გასართობისაკითხავისასარგებლო

თანამედროვე დიქტატორები

874b52c92bda
1. ომარ ალ-ბაშირი, სუდანის პრეზიდენტი. სათავეშია 1989 წლიდან.
ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს სასტიკად ვერ იტანს. მან თავის ქვეყანაში კოლოსალური ეთნიკური და რელიგიური წმენდა ჩაატარა. შედეგად 2 მილიონი ადამიანი გადაასახლა, 70 000 ადამიანი კი სიკვდილით დასაჯა.

d3c99356927d
2. კიმ ჯონგ II, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი. სათავეშია 1994 წლიდან.
ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეში. ქვეყანაში არ არსებობს პრესისა თუ სიტყვის თავისუფლება. აკრძალულია პორნოგრაფია. ვინც ხმა აიმაღლა, ყველა ციხეში ზის და მათი რიცხვი 250 000-ია. საჯაროდ სიკვდილით დასჯა კი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.

c3275206e539
3. ტან შვე, ბირმის პრეზიდენტი. სათავეშია 1992 წლიდან.
მისი პოლიტიკა საშინელ წნეხს ითვალისწინებს ნებისმიერი განსხვავებული აზრისა თუ ქმედების მიმართ. არსებობს დოკუმენტური კადრები, სადაც ნაჩვენებია როგორ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ სამხედროები და “სამართალდამცავები” ადგილობრივ მოქალაქეებს.

aae05fb883d6
4. ჰუ ჯინტაო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი. სათავეშია 2002 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თითქოს ლიბერალური და პროგრესული პოლიტიკა ტარდება, ჯინტაო მაინც დიქტატორადაა აღიარებული. მთავრობაზე უარყოფითი აზრის ხმამაღლა გამოთქმის გამო ათასობით ჩინელი ზის ციხეში და იძულებით ეწევა მონურ შრომას.

332895c757d1
5. პრინცი აბდულა, საუდის არაბეთი. სათავეშია 1995 წლიდან.
მის დიქტატორობაზე მარტო ის მეტყველებს, რომ არაბეთში სახელმწიფო რელიგიაა ისლამის უკიდურესად ფანატიკური და აგრესიული მიმდინარეობა – ვაჰაბიზმი. რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკური შეხედულების გამო დახოცილ ასობით არაბზე.

bc439186fe9d
6. მუამარ ალ-ქადაფი, ლიბიის პრეზიდენტი. სათავეშია 1969 წლიდან.
ეს ადამიანი საყოველთაოდ ცნობილია იმით, რომ მხარს უჭერს ტერორიზმს. ქვეყნის გარეთ ცდილობს ლიბერალი იყოს, ქვეყნის შიგნით კი საშინელი განუკითხაობა და ზეწოლაა.

b45bd4530f7a
7. პერვეზ მუშარაფი, პაკისტანის პრეზიდენტი. სათავეშია 1999 წლიდან.
1999 წლის 12 ოქტომბერს მუშარაფის მეთაურობით (იგი ამ დროს გენშტაბის უფროსი იყო) არმიამ პუტჩი მოაწყო და პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი შინაპატიმრობაში აიყვანა. მუშარაფის 30 000-მდე მებრძოლმა ქვეყნის ყველა ელექტროსადგური დაიკავა, რითაც კონტროლი დაამყარა პაკისტანის ეკონომიკაზეც. 2001 წლის 20 ივნისს მუშარაფი ოფიციალურად გახდა პაკისტანის პრეზიდენტი. ქვეყანაში არ არსებობს რეალური ოპოზიცია, რადგან ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება და პატიმრობას ითვალისწინებს.

75b85809a578
8. საფარმურატ ნიაზოვი, თურქმენეთის პრეზიდენტი 1990-2006 წლებში.
მის დროს ქვეყანაში საბჭოთა სტილის პოლიტიკა იყო. მკაცრად კონტროლდებოდა ყველა მოქალაქის ცხოვრება. პროტესტის გამომთქმელების მიმართ გამოიყენებოდა წამება, მოტაცება, მოკვლა, გადასახლება და ა.შ.

6ddbb54a90d6
9. რობერტ მუგაბე, ზიმბაბვეს პრეზიდენტი. სათავეშია 1987 წლიდან.
მისი სათავეში მოსვლისას მკვეთრად გაუარესდა ცხოვრების დონე, შეიზღუდა თავისუფლება და ცხოვრება საშიში გახდა. ოპოზიციის არსებობას კანონი კრძალავს და ხშირად სიკვდილით ისჯება, პრესის ნებისმიერი სტატია კი მკაცრ ცენზურას გადის.

de03ddf0c7d1
10. თეოდორ ობიანგ ნგუემა, ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი. სათავეშია 1979 წლიდან.
ნგუემა ერთპიროვნული მმართველია. ის და მისი ნათესავები ძალაუფლების გამოყენებით ებრძვნიან მოწინააღმდეგეებს. ჩვეულებრივი მოვლენაა სიკვდილით დასჯა, წამება და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები თავისუფალი აზრის მიმართ.

მსგავსი ამბები

Back to top button