კულტურაუცნაური

ჰერაკლიონი

f78a236eae27
(ჯგუფი, რომელსაც წყლიდან ამოჰყავს ნაყოფიერების ღმერთი ჰაპი)

ჰერაკლიონი – ქალაქი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მითიურად მიაჩნად ახლა უკვე რეალობის ნაწილია.

ჰერაკლიონი 1500 წლის მანძილზე წყლის ქვეშ იყო ჩაფლული. გრანდიოზული ქალაქის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მწერლის, ჰეროდოტეს ნაწარმოებში გვხვდება. (ძვ.წ მე-5 ს) ის წერდა მშვენიერი ტროელი ელენას შესახებ, რომელმაც იმოგზაურა ჰერაკლიონში, შემდეგ კი პორტში ”დიდი სიმდიდრე” მის ტროელ შეყვარებულთან, პარისთან ერთად.

ფრანგი საზღვაო არქეოლოგი ფრენკ გოდიო გარკვეული რელიქვიების ძიების დროს დაბრკოლებას წააწყდა, მან იგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენამდე, წყალქვეშა ქალაქ ჰერაკლიონამდე მიიყვანა.

რეალურად კი ის ეძიებდა 1798 წელს მომხდარი ბრძოლის სამხედრო ხომალდებს, როცა ნაპოლეონმა ნელსონი დაამარცხა, მაგრამ საბოლოოდ ის ბრწყინვალე აღმოჩენის მომსწრე გახდა.

ba3d97ac66f9

 

აღმოჩენილ ქალაქში იყო ეგვიპტელი ნაყოფიერების ღმერთის ჰაპის, ისიდას, ამოუცნობი ეგვიპტელი ფარაონის გრანიტისგან დამზადებული უზარმაზარი ქანდაკება, ჰერაკლიონის საკურთხეველი. თითოეული მათგანი მშვენიერ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. გარდა აღნიშნული 16 ფუტის ქანდაკებებისა, აღმოჩენილია ასობით პატარა ეგვიპტელი ღმერთების ფიგურები, ათობით სარკოფაგები მუმიფიცირებული ცხოველებით, რომლებიც, როგორც ირკვევა, უზენაესი ეგვიპტელი ღმერთისთვის – ამონისთვის შეუწირავთ.

647c125aed2e
(1.9 მეტი სიგრძის სტელა. ძვ.წ 378-362 წლები)

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჰერაკლიონი ახალი წელთაღრიცხვით მე-6 – მე-7 საუკუნეებში დაეცა. ამ ქალაქის აღმოჩენა არა ერთ მეცნიერს უფრო ღრმა ცოდნას შემატებს ანტიკური სამყაროს შესახებ, რადგან გარდა ქანდაკებებისა, აღმოჩენილია უაზრმაზარი სტელები ზედ ეგვიპტური იეროგლიფებით.

880d149691f2
(წითელი გრანიტის ფიგურა პტოლემაიოსის დედოფლის)
982682c84948
(ოქროს ჭურჭელი)
1d39cec71723
(ეგვიპტის 26-ე დინასტიის ფარაონის ბრინჯაოს ქანდაკება)
3ad3901ec87a
(უძველესი ლამპარი)
0c49a30763e4
(არქეოლოგი, რომელიც ზომავს უზარმაზარი წითელი გრანიტის ქანდაკებას)
38331d116712
(ჰაპი – ნაყოფიერების და სიუხვის, ბარაქის ღმერთი)

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Back to top button