კულტურა

2008–09 წლების 10 საუკეთესო ანტივირუსი

computer virus

1.Kaspersky Anti-Virus 2009
Kaspersky Anti-Virus 2009 – ერთერთი ყველაზე ცნობილი ანტივირუსი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერის კომლექსური დაცვისათვის. მასში არის მუშაობის ახალი ალგორითმი ჩადებული, რომლის საშუალებითაც Kaspersky-ს ახალ პროდუქტს შესაძლებლობა მისცა ყველა სახის ვირუსების აღმოჩენისა.

2. Symantec Norton AntiVirus 2009
კომპანია Symantec ის მიერ დამუშავებული პროგრამა Norton AntiVirus™ 2009 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანტივირუსს. ეს პროგრამა ავტომატურად ანადგურებს ვირუსებს, ებრძვის ყველა სახის მავნე პროგრამულ კოდებს და ა.შ.

3. BitDefender Antivirus 2009
BitDefender Antivirus 2009 – უზრუნველყოფს თქვენი კომპიუტერის დაცვას ვირუსებისგან, შპიონებისგან, ხაკერული შეტევებისგან და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვისაგან. ამ ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია: ინტერნეტ რესურსების, ფოსტის და შეტყობინებების სკანირება ვირუსების და შპიონური პროგრამების გასანადგურებლად, აგრეთვე დაყენებულია ახალი პროაქტიული დაცვა სრულიად ახალი ვირუსების შეტევების მოსაგერიებლად, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით.

4. Eset NOD32
Eset NOD32 Antivirus – ერთერთი საუკეთესო ანტივირუსი ჩემი აზრით და არა მარტო, რომელიც იჭერს თითქმის ყველა ვირუსს, არ მოითხოვს კომპიუტერისგან სხვა ანტივირუსებისაგან განსხვავებით დიდ რესურსებს და არ ”გრუზავს” ზედმეტად. დაგეხმარებათ თავი დაიცვათ ვირუსებისაგან როგორც ინტერნეტში მუშაობის დროს, ასევე ლოკალურ ქსელშიც.
5. Panda Antivirus 2007
ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი კომპის ნებისმიერი ტიპის ვირუსებისგან დასაცავად. უახლესი პანდა პროფესიონალი უმარტივესია ხმარებაში. უბრალოდ დააინსტალირეთ და დაივიწყეთ ვირუსები, ჯაშუშები, ჰაკერები და ა.შ.

პანდა ანტივირუსი არის უკანასკნელი გენერაცია ანტივირუსული სისტემებისა. იყიდეთ და გაყიდეთ ნებისმიერი საქონელი ინტერნეტში, მიიღეთ გამოკითხვებაში მონაწილეობა ან უბრალოდ ათვალიერეთ ნებისმიერი შინაარსის მქონდე ვებ გვერდები, რადგან პანდასთან ერთად ყველა ეს პროცესი “უაღრესად მშვიდობიანი იქნება”. :) რაც მთავარია პროგრამა ახლა ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედები.

6. Alwil Avast 4 Professional Edition
ერთ ერთი საუკეთესო Antivirus-ი აღიარებული რუსების მიერ.რაც მთავარია
საერთოდ არ გრუზავს კომიუტერს და ადვილია მოხმარებაში.ამ Antivirus-ის დაყენების შემთხვევაში ვირუსს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს შეიჭრას თქვენს კომპიუტერში…

7. Grisoft AVG 7.5 Professional
უკვე 12 წელია AVG Anti-Virus Professional Edition უზრუნველყოფს მთლიან ანტივირუსულ დაცვას პერსონალურ კომპიუტერებისათვის. გააჩნია უნიკალური კომბინაცია მეთოდებისა, რომლებიც ვირუსების აღმოსაჩენად გამოიყენება, მათ შორისაა ტრადიციული და ე.წ. ევრისტიკული ანალიზი, სკანირება ფაილის სტურუქტურისა. ეს ზემოთ ჩამოთვილი და კიდევ ბევრი რამ რაც კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა და არ ამჟღავნებენ.

8. Trend Micro
Trend Micro Internet Security – გამოვიდა პროგრამის განახლებული ვერსია, რომელშიც მოთავსებულია პროგრამების პაკეტი კომპიუტერში სხვადასხვა ვირუსებისაგან და სპამებისაგან უკეთ დასაცავად. მაშში შესულია: ანტივირუსი, ანტი-სპამი, ფაირვოლი, პირადი ფაილების დაცვა, ანტი-შპიონი, და სხვა სასარგებლო დამცავი პროგრამები. ის დაგიცავთ როგორც ინტერნეტში, ასევე გარე შემოტევებისაგან ასევე ლოკალურ ქსელშიც…

9. McAfee VirusScan
McAfee VirusScan Enterprise გახლავთ ყველა იმ პროგრამების ნაკრები ერთად, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კომპის უსაფრთხოებას და დაგიცავთ ინფორმაციის დაკარგვისაგან და ხაკერული შემოტევისაგან რომელისაც მუდმივად ვაწყდებით ინტერნეტში მუშაობისას.

10. F-secure
გამოვიდა ახალი ვერსია F-Secure Anti Virus Client Security პაკეტის. რომელიც განკუთვნილია ახალი თაობის ვირუსებთან საბრძოლველად. POP3, IMAP4, SMTP და HTTP ტრაფიკის სკანირების წყალობით, პროგრამა აგარიდებთ წერილებით გამოგზავნილ ან ინტერენეტში მყოფ ვირუსებს. პროგრამას გააჩნია მრავალი ფუნქციები და გამარტივებული ინტერფეისი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button