენ. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსგავსი თავდასხმების შედეგად აშშ-დან ყოველწლიურად 40-დან 50 მლრდ დოლარამდე ღირებულების ინტელექტუალური საკუთრება ქრება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო დროს ჩინელ ჰაკერთა გააქტიურება შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საკუთარ ძალთა კონცენტრირებას კიბერჯაშუშობაზე ახდენს. ექსპერტთა ვარაუდით, ჰაკერთა მომავალი სამიზნე პენტაგონის ქსელები და მონაცემთა ბაზები იქნება. აღნიშნულ მონაცემებს, რომელთა მოპოვებაც ჩინელ ჰაკერებს მხოლოდ ჩინეთის ხელისუფლების დაკვეთით შეუძლიათ, გამოიყენებენ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე აშშ-სთან საომარი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button