არქივი

ადამიანი ობობა

a8007562ea70

ამას კი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება….
მე პირადად ძალიან მიყვარს ეხლაც და ყოველთვის მხიბლავდა ეს კომიქსული ვოიაჟი…
დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს უოცნებია ქსელის გამორტყოცნაზე და დიდი ქალაქის
ლაბირინთებში ხეტიალზე… ასე რომ ცოტა რამეს მოგითხრობთ მის შესახებ

ადამიანი-ობობა (Spider-Man) — კომპანია მარველის კომიქსების სუპერგმირი. მისი პირველი შემქნელები იყვნენ სტენ ლი და სტივ დიტკო. 1962 წელს, პირველი გამოჩენისთანავე (კომიქსი გასაოცარი ფანტაზია № 15) იგი იქცა ერთ-ერთ პოპულარულ სუპერგმირად.
მის გამოჩენამდე კომიქსების პერსონაჟი მოზარდები მხოლოდ სუპერგმირების დამხმარეებად გვევლინებოდნენ. სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრებას ემსახურებოდა „ადამიანი-ობობა“, რომლის გმირიც ადამიანებს 15 წლის ასაკიდან იცავდა.
კომიქსების ყველაზე პოპულარული სერია არის “გასაოცარი ადამიანი-ობობა” — იგი დღემდე გრძელდება. წლების განმავლობაში პიტერი ხან სკოლის მოსწავლე იყო, ხან — კოლეჯის სტუდენტი, ხან — მასწავლებელი, ხან — „ახალი შურისმაძიებლების“ გუნდის წევრი.

eb84f7367e39

1962 წელს, ფანტასტიური ოთხეულისა და სხვა სუპერგმირების წარმატების შემდეგ სტენ ლიმ, რედაქტორმა და სცენარისტმა, მოიგონა ახალი გმირი. მისი თქმით, ადამიანი-ობობის იდეა დაებადა იმიტომ, რომ მოზარდებს მოსწონთ კომიქსები და მას სურდა, რომ მთავარი გმირიც მოზარდი ყოფილიყო. თავის ავტობიოგრაფიაში ლიმ ახსენა, რომ მთავარი ბიძგი მისცა ბუზმა, რომელიც კედელზე დადიოდა. სტივ დიტკოს თქმით, ისტორია უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა — „ადამიან-ობობამდე“ პარკერს „ადამიანი-ქორი“ ერქვა, მაგრამ კონკურენტ კომპანიას, DC Comics უკვე ჰყავდა ანალოგიური გმირი. შემდეგი ვარიანტი იყო „ადამიანი-ჭიანჭველა“ და „ადამიანი-ბზიკი“, მაგრამ სწორედ მაშინ, სტივ დიტკომ მოიგონა „ადამიანი-ობობა“.

ლიმ მიაკითხა მარტინ გუდმენს, კომპანიიდან „მარველი“, რათა პერსონაჟის შექმნაზე თანხმობა მიეღო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ გუდმენი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, გუდმენმა ლის პერსონაჟის გამოყენების ნება დართო და პარკერის საცდელი გამოჩენა შედგა კომიქსში Amazing Fantasy № 15.

კომერციული წარმატება

9ef29e3a6c77

ადამიან-ობობის გამოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ გუდმენი თავად დარწმუნდა, რომ ახალგაზრდობა დაინტერესებულია პერსონაჟით. სულ მალე „ადამიანი-ობობა“ იქცა „მარველის“ ყველაზე წარმატებულ გამოცემად, ხოლო მისი მთავარი პერსონაჟი — საკულტო გმირად. ერთ-ერთმა მკითხველმა ზუსტად ახსნა, თუ რატომ მოიპოვა მან ასეთი წარმატება — „მას ბევრი უბედურება ატყდება, აქვს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა. მოკლედ, ერთ-ერთი ჩვენგანია“.
1970-იან წლებში „ადამიან-ობობას“ კომიქსებმა შეცვალეს თავად კომიქსებში გაბატონებული კომიქსები — ანუ მოიხსნა აკრძალვა სხვადასხვა თემაზე, როგორიც, მაგალითად, იყო ნარკოტიკი. თუმცა, 1971 წლის სამი ნომერი დაეთმო პიტერ პარკერის მეგობარ ჰარი ოსბორნს, რომელიც ნარკოტიკებით იყო გატაცებული. ეს იყო სპეციალური შეკვეთა ნიქსონის სახელობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განათლების ცენტრიდან — კერძოდ, მათ სურდათ „ანტინარკოტიკული“ გამოცემების ხილვა.

ბიოგრაფია

4bf761e9f8bd

ორიგინალური ვერსიით, პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ნიუ-იორკელი მოზარდი იყო. იგი იზრდებოდა ბიძიასთან და ბიცოლთან. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიულმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. სულ მალე მან აღმოაჩინა, რომ რთულია, ერთმანეთს შეუთავსო პირადი და სუპერგმირის ცხოვრება. მისმა მთავარმა მტერმა, მწვანე გობლინმა შეიტყო, რომ პიტერის საყვარელია გვენ სტეისი. მან მოკლა გვენი. სულიერი ტრავმის შემდეგ პიტერი დაქორწინდა მერი ჯეინ უოტსონზე, ხოლო გამოცემაში Civil War (#2, 2006) მთელ მსოფლიოს გამოუტყდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში

