მსოფლიოს საოცარი ადგილები
ჩვენი პლანეტა მართლაც რომ მშვენიერია. ყოველი მისი ბუნებრივი ლანდშაფტი თავისებურად აღმაფრთოვანებელი და შეუდარებელია, მაგრამ არის ადგილები დედამიწაზე, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ, ყველა დღე ვხედავთ …
გოლიათების ბილიკი (ირლანდია)
ეს საოცარი ბილიკი, რომელიც ძალიან ჰგავს გონიერი არსების ხელით შექმნილს, წარმოიქმნა 50-60 მლნ. წლის უკან ვულკანური აქტივობით.
არიზონული ტალღები (აშშ)
ეს ფანტასტიკური გაქვავებული ტალღები, წარმოიქმნა უწყვეტი ეროზიებით ქარისა და წვიმის ზემოქმედებით. ამ ტალღების ასაკი შეადგენს დაახლოებით 190 მილიონ წელს.
მშრალი ხეობა, ველი (ანტარქტიდა)
მშრალი ხეობა განლაგებულია მაკ-მერდოს დასავლეთ ყურეში . ნალექები აქ უკვე 2 მილიონი წელი არ მოსულა. ზოგიერთ დამთვალიერებელს უჩნდება ილუზია , რომ სხვა პლანეტაზე იმყოფება.
Black Rock-ის უდაბნო (აშშ)
ეს მისტიკური ადგილი მდებარეობს ნევადას შტატში.მრავალფეროვნად შეფერადებული გეიზერები, მდინარე ლაონტანის გამომშრალი კალაპოტი და პირქუში კლდეები ამ ადგილს ფანტასტიკურს ხდის.
კრისტალების გამოქვაბული, მღვიმე (მექსიკა)
Cueva de los Cristales-ი მსოფლიოში უდიდესი – 11 მეტრიანი- კრისტალია. ეს გიგანტური კრისტალი მრავალი ათასეული წელი ფორმირდებოდა , რაც განაპირობა მღვიმის უნიკალურმა მიკროკლიმატმა. ამ გამოქვაბულში მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება ფარენგეიტით 150 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამისად ადამიანს მხოლოდ 6-10 წელი შეუძლია დაჰყოს აქ.
ლაქებიანი ტბა (კანადა)
მდებარობს კანადაში, აშშ-ს საზღვარზე. საინტერესო ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში იცვლის ფერს – თეთრ, მწვანე და ყვითელ ფერებად , მშრალ პერიოდში კი მრავალრიცხოვან აუზებად ფორმირდება.
ლაქებიანი ტბა შეიცავს დიდი რაოდენობით მრავალ მინერალს, ყველაზე მეტად კი მაგნიუმის სულფატს, კალცს და ნატრიუმის სულფატს
ტასმანიის ნახევარკუნძულის მოზაიკური ტროტუარი (ავსტრალია)
ეს ბზარები,გამოხატული ქვაფენილებად, დედამიწის ქერქის ძლიერი დაჭიმვით წარმოიქმნა. მიქცევის დროს გამომშრალი ზღვის წყალი მარილის კრისტალებად ფორმირდება.
Salar de Uyuni (ბოლივია)
ეს ტბა წარმოადგენს უსასრულ ველს. მისი შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის ფენით – 2-8 მ. სისქით. წვიმების სეზონში ეს მლაშობი იფარება წყლის თხელი ფენით , რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკედ გარდაიქმნება.
კაპადოკია ( Καππαδοκία. თურქეთი)
ეს ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც ადამიანის თვალისთვის საკმაოდ უჩვეულო სანახაობაა.
თეთრი უდაბნო (ეგვიპტე)
მრავალი მილიონი წლის წინათ, აქ ოკეანის ფსკერი და თეთრი სახეობის ზღვის მიკროორგანიზმების ნარჩენები იყო. საუკუნეების განმავლობაში ქარმა და ქვიშამ ზღვის ფსკერი თითქოსდა სხვა პლანეტად გარდაქმნა.
”ქვების ტყე”იუნანის პროვინცია (ჩინეთი)
ეს გასაოცარი ”ქვის ტყე” იკავებს 400 კმ2 ადგილს. 300 მილიონი წლის წინათ ზღვამ მოულოდნელად უკუქცევა დაიწყო და მის ადგილზე უცნაური და საკვირველი კლდეები დარჩა. თავიდან მათზე წყალმა იმოქმედა, შემდეგ კი დრომ და ქარმა.
ყინულის მღვიმე Eisriesenwelt (ავსტრია)
Eisriesenwelt მღვიმე (40 კმ ზალცბურგისგან სამხრეთით) ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ყინულის მღვიმედ. მისი გვირაბები და დარბაზები გადაჭიმულია 42 კმ-ზე. გაყინული ჩანჩქერები, ნაკადულები, მდინარეები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები ფანტასტიურ სანახაობას ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ადგილას წასვლა რეკომენდირებულია მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანებისთვის- ბავშვებს და მოხუცებს თავშეკავებას ურჩევენ მოყინული და სრიალა ზედაპირის გამო.
”დრაკონის ხეები” (იემენი)
დოგონების სახლები მალში
საჰარა (ჩრ.აფრიკა)