გასართობირეკორდებიუცნაური

რეკორდები სასჯელის ხანგრძლივობაში

1. პიტსბურგელ ქეით ო ვუდს(Keith O Wood) ბრალად ედებოდა 5 ქალის გაუპატიურება 2000-2001 წლებში. ის იპარებოდა სახლებში, კლავდა მსხვერპლს და შემდეგ აუპატიურებდა. იმის მიუხედავად, რომ დნმ-ის ანალიზმა მისი დანაშაული დაამტკიცა, ო ვუდი პროცესის ბოლომდე გაიძახოდა რომ უდანაშაულო იყო. სასამართლომ მას 160 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ჯორჯიის შტატშიც. 1996 წელს რაიან ბრენდსა და ჯეფრი კოლის შეიარაღებული ძარცვის გამო 265-265 წელი მისცეს.

3. ამერიკელი მისტერ შმიდტი გაასამართლეს თაღლითობის გამო. მან თანამშრომლობა შესთავაზა ასობით ინვესტორს და მოტყუებით ყველას დაცინცლა რაღაც ოდენობის თანხა. საბოლოო ჯამში, მან 65 მილიონი დოლარი მიითვისა, რომელიც რა თქმა უნდა, ფუფუნებისთვის გამოიყენა. სასამართლომ მას 330 წელი მიუსაჯა.

4. შალომ ვეისი, ამერიკელი ბიზნესმენი ნიუ-იორკის კომპანიის “National Heritage Life Insurance”-ის მმართველ საბჭოში შედიოდა. მან თავის თანამზრახველებთან ერთად მოახერხა ფირმის გაკოტრება და 450 მილიონი დოლარის მითვისება. სასამართლომ მას 845 წელი მიუსაჯა.

5. გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით გასამართლებულ ოკლაჰომის შტატის მოქალაქე დარონ ბენალფორდ ანდერსონის მიმართ სასამართლო გულუხვი აღმოჩნდა და 2200 წლით დაასაჩუქრა. საქმე იმაშია, რომ მოსამართლემ შეკრიბა სასჯელები თითოეული დანაშაულისთვის და საბოლოო ვერდიქტად ჯამური რაოდენობა დაასახელა.

6. 1969 წელს ირანში ორი ირანელი გაასამართლეს მრავალრიცხოვანი დანაშაულების გამო. აქაურმა მოსამართლემაც შეკრიბა სასჯელები და თითოეულს 7109 წელი მიუსაჯა.

7. კალიფორნიელმა ხუან კორონამ მასთან მომუშავე 25 მუშა მოკლა და მათი გვამები დაწვა. მოსამართლემ სიმბოლურად 25 სიცოცხლის ხანგრძლივობის სასჯელი გამოუტანა.

8. ფლორიდელმა ბობი ჯო ლონგმა 50 ქალი გააუპატიურა და მათგან 28 დახოცა. მას ერთი ზედმეტი X ქრომოსომა აქვს, რაც ადამიანს დანაშაულისკენ მკვეთრად მიდრეკილს ხდის. მოსამართლემ მიუსაჯა 28 სიცოცხლე + 99 წელი + სიკვდილით დასჯა ბოლოს.

9. 1981 წელს დადლი ვეინ კაიზერი დამნაშავედ ცნეს ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის გამო. თუმცა აღმოჩნდა რომ მას მოკლული ჰყავდა ასევე სიდედრი და კოლეჯის სტუდენტი გოგონა, რისთვისაც მან 10 000 წლიანი სასჯელი მიიღო.

10. და ბოლოს, რეკორდსმენია ესპანელი ფოსტალიონი პალმა დე მალორკა. მან 4000-ზე მეტი წერილი არ მიიტანა დანიშნულების ადგილზე. 1972 წლის სასამართლომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულად მიიჩნია, რომ მას 384 912 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: topcultured.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close