საკითხავიუცნაური

სახლი… საყვრელი სახლი…

b65178b8d1cd

გადმოცემის თანახმად ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა დიოგენემ კველანაირ სახლს კასრში ცხოვრება არჩია. პეტ ბოუენმაც უარი თქვა ჩვეულებრივ სახლში ცხოვრებაზე და ბინა 682 ლიტრის მოცულობის კასრში დაიდო. მაგრამ დიოგენესგან განსხვავებით ეს კასრი 5,5 მეტრის სიმაღლის სვეტზე განათავსა. 40 დღის განმავლობაში 1986 წლის 27 მაისიდან 7 ივნისამდე ქალაქ ლანლოუს მკვიდრნი ამ უცნაური ადამიანის ცხოვრებას აკვირდებოდნენ. პეტ ბოუენს 370,00 გირვანქა-სტერლინგად შეფასებული სახლი გაჩნდა, ასე რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქალაქის მცხოვრებთათვის დღემდე გაუგებარია.
აი მელისა სანდერსის გადაწყვეტილება მე პირადად არ გამკვირვებია. საწყალი ქალი პატარა ქოხში ცხოვრობდა მოხუც დედასთან და 2 ძმასთან ერთად. ერთხელაც მას ასე ცხოვრება მობეზრდა და 3 მეტრიანი სვეტის თავზე დასახლდა. იქ მან 311 დღე გაატარა.
მაგრამ მაინც ყველაზე დიდხანს 26 წელიწადი უჩვეულო სახლში ჯიმ ბერგკერსმა გაატარა. 1970 წელს ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ჯიმი პალმაზე აცოცდა სადაც ტოტებისგან პატარა ქოხი ააშენა და იქიდან 26 წელია არ ჩამოდიოდა. სამწუხაროდ 2006 წელს ინდონეზეიის ამ სოფელს ქარიშხალი დაატყდა თავს. ჯიმი პალმიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა…

მასალა წიგნიდან  “მსოფლოს საიდუმლოებები”

მსგავსი ამბები

Back to top button