არქივი

გრუპიები (როკ-ენ-როლის ცოლები)

43db36187fe2
1969 წელს, ჟურნალმა „Rolling Stone“-მა გამოსცა ნომერი ,რომელიც მთლიანად გრუპიებს ეძღვნებოდა….

ბევრს ალბათ გსმენიათ გრუპიებზე …ისინი იყვნენ სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ნადირობდნენ სუპერვარსკვლავებზე. მათი მიზანი იყო, ნებისმიერი გზით მიეღწიათ საყვარელ როკერებამდე და მათთან სექსუალური კავშირი დაემყარებინათ. ამის გასაკეთებლად ისინი ყველაფერზე მიდიოდნენ …თავს იმცირებდნენ ,არღვევდნენ დაცვის უზარმაზარ კორდონებს …

არსებობდა გრუპიების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები ,რომლებიც გულმოდგინედ აწარმოებდნენ გამოჭერილი ვარსკვლავების აღრიცხვას და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

we are band aids

მაგალითისთვის 60-იან წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკელი გრუპი სახელად დევონი,რომლის გამოჭერილთა სიაში იყვნენ: ბრაიან ჯონსი, მიკ ჯაგერი და ჯიმი ჰენდრიქსიც კი…

ჰენდრიქსის და გრუპიების ურთიერთობა საერთოდ სხვა თემაა… მას უმრავი გრუპთან ჰქონია ურთიერთობა და მათ გარეშე ყოფნა ვერც წარმოედგინა ….ჯიმი მათ Band Aids უწოდებდა (სიტყვების თამაში: სახვევი და ჯგუფის დამხმარეები )

ჯიმი პეიჯი ლამის დისერტაციას იცავს გრუპიებზე და ამტკიცებდა ,რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა … მაგალითისთვის თუ ნიუ-იორკელები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება ბევრი გამოიჭირონ ,სან-ფრანცისკოელი გრუპიები უფრო თბილები არიან და ისინი თითქმის მეგობრულად იქცევიან …

ყველაზე საინტერესო და გახმაურებული ფაქტი :
1977 წელს „როლინგ სტოუნზი“ კანადაში იმყოფებოდა. ტორონტოში ისინი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს . ბიჭებს მშველელად მარგარეტ ტრიუდო მოევლინა ,რომელიც პირდაპირ საოცარია და კანადის პრემიერის ცოლი გახლდათ …
მოგვიანებით ჯაგერი ამბობდა : ის უბრალოდ ავადმყოფია … მასთან რამდენიმე ღამე გავატარე. უბრალოდ წარმოუდგენელია თავი დააღწიო ადამიანს ,რომელსაც ათობით შეიარაღებული მცველი დაჰყვება …

გრუპიებზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს…. ბევრის აზრით ისინი უბრალოდ ბინძური კახპები იყვნენ …სხვები კი მათ როკ-ენ-როლის ცოლებად მოიხსენიებენ …

გრუპიები საქართველოში

70 იან წლებში საქართველოშიც გამოჩნდნენ გრუპიები, მათ უამრავი …..

გეხუმრეთ :D პოსტი აქ მთავრდება.

hehnews.wordpress.com

Back to top button