გასართობისაკითხავი

დისნეი და მიკი

13ffdfe2d1ac
ცოტა რამ დისნეის ყველაზე ცნობილი პერსონაჟის მიკი მაუსის შესახებ..

უოლტ დისნეის კომპანია — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.
თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს უოლტ დისნეის სტუდიაში (ბერბენკი, კალიფორნია, აშშ). დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი,

მიკი მაუსი

მაიკლ “მიკი” მაუსი (Michael “Mickey” Mouse) კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟია, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის სიმბოლო გახდა. შექმნა და გაახმოვანა უოლტ დისნეიმ 1928 წელს. უოლტ დისნეის კომპანია მის დაბადების დღეს 18 ნოემბერს აღნიშნავს “თბომავალი ვილი” (Steamboat Willie) გამოსვლის დღეს. ეს სასაცილო თაგუნა მცირე ხანში უბრალო ანიმაციური პერსონაჟიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა.
დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი. 1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.
1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები – დონალდი, გუფი და პლუტო.
20b2d379904c

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button