კულტურა

ტორპედო

c0cec8b3d885
ტორპედო – წყალქვეშა იარაღი, გამოიყენება გემების წინააღმდეგ. დამახასიათებელია ცილინდრული ფორმა, გააჩნია საკუთარი ძრავა და წყალქვეშა ფრთები მანევრირებისათვის.

ტიპიური ტორპედოს მიახლ. (არსებობს მრავალი სახეობა) პარამეტრებია:
დიამეტრი 0,5 მეტრი
სიგრძე 7 მეტრი
500 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება.
სიჩქარე 37-40 კვანძი
მოქმედების მანძილი 50-70 კილომეტრი

მოძრაობისათვის გამოიყენება შიდაწვის, ტურბორეაქტიული, რაკეტული, ელექტრო ძრავები.

დამიზნების ტიპებიც სხვადასხვაა:
უმართავი; მართვისა და სტაბილიზაციის გარეშე. მის კურსზე მოქმედებს წყალქვეშა დინებები და სხვა ფაქტორები (პირველი ტორპედოები).
პირდაპირმავალი; კომპასით აღჭურვილი. თვითონ ახდენს კურსის კორექტირებას.
მანევრირებადი; რამოდენიმეჯერ თვითონ იცვლის კურსს წინასწარი გეგმის მიხედვით.
თვითდამიზნებადი პასიური; აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სისტემით. ისმენს ხმას და შესაბამისად იცვლის კურსს.
თვითდამიზნებადი აქტიური; აღჭურვილია ჰიდროლოკატორით. ლოკაციის შესაბამისად იცვლის კურსს.

ტორპედოებით შეიარაღებული არიან წყალქვეშა და წყალზედა გემები, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და ვერტმფრენებიe2f8e0043349

ტერპედოების განვითარებაზე ყოველთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.

ბოლო პერიოდში იქმნება ტორპედოები, რომლებიც აღჭურვილი არიან თანამედროვე ნავიგაციის, კამუფლირების სისტემებით. გარემოების შესაბამისად იცვლიან კურსს, მანევრირებენ, ირჩევენ მიზანს და ა.შ.

ზოგიერთი თანამედროვე ტორპედოს სიჩქარე, მწარმოებელთა განცხადებით 100კმ/სთ-ს აჭარბებს. ერთერთი ასეთის გამოცდისას, მისი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის წყალქვეშა გემი ”კომსომოლეცი”.

წყარო wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button