საკითხავისასარგებლოუცნაური

ამოუხსნელი მოვლენები

4ece7c9d6c24

მინესოტას შტატის ქალაქ ლენგბის მოქალაქემ ერთ დილას ეზოში გასვლისას თოვლში მისი გაყინული მეზობელი, 19 წლის ჯეინ ჰილარდი იპოვა. გოგონა წინა ღამეს გადმოვიდა მეზობელთან დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 25 გრადუსიანი ყინვის გამო მოძრაობა ვერ გააგრძელა და გაიყინა.
ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მოყვანისას ჯეინი მიცვალებულივით ცივი იყო. არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. მთელი ღამე თოვლში ყოფნის გამო მისი ყველა კიდური გაშეშებული იყო. ექიმებმა მისი ნათესავები გააფრთხილეს, რომ თუ სასწაული მოხდებოდა და გოგონას გონს მოიყვანდნენ, გონებრივი პრობლემები ექნებოდა და გარდა ამისა, ორივე ფეხის ამპუტაცია გახდებოდა საჭირო. მისი ოჯახის წევრები გულმხურვალედ ლოცულობდნენ და ღმერთს ჯეინის გონს მოყვანას შესთხოვდნენ. ყველას გასაკვირად, პროცედურების დაწყებიდან ორ საათში, გოგონა გონს მოვიდა და რამდენიმე საათში ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღუდგა. მას თითქოს არც ეტყობოდა, რა გადაიტანა. ფიზიკურადაც და გონებრივადაც შესანიშნავ ფორმაში იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას დარჩა ნაიარევი.

——————-

45c614f0b8e1

ეს 7 მეტრი სიმაღლისა და 6 ტონა წონის მქონე ბოძი ინდოეთის დედაქალაქ დელიში უკვე 1600 წელია დგას. საოცარი ის არის, რომ ამ ბოძის მასალის 98% რკინაა და და ამ ხნის განმავლობაში ვერც წვიმამ და ვერც მზემ ვერაფერი დააკლო – ის ისევ უჟანგავია. მეცნიერებმა სულ რამდენიმე წლის წინ ამოხსნეს ეს თავსატეხი (სვეტის შემცველობაში სხვა ნივთიერებები ზუსტად იმ დოზით იყო, რომ რკინა ამინდის მიმართ მედეგი გახადა) , მაგრამ გასაკვირია, ეს საიდუმლო საიდან იცოდნენ ინდოელმა მჭედლებმა საუკუნეების წინ.

——————-

5a49c220a33b

“მარია ცელესტას” იდუმალი გაუჩინარებიდან 50 წლის თავზე თითქმის იგივე ბედი ეწია შხუნა “Carroll A. Deering”-ს. ის 1921 წლის 31 იანვარს ჩრდილო კაროლინის სანაპიროზე შენიშნეს. როცა მაშველი გემები მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ შხუნა ცარიელი იყო და მეზღვაურები სადღაც გამქრალიყვნენ. მათ გარდა , შხუნაზე არც საკვები იყო, არც ბაგირი ან რაიმე მსგავსი. დამაკმაყოფილებელი ახსნა ამ მოვლენას დღემდე არ გააჩნია. ამბობენ რომ Carroll A. Deering რუსებმა გაძარცვეს და მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს. არის ვერსია, რომ ის მეკობრეთა მსხვერპლი გახდა. ყველაზე გავრცელებულ ვერსიად მაინც პარანორმალური მოვლენა რჩება – შხუნა ბერმუდის მიდამოებში მოგზაურობდა.

——————-

72214a85441a

“ჰატჩისონის ეფექტი” იმ შემაძრწუნებელ მოვლენებს ეწოდება, რომელიც წარმოიშვა მაშინ, როცა გამომგონებელი ჯონ ჰატჩისონი ცდილობდა ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტები გაემეორებინა. ცდების დროს ზოგიერთმა საგანმა დნობა განიცადა, იმის მიუხედავად რომ მათი ძირითადი მასალა მეტალი და ხე იყო, ზოგმა ჰაერში ლივლივი დაიწყო, ზოგი კი ზომაში შეიცვალა. ჰატჩისონი ბევრს ეცადა, მაგრამ მსგავსი რამ ვეღარასდროს გაიმეორა. ეს ექსპერიმენტები ისეთი საინტერესო იყო, რომ ნასა და პენტაგონი დაინტერესდა, თუმცა გამეორება მათაც ვერ შეძლეს.

——————-

5f79c95f6b51

ესპანეთში, ბელმეზ დე ლა მორალედაში, ერთ-ერთ სახლში 1971 წლიდან 20 წლის განმავლობაში კედლებზე და იატაკზე თითქმის ყოველდღე ჩნდებოდა სახის გამოსახულებები, მაგრამ მიახლოებისთანავე ქრებოდნენ. პარაფსიქოლოგებმა მას “ბელიზის სახეები” უწოდეს და მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს პარანორმალურ მოვლენად შეაფასეს. სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომ მიზეზი დაედგინათ და სახლის საძირკველში გვამი იპოვეს, რომელიც მაშინვე სასაფლაოზე დამარხეს. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. სახლის პატრონი დარწმუნებული იყო, რომ ამაში ადამიანის ხელი არ ერია. “ბელიზის სახეებმა” იმდროინდელი პრესის წამყვანი გვერდები დაიკავა.

