არქივი

18 სიმღერა რომლებიც ააჩქარებენ თქვენი გულისცემას

66a7bd69e234
18 სიმღერა რომლებიც ააჩქარებენ თქვენი გულისცემას.

U2 — With Or Without You

შეუძლებელია წარმოიდგინოთ, რამხელა სიყვარული და თავისუფლება ჩადო ბონომ U2-დან ამ სიმღერაში. ის გავს ქარს – არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენს გარეშეც.
Aerosmith — I Don’t Wanna Miss a Thing

როგორც ჩანს ამ ბალადასაც არ აქვს ასაკი, როგორც ჯგუფის სიცოცხლით სავსე სოლისტს სტივ ტაილერს, რომელიც გვეუბნება ჩვენ, რომ ვაფასებთ ჩვენს სიყვარულთან გატარებულ ყოველ წამს.
Jeff Buckley — Hallelujah

სიმღერა-ლოცვა “ალილუა” დაწერა ლეონარდ კოენმა, ხოლო ჯეფ ბაკლის შესრულება ითვლება საუკეთესოთ სხვა 300 ვერსიას შორის. ბაკლის “ალილუა” გამოვიდა უფრო სტრადალური და დამწუხრებული.
Reamonn — Supergirl

გერმანული როკ-პოპ ჯგუფის – Reamonn-ისთვის ეს კომპოზიცია იყო სადებიუტო, მაგრამ სწორედ, რომ ეს გახდა ინტერნაციონალური ჰიტი, რომელსაც დღესაც უსმენენ. ის გასაგებია – არაფერი ზედმეტი, შესანიშნავი მელოდია, უბრალო, გასაგები და რაც მთავარია მნიშვნელოვანი სიტყვები. მას შეიძლება მოუსმინო მუდმივად და არასოდეს მოგბეზრდეს.
A-ha — Velvet

A-ha-ს მუსიკაში გადმოცემულია ცოტაოდენი სიცივე და სინთეზატორული-გიტარის ხმა, ეს ყოველივე გადმოცემულია ბალადაში Velvet. მუსიკაში არის მელანქოლიაც ტაქტიდან ტაქsტამდე მუსიკა ჩვენს სულში იწვევს ემოციების და გრძნობების ქარიშხალს, რომელიც გარეგნულად გამოისახება მხოლოდ ღიმილით.

Audrey Hepburn — Moon River (OST Breakfast at Tiffany’s)

ქალური მომხიბლელობის და მაგნეტიზმის არსი ოდრი ჰეპბერნიმ გადმოსცემა სიმღერაში “Moon River”, რომელიც იმღერა ფილმს “საუზმე ტიფანისთან”-ში 1962 წელს და სიმღერამ მიიღო ოსკარის პრემია. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ეპიზოდის ამოჭრა სურდათ, მაგრამ ქვეყნის და მსახიობის ჩარევის შედეგად ჩვენ კიდევ ასეულობით წლები მოვუსმენთ ალბათ ამ შედევრს.

Florence and the Machine — Over The Love

“ბავშვობიდანვე მე ვმღეროდი ჩემს შესახებ, ვმღეროდი ფორტეპიანოს დაკვრისას, ვხევდი ჩემს ყვითელ კაბას და ვტიროდი, ვტიროდი, ვტიროდი…” – გვიტყდება ბრიტანელი მომღერალი არამიწიერი ხმით ფლორენს უელჩი. არ არის აუცილებელი კაბის შემოხევა, მაგრამ რაც შეეხება მუსიკის მოსმენას ეს ნამდვილად აუცილებელია.

Sting — Shape of My Heart

ამ სიმღერას აღმერთებენ არამხოლოდ მელომანები ან კინომანები, არამედ ყველა დედამიწაზე.

Coldplay — The Scientist

სიმღერა იმ მეცნიერზე რომელიც ცდილობს, რომ გადაარჩინოს ურთიერთობები თავის სიყვარულთან, აღწევს ჩვენს კანში და თითქოს იქვე რჩება. Coldplay-მ ნამდვილად მოახერხა შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა.

