გასართობივიდეოები

კლასიკური როკ კომპოზიციები.ნაწილი 1.

შემოგთავაზებთ რამოდენიმე ლეგენდარულ,კლასიკურ როკ-კომპოზიციას.მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.

Deep Purple – Child In Time.ეს კომპოზიცია ჩაიწერა 1969 წელს.დამახასიათებელია მზარდი დაძაბულობა და ასევე იან გილანის ზებუნებრივი ვოკალი.ეს კომპოზიცია აქტიურად სრულდებოდა 1970-73 წლებში.შემდგომ წლებში გილანს ასაკის მატებასთან ერთად აღარ შეეძლო ხმის ასეთი ტემბრის შენარჩუნება და ამიტომ თითქმის აღარ სრულდებოდა ეს სიმღერა.ბოლოს 2002 წელს შეასრულეეს.ჩემი აზრით ეს არის ყველა დროის საუკეთესო როკ-კომპოზიცია.

Led Zeppelin – Stairway To Heaven.ჩაიწერა 1971 წელს.ავტორები-ჯიმი პეიჯი და რობერტ პლანტი.ერთ-ერთი საუკეთესო როკ-კომპოზიცია როკის ისტორიაში,არაერთგზის ლიდერი როკ-ჩარტებისა.

Pink Floyd – On The Turning Away.ჩაიწერა 1987 წელს.ავტორები-ენტონი მური და დევიდ გილმორი.ფლოიდების კომპოზიციებიდან ერთ-ერთი წარმატებული სიმღერა.

The Doors – Riders on the Storm.ჩაიწერა 1970 წელს.Doors_ის ყველაზე ცნობილი სიმღერა.მორისონის ჯადოსნური ხმა ძაან სასიამოვნო ეფექტს ქმნის და თან დამეტებული წვიმის ხმაც.მართლაც მუსიკალური შედევრია.

Simon & Garfunkel – Sound Of Silence.ცნობილი ფოლკ-როკ კომპოზიცია ჩაწერილი 1964 წელს.ძაან სასიამოვნო სიმღერაა და მე მაგრა მომწონს.მოუსმინეთ არ ინანებთ.

Uriah Heep – Dream On.1995 წელს ჩაწერილი უმაგრესი კომპოზიცია.უბრალოდ მოუსმინეთ.

აქ იყო მოცემული რამოდენიმე ცნობილი როკ-კომპოზიცია,მოიცავდა ჰარდ როკს,ფოლკ როკს,კლასიკ როკს.გაგრძელება კი აუცილებლად იქნება…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close