TECH & მეცნიერებაუცნაური

6 წუთიანი ფილმი, რომელიც გადმოგვცემს მეგობრობის მთელს არსს

8737c617274b

ამ პატარა მოკლემეტრაჟიან, ანიმაციურ ფილმში გადმოცემულია ნამდვილი მეგობრის როლი და ფუნქცია. ლეგენდარულმა პიტერ სონმა (რეჟისორმა და სცენარის ავტორმა) 6 წუთში ჩაატია იმდენი აზრი და ემოცია, რამდენიც სხვა მწერლებმა თუ რეჟისორებმა მთელს ათტომეულებსა და სერიებში ვერ ჩაატიეს. მან ეს ფილმიი2009 წელს გადაიღო და უამრავი ჯილდო მიიღო. მართლაც, რომ ყველაზე საყვარელი და აზრიანი ფილმია, რომელიც დაგაფიქრებთ და სტიმულს მოგცემთ.

ამ პატარა ფილმის ყურების შემდეგ ჩვენ მივხვდებით თუ რამდენს ნიშნავს ნამდვილი მეგობარი, როცა მას ვენდობით და ის არასდროს გვღალატობს.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება ადამიანებს შორის გაუცხოება და დაშორება. ერთი შეხედვით, სოციალური ქსელებისა და კავშირგაბმულობის დახმარებით, თითქოსდა წინანდელთან შედარებით მეტი საშუალება გვაქვს მეგობრებთან და ახლობლებთან რომ ვიკონტაქტოთ, გვქონდეს სიახლოვე მათთან. ზუსტადაც ამგვარი ინოვაციების დანერგვის მიზანიც(თუ არ ჩავთვლით ავტორების სიმდიდრის და სახელის მოხვეჩის სურვილს) ადამიანების გაერთიანება გახლდათ. მაგრამ, შედეგად რა მივიღეთ ? მეზობლებს შორის გაუგებრობა, ახლობლებს შორის შუღლი, მეგობრებს შორის შური და ა.შ.

თავის დროზე უდიდეს მეცნიერულ და სამედიცინო მიღწევად ითვლებოდა მორფინის(და შემდეგში ნარკოტიკული ნივთიერებების) გამოგონება. მან უამრავ ადამაინს შეუმსუბუქა ტკივილი, თუმცა შედეგად მოგვიტანა სრული გაადგურება, მან შეიწირა უამრავი ადამიანი. ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ საითკენ მივდივართ? მოგვიტანს თუ არა ამგვარი განვითარება იმ შედეგს, რისი მიღევის საშუალებაც გახლდათ იგი.

b7e0898d8c55

უნდა დავფიქრდეთ. უნდა მოვითხოვოთ მეგობრისგან მეტი ყურადღება და სითბო, თუმცა მოთხოვნის ერთადერთი საშუალება – საქმე უნდა გახდეს. ჩვენ მეგობრებს უნდა დავანახოთ რა არის სიყვარული და გვერდში ამოდგომა ჩვენივე მოქმედებებით.

ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ, რომ გამოგონება ყოველთვის კარგია, თუკი მას ზომიერად და დანიშნიულებისამებრ გამოვიყენებთ. და ვიყენებთ კი ასეთი მიზნისთვის მას?!

ამ ფილმის მთავარი სათქმელი იმაშია, რომ – ჩვენ უნდა გავუგოთ მეგობრებს, უნდა ვიბრძოლოთ მათი შენარჩუნებისთვის და უნდა დავეხმაროთ მათ გაუმჯობესებაში. ამისათვის კი დიდი მონდომება, სიყვარული და ძალისხმევაა საჭირო.

იმედია მეგობრებს შორის ნამდვილი სიყვარული კვლავ დამკვიდრდება და უმეობრობის სიცარიელეს იმედია არა სოციალური ქსელები, არამედ ჩვენ – ადამიანები შევავსებთ.

იხილეთ ფილმი:

Back to top button