კულტურა

18 იანვარი

dc2b190c677b
18 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-18 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 347 დღე (ნაკიან წელში – 348).

დღის მოვლენები

1535 : ფრანცისკო პიზარომ პერუს დედაქალაქი ლიმა დააარსა.
1778 : ჯეიმს კუკმა ჰავაის კუნძულები აღმოაჩინა და “სენდვიჩის კუნძულები” დაარქვა.
1861 : ჯორჯია კონფედერაციას უერთდება.
1871 : შეიქმნა გერმანიის იმპერია.
1871 : ვილჰელმ I ხდება გერმანიის პირველი იმპერატორი.
1896 : რენტგენის მანქანა პირველად გამოფენილ იქნა სახალხოდ.
1919 : პირველი მსოფლიო ომი : პარიზის მშვიდობის კონფერენცია გაიხსნა ვერსალში, საფრანგეთი.
1919 : ბენტლი მოტორსი დაფუძნდა.
1939 : ლუი არმსტრონგი წერს ალბომს “ჯიპერს კრიპერს” (Jeepers Creepers).
1943 : მეორე მსოფლიო ომი – სსრკ საინფორმაციო სააგენტომ ვერმახტის მიერ ლენინგრადის ალყა მოხსნილად გამოცხადა.
1943 : ვარშავის გეტოს ებრაელების პირველი აჯანყება ნაცისტების წინააღმდეგ.
1944 : მეტროპოლიტენის ოპერის სახლი ნიუ-იორკში პირველად მართავს ჯაზის კონცერტს ლუი არმსტრონგის, ბენი გუდმანის, ლაიონელ ჰემპტონის, არტი შოუს, როი ელდრიჯის და ჯეკ ტიგარდენის შესრულებით.
1945 : სსრკ წითელმა არმიამ ნაცისტებისგან ბუდაპეშტის გეტო გაანთავისუფლა.
1995 : სამხრეთ საფრანგეთში ვალონ-პონ-დარკთან აღმოჩენილ იქნა მღვიმეთა ქსელი, რომელშიც ~20.000 წლის კედლის მხატვრობა და ტვიფრები დაფიქსირდა.
2009 : რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მოსკოვში უკრაინისთვის გაზის მიწოდების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

1689 : შარლ ლუი დე მონტესკიე – ფრანგი ფილოსოფოსი
1882 : ალან ალექსანდრ მილნი – ინგლისელი მწერალი, ვინი-პუხის ავტორი
1947 : ტაკესი კიტანო – იაპონელი რეჟისორი
1955 : კოსტნერი, კევინ – ამერიკელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება] ძვ. წ. 53 : პუბლიუს კლოდიუს პულჰერი – რომაელი პოლიტიკოსი
1222 : გიორგი IV ლაშა – საქართველოს მეფე.
1862 : ტაილერი, ჯონ – აშშ-ს პრეზიდენტი.
1890 : ამადეუს I – ესპანეთის მეფე
1936 : კიპლინგი, ჯოზეფ რადიარდ – ინგლისელი მწერალი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
თეოპემპტი ნიკომიდიელი და თეონა მოგვყოფილი
სინკლიტიკია ალექსანდრიელი
ღირსი აპოლინარია
გრიგოლ აკრიტელი
ფოსტერი მეუდაბნოე და მინა მონაზონი
მიქეა წინასწარმეტყველი
რომან კარპენისელი

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button