საკითხავიუცნაური

ჯადოქარი – საიდუმლო მეცნიერებისათვის

72f3eb448c63

გამოკითხვების თანახმად კველაზე მაგარი ჯადოქრები აფრიკაში ცხოვრობენ, ხოლო კენიელი ჯადოქრები კველა დანარჩენს სჯობიან.
გერმანელი ფსიქოლოგი რიხარდ ბლანკი წლების განმავლობაში მუშაობდა ჯადოქრებთან ერთად, კერძოდ კი სწავლობდა კენიელი ჯადოქრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც მისი აზრით ძალიან დაეხმარებოდა მეცნიერებას ასეთი ტიპის ადამიანების შესწავლაში.
ერთხელ, როდესაც ის აკვირდებოდა კენიელ მვაბანბეს, რომელიც ღრმა ტრანსზში იმყოფებოდა, გერმანელმა ფსიქოლოგმა და მისმა 6 კოლეგამ სუფთა გერმანულ ენაზე გაიგონა ფრაზა: ” დედამიწის მკვიდრნო ხელი არ ახლოთ უჯრედს, ატომს და კოსმოსს” შემდეგ კი 20 წუთის მანძილზე რაღაც სრულიად გაუგებარ ფრაზებს ბურტყუნებდა.
როდესაც მვაბანბე ნორმალურ მდგომარეობაში გადავიდა რიხარდმა გამოჰკითხა ფრაზის შესახებ, მაგრამ ჯადოქრს არაფერი ახსოვდა და თანაც გერმანული ენა საერთოდ არ ესმოდა. (ზოგადად მას არც კითხვა და არ წერა შეუძლია). ხოლო ატომისა და უჯრედის აგებულებაზე საერთოდ არაეფრი იცის. “მაშინ საიდან გაჩნდა ეს ფრაზა?” წერს ფრანგული ჟურნალი “პურკა პა”.

ალბათ ყველასთვის სცნობილია რომ შუასაუკუნეებში ჯადოქრებს საშინელი სიკვდილით კლავდნენ. თურმე ასეთი შემთხვევბი ოცდამეერთე საუკუნეშიც ხდება. 52 წლის მბრუსიმ, რომელიც მდინარე კონგოსთან არსებულ პატარა სოფელ ნკაის მკვიდრია სასტიკად მოკლლა საკუთარი ქმარი იმ მიზეზით რომ ის ჯადოქარი გახლდათ. ძილში მბრუსიმ მეუღლეს საძილე არტერია გადაუჭრა და განაცხადა რომ ეს ჯადოქრის მოკვლის ერთადერთი გზაა. ქალბატონი აცხადებს რომ ქმრის ჯადოქრობაში 2 წლის წინ დარწმუნდა. მბრუსი იხსენებს რომ დილით ნაიარევით გაიღვიძა რომელიც უკე 2 წელია არ უხორცდება. ქალს მეზობლებიც ეთანხმებიან და აცხადებენ რომ ასეთ ნაიარევ მხოლოდ ჯადოქარი თუ დატოვებდა…

ინფრომაციის წყაროა წიგნი: “სამყაროს საიდუმლოებანი”

მსგავსი ამბები

Back to top button