საკითხავისასარგებლო

მეხსიერება დაგიქვეითდათ? შეაკეთეთ!

Image Hosted by ImageShack.us

ყველა ადამიანი თავისებურია აქედან გამომდინარე, ყოველ მათგანს თავისი მეხსიერება აქვს. დამახსოვრებამუშაობაა¨ და ამ პროცესში ყველას თავისი ტაქტიკა გააჩნია. ზოგს მხედველობითი მეხსიერება აქვს, ზოგს _ სმენითი. მხედველობითი მეხსიერების მქონე პირები უფრო ხშირად ადამიანის სახეს იმახსოვრებენ, ვიდრე მის სახელს. მხედველობითი მეხსიერებისაგან განსხვავებით, სმენითი მეხსიერების შემთხვევები იშვიათია. ასეთი უნარის მქონე პირები სმენით უფრო უკეთEსად იმახსოვრებენ, ვიდრე შეხედვით. ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნებიან მუსიკოსები და მსახიობები. კარგ მოცეკვავეებს სმენითი მახსოვრობა აქვთ და ამიტომ უადვილდებათ რიტმის შეგრძნება _ მეხსიერება რომ წესრიგში გვქონდეს, უნდა მოუაროთ, ვავარჯიშოთ, თორემ მას ჟანგი ედება და ჩლუნგდება. არიან ადამიანები, რომლებიც ხანდაზმულობის ასაკშიც ჩინებულ მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძალისხმებისა და გონების ვარჯიშის მეშვეობით.

თუ გულმავიწყობა დაგჩემდათ, დამახსოვრების პროცესს გაგიადვილებთ ექიმ ჟოსელინ დე როტრუსის მიერ შემოთავაზებული ხუთი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

1 კარგად დავინახე და კარგად გავიგონე?

2. მაინტერესებს თუ არა ეს?

3. როგორია ჩემი ფიზიოლოგიური მდგომარეობა?

4. კარგად გავიგე? გაგება ძირითადი მომენტია.

5. კარგად დავამუშავე თუ არა ინფორმაცია.

მეხსიერების მტერია: ალკოჰოლი, საძილე და დამამშვიდებელი წამლები.

მსგავსი ამბები

Back to top button