არქივი

7 ყველაზე გასაოცარი სასახლე მსოფლიოში

174f28f9bb7e
1. Hohenzollern Castle

სასახლე აშენებული იყო მთა ჰოჰენცოლერზე, 855 მეტრ სიმაღლეზე. დაახლოებით 30 მილის სამხრეთით ქალაქ შტუტგარტიდან (გერმანია). სასახლე აშენდა XI საუკუნეში, გერმანიის ომპერატორისა და პრისიის მმართველებისათვის.1423 წელს შენობა განადგურდა, მაგრამ 1461 წელს საბოლოოდ აღდგა.

3e706d39b543
2. Castle Howard

ჰარვარდის სასახლე მდებარეობს იორკში,ჩრდილოეთ იორკშირში და ეს არის ცნობილი სასახლე მთელ ინგლისში.სასახლის მშენებლობა დაიწყო 1699 წელს და დასრულდა 1712 წელს. ის ცნობილია ლანდშაფტური ბაღებით,ისტორიული ჩანაწერებითა და თავისი გასაოცარი არქიტექტურით.სასახლე შეტანილია ინგლისის მდიდრულ სახლთა სიაში.300 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდთა საგვარეულო სასახლე.

a3ca5fc04ac9
3.Alcázar of Segovia

ალკასარი სეგოვიაში,ასევე ცნობილი როგორც სეგოვიის სასახლე. მდებარეობს სეგოვიაში(ესპანეთი) და იყო არაბების კუთვნილებაში XII საუკუნეში.შუა საუკუნეებში სასახლე იყო ძირითადი ციხესიმაგრე ესპანელი მონარქებისათვის. მისი კონსტრუქცია იქცა Walt Disney Company-ის შთაგონების წყაროდ.

82dee9f9e1be
4. Himeji Castle

მდებარეობს კანსაიში(იაპონია),ციხესიმაგრე ცნობილია თავისი თავდაცვითი კონსტრუქციით,ულამაზესი დიზაინითა და 83 დაქსელილი შენობით.თუმცა შენობა დანგრეული იყო და 1333 წლიდან ორჯერ შეკეთდა. შენობა მაინც განასახიერებს თავდაპირველ სახეს. დღეს ის ცნობილია, როგორც ყველაზე მეტად მონახულებადი სასახლე იაპონიაში და შეტანილია ,,იუნესკოს” ძეგლთა დაცვის სიაში.

cdfd0c0b93b5
5.Prague Castle

პრაღის სასახლე ცნობილია IX საუკუნის დასაწყისიდან.მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალქში.სასახლე ცნობილია გოთიკური,რომანული და ბაროკოს არქიტექტურული სტილით.ციხესიმაგრე აშენებული იყო 570 X 130 მეტრ ფართობზე და დღემდე ეს არის ერთ-ერთი საყვარელი სასახლე ტურისტებისათვის ევროპაში.

3fd5682ea8b3
6. Pele Castle

მდებარეობს რუმინეთის კარპატებში.პელე ნეორენესანსის სტილის შენობაა,რომელიც ცნობილია 1883 წლიდან. რუმინეთის მეფე კარლ I-მა იცხოვრა აქ,ის იყო მოწმე ხალხის გაოცებისა,რომლებიც ეწვივნენ ამ სასახლეს. როგორც ცნობილია ,ეს შენობა აშენებული იქნა ბევრი იტალიელი, პოლონელი, თურქი, გერმანელი, ბერძენი, ჩეხი, ფრანგი და რუმინელი მუშის მიერ.

8b4baa4874f4
7.Chambord Castle

და ჩვენი ბოლო ყველაზე გასაოცარი სასახლე არის შარბორის სასახლე.ეს უკანასკნელი გამოიყენებოდა მეფე ფრანცის I-ის მიერ სამონადირეო სახლად.ეს სასახლე აშენებული იყო თავისი დიასახლისის – კლოდ როჰანის სასახლის გვერდით.სასახლე 440 ოთახით, 84 შიდა კიბით, 365 ბუხრით ცნობილია,როგორც ყველაზე დიდი სასახლე Loire Valley-ში.

პ.ს ინგლისურიდან ვთარგმნე და თუ რამე არასწორადაა ბოდიში :D

მსგავსი ამბები

Back to top button