Johnny Cash — Hurt

სიმღერა Hurt დაწერა და შეასრულა გენიოსმა და მუსიკის ექსპერიმენტატორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails-იდან, ხოლო ცოტახნით ადრე თავის სიკვდილამდე ხელახლა ის იმღერა ქანთრის ლეგენდამ ჯონი ქეშმა. ამბობენ, რომ თავად რეზნორმა იტირა როდესაც მიიღო დისკი ქეშის შესრულებით.

Joan Osborne — One Of Us

ჯოან ოსბორნი ცნობილი გახდა თავისი სიმღერით “რა მოხდებოდა ღმერთი ერთ-ერთი ჩვენგანი, რომ იყოს”. ეს სიმღერა უამრავჯერ იმღერეს სხვებმაც, მაგრამ ორიგინალი ყველაზე საუკეთესოა. ის მოეწონა ყველას, გარდა კათოლიკეებისა, ისინი უფრო შემდეგ ფრაზაზე განრისხდნენ: “ღმერთს არავინ ურეკავს, გარდა რომის პაპისა”.

Ray Charles — A Song For You

ლეონ რასელის A Song For You-ის ქავერმა რეი ჩარლზის მიერ დაუბრუნა ჩარლზს თავისი ძველი დიდება არამხოლოდ ვეტერანებს შორის, არამედ გაიზარდა მისი პოპულარობა ახალგაზრდა აუდიტორიას შორისაც. მომღერალმა ამ სიმღერის გამო მიიღო გრემმი, მაგრამ რაც მთავარია ის მუდმივად ჩვენს გულებში დარჩება.

Keane — Somewhere Only We Know

რა იქნება, რომ აღმოვჩნდეთ იმ ადგილას, რომლის შესახებ ვიცით მხოლოდ ჩვენ და ინგლისურმა ტრიომ Keane-მ? იქ თბილა, კომფორტია, სიწყნარეა და სადღაცას შორიდან ისმის გიტარების და ფორტეპიანოს ხმები, რომლებზეც უკრავენ ეს ნიჭიერი მუსიკოსები.

The Сranberries — Promises

სოლისტმა დოლორეს ო’რიორდანმა ჩადო ამ სიმღერაში მთელი სული და გული და მეტიც, რადგან ეს ემოციები ისმის ყოველ ნოტში და ყოველ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში.

Bebe — Siempre Me Quedara

ზოგჯერ არასწორად ფიქრობენ, რომ კომპოზიციას ასრულებს პენელოპე კრუზი, რადგან სიმღერა გამოყენებული იქნა ფილმში “კოკაინი”, მაგრამ სინამდვილეში მღერის ესპანელი მომღერალი Bebe. მისი ვოკალი გავს ზღვის ტალღებს, მისი ვოკალი შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე ცუდ მელომანებზეც კი.

James Blunt — Goodbye My Lover

ყოფილი სამხედრო და ამჟამად მომღერალი ჯეიმს ბლანტი მუდმივად მღერის სიყვარულზე, მაგრამ ამას არ აკეთებს იმისათვის, რომ ფული გამოიმუშავოს, როგორც ამას აკეთებს ბევრი მომღერალი დღეს. ეს გამოსამშვიდობებელი სიმღერა გამოვიდა გრძნობებით აღსავსე და ტრაგიკული, მაგრამ მას შემდეგ თქვენ იგრძნობთ სიცარიელეს ვინმეს დაკარგვის შემდეგ, მაგრამ ამავდროულად მადლიერებას ერთად გატარებული დროისთვის.

Radiohead — Fake Plastic Trees

ტომ იორკმა ჩაწერა სიმღერა Fake Plastic Trees მეორე დუბლის შემდეგ. “ყალბი პლასტიკური ხეები” ჩვენ შეგვიყვარდა განუმეორებელი ემოციების გამო, რომლებიც გამოიწვია სიმღერამ.

Roxette — Listen To Your Heart

შვედურმა დუეტმა იმღერა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბალადა სიყვარულის შესახებ. პირველი აკორდები იწვევენ ჩვენში ემოციების ტალღებს, რომლებიც ძლიერდებიან მისამღერში.

მსგავსი ამბები

Back to top button