არქივი

ტვინი – დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო

b847b168d42e

“თითქოსდა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სულმა ზეგავლენა მოახდინოა სხეულის შენარჩუნებაზე. მთავარია საკუთარი თავის მართვა ისწავლოთ”. – ეს აზრი, რომელიც ოდესღაც გამოთქვა დიდმა გოეთემ, შეიძლება დაადასტუროს ასობით ადამიანმა. მათ პირადი მაგალითითაც დაამტკიცეს, რომ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე შეიძლება საკუთარი ინტელექტით მოიპოვოთ.

19 წლის გოეთეს ფილტვებიდან სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა იმედი გადაუწურეს. მან კი მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა დაებრუნებინა ჯანმრთელობა. და არა მხოლოდ დაიბრუნა იგი, არამედ 82 წელი იცოცხლა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა სხეული ახალგაზრდობა და მშვენიერება. გენიოსმა დააპროგრამა საკუთარი ტვინი ჯანმრთელობასა და ხანგძლივ სიცოცხლეზე, ტვინმა კი თავის მხრივ ბრძანება მისცა სხეულს.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები რომ ღრმა სიბერემდე აღწევენ, ამის მაგალითი ისტორიაში მრავლადაა. ლეონარდო და ვინჩი, რომელიც დაბადებისას 900 გრამამდე ძლივს იწონიდა, ბებია ქალებს მკვდარი ეგონათ და ჯამში გადაუძახეს. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ როცა ახალშობილმა ამოიკნავლა, მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო და ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად. აღორძინების ხანის ამ უდიდესმა გენიოსმა მისი დროეისთვის წარმოუდგენლად დიდხანს იცოცხლა – 67 წელი, მან ინტელექტის ძალიათ აიძულა თავისი ორგანიზმი, ყოფილიყო ჯანმრთელი.

3ab8c9315076

ფრანგმა მწერალმა ბერნარ ფონტელმა, რომელიც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, ასი წელი იცოცხლა.

გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელმა ემანუელ კანტმა, რომელმაც ბავშვობა და ახალგაზრდობა ავადმყოფობასა და ნერვულ გულყრებში გაატარა, ნებისყოფის დაძაბვით შეიმუშავა საკუთარი გაჯანსაღების მეთოდიკა და მკაცრად მისდევდა მას. ამან შეაძლებინა ეცოცხლა 81 წელი.

a6228edba7c2

მიუხედავად ყველაფრისა ინტელექტი და ჭკუა ჯერ კიდევ არ არის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია. შეიძლება დავასახელოთ უამრავი ძალზე ჭკვიანი ადამიანი რომლებიც უდროოდ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. იმისთვის რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს საჭიროა შესაბამისი განწყობაც. თუ კი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ყველაფრის მიუხედავად უნდა იცოცხლოს და ყველა ღონეს იხმარს დასახული მიზნის მისაღწევად, ტვინი ქვეცნობიერების დონეზე დაიწყებს მბრძანებლობას ორგანიზმზე…

მსგავსი ურთიერთქმედების ფენომენი აღწერილი აქვს თავის წიგნში აკადემიკოს ვ.მ. კანდიბას. “ექსპერიმენტის” მსვლელობისას გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში რუსი ჯარისკაცის მოკვეთილი თავი ხუთი დღის განმავლობაში ინარჩუნებდა სიცოცხლედ. ამასთან, მისი სხეული, რომელიც 15 მეტრით იყო დოშორებული თავს, კვლავ განაგრძობდა სიცოცხლეს მას შემდეგ, რაც ჯერ გული ამოუღეს, შემდეგ ღვიძლი და თირკმელები და ბოლოს, ძალადობრივად შეუჩერეს სუნთქვა. ფიზიკური სიკვდილი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც უბედურს ტვინი დაუქუცმაცეს.

“ადამიანის ნებისყოფა ყოვლისშემძლეა და ნებისყოფიანი ადამიანის მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელია”, – ასკვნის კანდიბა და ძნელია, არ დაეთანხმო მას.

e7bc72cf29bb

“კარგი მაგრამ რა ვუყოთ ზოგადად ცნობილ ფაქტს, რომ ხანდაზმულობაში ადამიანის ტვინი სულ უფრო და უფრო ცუდათ მუშაობს?” – იკითხავს მავანი და არ იქნება მთლად სწორი. ბოლო ხანებამდე მიღებული იყო თვალსაზრისი, რომ ნერვული უჯრედების აღდგენა არ ხდება და ინტენსიური გონებრივი დატვირთვით ტვინი უფრო სწრაფად “ცვდება” და “იწვება”. მაგრამ მეცნიერები თანდათანობით იქეთ იხრებიან, რომ ეს თვალსაზრისი მცდარია. ექსპერიმენტებით გაირკვა რომ ნეიტრონები არა მხოლოდ იღუპებიან , არამედ მათ უნარი აქვთ კვლავ “დაიბადონ”, თუკი ტვინი აქთიურად მუშაობს. მათი კი, ვისაც არ უნდა “ტვინის განძრევა”, ნერვული უჯრედები უსაქმურობით ღრმა ძილის მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას მაინც ინარჩუნებენ. ეს “ძილისგუდები” სავსებით შესაძლებელია გავაღვიძოთ და ვაიძულოთ, იმუშაონ ადრინდელი რიტმით, მაგრამ ამისათვის საჭიროა სათანადო გარჯა: რაც უფრო დიდხანს იყო ტვინი უსაქმურად, მით უფრო ძნელია მისი კვლავ “ამოძრავება”.

f5add3b9d9a9
მოკლედ ამით რა მინდა ვსვთქვა ყველა ადამიანს ვისაც გააჩნია ნებისყოფა შეუძლიათ შეაჩერონ ყოველგვარი ავადმყოფობა და სიკვდილიც კი! და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ის რაც დღეს ვიცით და რისი შესაძლებლობაც გვაქვს ის ყველაფერი ადრე უკვე იყო… ნუ მოგეხსენებათ ალბათ ადამიანის საყვარელი ბუნება სწრაფვა ყველაფერის განადგურებისაკენ ხოდა ასე განადგურდა ის დიდი ცივილიზაციები რაც ჩევენსას ალბათ მილიონჯერ სჯობდა… განა ბიბლიაში არ არის რომ ნოე 700 წლის გარდაიცვალა… და კიდე არ მახსოვს დანარჩენი მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი რაც უფრო ახლოა ღმერთთან მით მეტია ნებისყოფა რწმენა… და შესაძლებელია თვით სიკვდილის დამარცხებაც კი… რა ფილოსოფიური ქვა ხალხო რა სიცოცხლის ელექსირი ))) მთავარი ნებისყოფა ყოფილა არადა მართლა მჯერა!
მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება თუ საკუთარ ტვინთან იმეგობრებთ! ;)

წყარო: kate alukard’s blog

მსგავსი ამბები

Back to top button