შესაძლებლობები

ca78aafdeea9

დასხივებული ობობის ნაკბენის შემდეგ პარკერის სხეული და ორგანიზმი შეიცვალა, შეიძინა ზეთვისებები. ორიგინალურ ისტორიებში ადამიანი-ობობა დადის კედლებზე, ზეადამიანური ძალა აქვს, გააჩნია „მეექვსე გრძნობა“ (ობობის გრძნობა), რომელიც საშიშროების შესახებ დროულად აუწყებს. პიტერს გააჩნია წონასწორობის გრძნობა, არაჩვეულებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა. 2005 და 2006 წლის სიუჟეტებში იგი დამატებით თვისებებს იძენს — მაგალითად, ბიოლოგიური ქსელის გამოშვება მექანიკურის მაგივრად, მაგრამ 2007 წლის სტორილაინში „One More Day“ პიტერი კარგავს ბიოლოგიური ქსელის გამოშვების უნარს და უბრუნდება მექანიკურ ვებ-შუტერებს.
პიტერი მაღალი ინტელექტით დაჯილდოვებული ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ქიმიაში, ფიზიკაში და სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურად პიტერი ყველაზე განვითარებულია „მარველის“ გმირებიდან.
„მარველის“ მთლიანი ისტორიის მანძილზე ადამიანმა ობობამ რამდენჯერმე შეიცვალა კოსტიუმი. თუმცა ყველაზე მეტად ცნობილი მისი ცნობილი კოსტიუმი — წითელ-ლურჯ ფერებში, შავ-თეთრი კოსტიუმი და ტექნოლოგიურად სრულყოფილი, რომელიც დამზადებულია ტონი სტარკის მიერ შექმნილი ჯავშნისგან.

მტრები
92310ae92e74
ადამიან-ობობას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს. ყველა მათგანი ცდილობს, გზიდან მოიშოროს პიტერი, რათა ბოროტი გეგმები განახორციელოს. მისი მტრებიდან ყველაზე ცნობილებია: მწვანე გობლინი, დოქტორი რვაფეხა და ვენომი. აგრეთვე მტრებს შორის არიან: ხვლიკი, ქამელეონი, ჰობგობლინი, მონადირე კრეივენი, სკორპიონი, ქვიშის კაცი, რინო, მისტერიო, სვავი, ელექტრო, კარნაჟი, კინგპინი, შოკერი, ადამიანი-ჰიდრო და მორლანი. მათი წარმოშობა ან ევოლუცია დაკავშირებულია სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტთან და მათი უმრავლესობა ცხოველების დნმ-ის გამოყენებით შეიქმნა. დრო და დრო ისინი ერთ ჯგუფად ერთიანდებიან, რათა გაუმკლავდნენ ადამიან-ობობას.

დამატებითი გმირები

ადამიანი-ობობა, თავდაპირველი ჩანაფიქრით, იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გააჩნდა. ამიტომაც კომიქსებში აღწერილია მისი ყოველდღიური ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი და სასიყვარულო ურთიერთობები.

აი პიტერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სია:
დეიდა მეი — პიტერ პარკერის საყვარელი დეიდა, რომელთანაც პიტერი იზრდებოდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მეუღლის, ბენ პარკერის გარდაცვალების შემდეგ, იგი პიტერის თითქმის ერთადერთი ნათესავია.
1653458b4e02
გვენ სტეისი — პიტერის სკოლის მეგობარი-გოგონა, რომელსაც მწვანე გობლინ ჰკლავს.
176c56338d13
ბეტი ბრანტი — გაზეთის Daily Bugle  ჟურნალისტი გოგონა. იგი პიტერზე იყო შეყვარებული.
aeab7cb6b532

ჯ. ჯონა ჯეიმსონი — გაზეთის Daily Bugle მეპატრონე. იგი ქირაობს პარკერს, რათა ფული გადაუხადოს ადამიან-ობობის ფოტოსურათებში. თავად ჯეიმსონს მუდმივად აკრიტიკებს ადამიან-ობობას და ცდილობს, მისი თავი ბოროტად გამოაჩინოს.
d0df92caed7f
ჯოზეფ ”რობი” რობერტსონი — გაზეთის Daily Bugle რედაქტორი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჯეიმსონზე. მან პრაქტიკულად, მამობა გაუწია პიტერს.
0c63442c90d7
მერი ჯეინ უოტსონი — თავდაპირველად იგი გვენ სტეისის კონკურენტი იყო. შემდგომში ოფიციალურად გახდა პიტერის მეუღლე.
ce89014581d8
ფლეშ ტომპსონი — სკოლაში პიტერის მთავარი მტერი, რომელიც მის კარგ მეგობრად იქცა. ტვინის შერყევის გამო მას ამნეზია აქვს, რამაც ოდნავ შეცვალა მისი ფეთქებადი ხასიათი.
c398fbad2ad5
ჰარი ოსბორნი — სკოლაში პიტერის საუკეთესო მეგობარი, რომელიც შემდგომში მწვანე გობლინად იქცა.
0f378039d9f0
შავი კატა — ფელიცია ჰარდი, გამოსწორებული ქურდი, რომელიც ერთხელ შეუყვარდა ადამიან-ობობას
d214976b37f8

ესეც ასე, მემგონი გაერთეთ ცოტათი მაინც…. :) რა ძნელია თურმე იყო ადამიანი ობობა? მარტო ქსელზე სრიალი როდია? … რამოდენიმე ფოტოც თქვენ და სულ ეს იყო :) :)

5a36479a376d
957d8704b579
2b34a5031c83
8061aed253d7
b596413c7173
b938041275fd
9d4aca9f8b83

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button