არქივი

სიყვარულის ფორმულა

c3db4114bf7c

ყველა მეცნიერი თვლის, რომ ამოხსნეს სიყვარულის საიდუმლო…. რა არის სიყვარული...

ევოლუციის ბრძანება -აქამდე, მეცნიერები თვლიდნენ, რომ სიყვარულში ადამიანი ამაღლდა ბუნებაზე. ახლა მათ ზუსტად იციან, ეს ასე არ არის. სასიყვარულო კოდში ევოლუციის უძველესი ბრძანება შეიპარა. ეს უკანასკნელი კი შსემდეგნაირად ჟღერს: ინდივიდმა შთამომავლობით უნდა გადასცეს საკუთარი გენები. სწორედ ამიტომ, მამაკაცები, ემორჩილებიან რა ამ ბრძანებას, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქალის მეშვეობით გაავრცელოდნ საკუთარი გენები. “ევოლუციის ბრძანების”მოქმედების შედეგი ასეთია: კაცობრიობის ძლიერი ნახევარი უპირატესად აქცევს ყურადღებას ახალგაზრდა ქალებს ( ნაზი კანი, სილამაზე) და მათ ვნებიან ნაყოფიერებას (წვრილი წელი, ფართო თეძოები, დიდი მკერდი), სუსტი სქესი კი ითვალისწინებს პართნიორის სიმაღლეს, მხრების სიგანეს, აგრეთვე სოციალურ სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობას.

0e89a2dcc744

ერთნაირი გემოვნება – სიყვარულის კოდის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებისა და ქალების არჩევანში დიდი როლს ასრულებს ოჯახური მემკვიდრეობა. ამერიკელი ანთროპოლოგი დევიდ ბუსი დარწმუნდა: ოჯახებში რამდენიმე თაობის მანძილზე მამაკაცები და ქალები უპირატესობას ანიჭებენ პარტნიორების ერთსა და იმავე განსაზღვრულ ტიპს. ვთქვათ თქვენმა კეთილმა, მსუქანმა ბაბუამ ცოლად შეირთო წყნარი, მგრძნობიარე გამხდარი ქალი. ე.ი. შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ჰგავს, ცოლად შეირთავს თავის წყნარ თანაკლასელს ამიტომ, რომ მემკვიდრეობით მიიღო ბაბუის ხასიათი, ნიჭი, შესაძლებლობები. სიპათიები და ანტიპათიები, უფრო სწორად გემოვნება.
ბუსის აზრს ეთანხმებიან ბრიტანელი გენეტიკოსები, რომლებიც ყველა მსურველს სთავაზობენ, გადაშალონ ალბომები და შეიტყონ თავიანთი რჩეული ტიპი.ამდენად, თქვენი ნათესავების ძველი ფოტოების დათვალიერებისას აუცილებლად ნახავთ, დაახლოებით როგორი იქნება თქვენი მომავალი პარტნიორი.

ყველაფერს წყვეტს პირველი წამები – როგორც აღმოჩნდა, სასიყვარულო კოდი შეიცავს არაჩვეულებრივ ფაქტორებს. როგორ ფიქრობთ, ვისი მზერა შეგხვდათ პირველად, ამ ქვეყანაზე? დედის? არა, ექიმისა, ვინც ამშობიარა დედათქვენი. ვთქვათ , იგი ცოტათი ელამი იყო. როდესაც ზრდასრული ქალი შეამჩნევს მამაკაცის სწორედ ასეთ მზერას, იგი ქვეცნობიერად უპირატესობას მიანიჭებს მის მფლობელს.
ვის ხმას მიეჩვიეთ პატარაობიდანვე? შესაძლოა, საყვარელი ბიძისაც, რომელიც ხშირად დადიოდა თქვენთან სტუმრად, როდესაც თქვენ გვერდზე გადაბრუნებას სწავლობდით. ჩვენს ქვეცნობიერში დაფიქსირდა მისი ხმა. როდესაც იგი გვესმოდა, მშვიდად ვიყავით. და დღესაც, სიმპათიით განვეწყობით იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ასეთი ხმა აქვს.

de9a7376bda1

საქმეში ცნობილი პიროვნებები ერევიან – რა კავშირი შეიძლება იყოს მოდასა და სასიყვარულო კოდს შორის? ასეთი კავშირი არსებობს. გვარწმუნებს გერმანელი ფსიქოლოგი ურუს მარხტგალერი. მას ქმნიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ცნობილი პოლიტიკოსების, ესტრადის პოპულარული არტისტების, კინომსახიობების ცნობილ სახეებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენს სასიყვარულო მიდრეკილებებში. მაგალითად, თავის ქვეყანაში ასობით ბიჭუნას დაარქვეს ბორისი, ცნობილი ჩოგბურთელის ბეკერის პატივსაცემად. გარდა ამისა, ქალებისათვის პოპულარული გახდა მისი ჟღალი თმები და წორფლი. ზოგისთვის ეს არასასიამოვნო იქნება მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ცნობილი ადამიანის გამოსახულებები მკვეთრად აღიბეჭდება ჩვენს სასიყვარულო კოდში.

“თანასწორთა” კავშირი -ადრე მკვლევარები თვლიდნენ, რომ საწინააღმდეგო ხასიათები ერთმანეთს იზიდავენ. სინამდვილეში, ისინი ერთმანეთს იზიდავენ მხოლოდ ერთი შეხდვით და ისიც ცოტა ხნით. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხანგძლივი კავშირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ “თანასწორთა” შორის. სასიყვარულო კოდის ენაზე ეს ნიშნავს : კარგ წყვილს ქმნიან ერთი სოციალური წრიდან გამოსული პარტნიორები, რომლებთაც გააჩნიათ განათლების ერთნაირი დონე, საერთო ინტერესები და შეხედულებები. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იღბლიან სასიყვარულო წყვილს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს სიმაღლით, წონით, თვალების ფერით, ფილტვების მოცულობითაც კი. მეცნიერები თვლიან, რომ პარტნიორთან მსგავსება ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს.
მეორე ახსნა ბიოლოგიურ ხასიათს ატარებს: გენმა დაგვაპროგრამეს საკუთარი ასლების გასამრავლებლად.ამის გაკეთება კი, ბუნებრივია, უფრო იოლი იქნება მსგავს პარტნიორთან.

b659f29aa375

გამოდის რომ ასტროლოგები მართლები არიან – ასტროლოგიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ერთი ელემენტის ადამიანები კარგად ეწყობიან ერთმანეთს. შეგახსენებთ ამ ელემენტებს:

ჰაერი: ტყუპები, სასწორი, მერწყული;
წყალი: კიბო, ღრიანკალი, თევზები;
მიწა: კურო, ქალწული, თხის რქა;
ცეცხლი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;

კარგად ეწყობიან პარტნიორები, რომლებიც მიეკუთვნებიან მიწასა და წყლის ნიშნებს: “მიწა აძლევს წყალს საყრდენს, – ამბობენ ასტროლოგები, – წყალი კი მიწას ნაყოფის ხიდს”. ასევე ხელსაყრელია ჰაერისა და ცეცხლის ნიშნების კავშირი: “ჰაერი ცეცხლს წვის საშუალებას აძლევს, ხოლო ცეცხლი ათბობს ჰაერს”. სხვა კომბინაციები – წყალი და ცეცხლი, ან მიწა და ჰაერი, ასტროლოგების აზრით, კარგს არაფერს გვიქადის.

4d72d43d51d3

_____________________________________________________________________________________________________

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button