——————-

67effc5e74da

2007 წელს პატაგონიაში (ჩილე) აღმოაჩინეს რომ ერთ-ერთი ტბა ამომშრალი იყო. ეს არ იყო პატარა ტბა – სიგრძეში 8 კმ იყო. ბოლოს ეს ტბა 2007 წლის მარტში ნახეს და უჩვეულო ვერაფერი შენიშნეს, ხოლო ორი თვის შემდეგ ნახეს რომ გამქრალიყო. ამასთან, მდინარე, რომელიც მასში ჩაედინებოდა, შევიწროებული იყო. გეოლოგებმა მხოლოდ ერთი ვერსიის მოფიქრება შეძლეს: ძლიერმა მიწისძვრამ ბზარები გააჩინა და წყალი მიწამ შეისრუტა. თუმცა არც მიწისძვრის კვალი იყო სადმე, არც ბზარები. ჯერჯერობით ამ მოვლენას ახსნა არ აქვს.

——————-

678946377579

ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოქვილის მოქალაქეები 1994 წლის 7 აგვისტოს უცნაური მოვლენის მოწმენი გახდნენ: ქალაქში წვიმდა, მაგრამ წყლის მაგივრად, ჟელატინის წვეთები ცვიოდა. ამის შემდეგ ქალაქში უცნაური ვირუსი გავრცელდა, რომელიც სხვადასხვა რაიონში 7 კვირიდან 3 თვემდე გაგრძელდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟელატინის წვეთები ლაბორატორიაში გააგზავნა ანალიზზე. შედეგი საოცარი იყო: ნივთიერება ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედებს შეიცავდა. ანალიზი გაკეთდა ასევე ვაშინგტონის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღმოაჩინეს ორი ტიპის ბაქტერია. მათგან ერთ-ერთი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბუდობს. თუმცა მაინც ვერ ახსნეს, საიდან წამოვიდა ჟელატინის წვიმა, ან რატომ გამოიწვია ეპიდემიის გავრცელება.

——————-

20f21a86a0ba

1994 წლის 7 მაისს ლუიზიანას შტატში, ქალაქ ჰარაჰანში ერთ თინეიჯერ ბიჭს შავი ვერტმფრენი გამოედევნა, რომელსაც იარაღი მზადყოფნაში ჰქონდა. ბიჭმა 45 წუთი ირბინა და მეტი რომ ვეღარ შეძლო, დაეცა და გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, ვერაფრით მიხვდა, ან ვერტმფრენს რა უნდოდა მისგან, ან როცა დაეწივნენ, რატომ გაუშვეს ცოცხალი. მსგავსი შემთხვევა იმავე ადგილას ერთი კვირის შემდეგ დაფიქსირდა. ვერტმფრენი ამჯერად ავტომობილს გამოედევნა და მძღოლმა აშკარად დაინახა შავი უნიფორმიანი ხალხი შიგნით. უცნაური ისაა, რომ მსგავსი აღწერილობის ვერტმფრენი ადგილობრივ სამხედრო აღჭურვილობაში არ შედის და ვერც მისი წარმომავლობა დაადგინეს.

——————-

ccaf796efc50

რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული, როცა ქვაში ცოცხალი ბაყაყი, გომბეშო და სხვა პატარა ცხოველები აღმოუჩენიათ. ყოფილა შემთხვევები, რომ მუშებს ხე გაუჭრიათ და იქ უამრავი ბაყაყი უპოვიათ, არადა ხეს ნახვრეტი არ ჰქონია, საიდანაც შესვლას მოახერხებდნენ. 1976 წელს, ტეხასის შტატში მუშებმა ბეტონის მტვრევის დროს მწვანე კუ იპოვეს. ბეტონი ერთი წლის წინ იყო ჩასხმული და საოცარია, როგორ გაძლო კუმ აქამდე უჭმელად ან უჰაეროდ. კედელზე მანამდე არც ბზარები იყო და არც ნახვრეტები.

——————-

74b637dad69d

1983 წელს დონი დეკერი მეგობრის ბინაში იმყოფებოდა, როცა უეცრად ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში ჩავარდა. ცოტა ხანში, მის ზემოთ ჭერიდან წყალმა დაიწყო წვეთა და იატაკი დაასველა. მეგობრები გარეთ გავიდნენ, მაგრამ ეზოში მზე ანათებდა, სახლში კი წვიმა არ წყდებოდა. მაშინ მათ მამულის პატრონს დაურეკეს, რომელიც ასევე განცვიფრებული დარჩა ნანახით. რამდენიმე თვის შემდეგ, დონი დეკერი რესტორანში იმყოფებოდა სხვა კამპანიაში და ისევ იგივე დაიწყო: ჭერიდან მის მაგიდაზე აწვიმდა. რესტორნის მეპატრონემ ის გარეთ გააგდო. რამდენიმე წლის შემდეგ ის ციხეში მოხვდა და საკანშიც ხშირად წვიმდა ხოლმე, რის გამოც მალე მარტო დარჩა. ციხეში მან ამ უნარის კონტროლი ისწავლა და გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო მზარეულად მუშაობა, თუმცა მისი უნარი ამოუხსნელი დარჩა.

მსგავსი ამბები

Back to top button