ძაღლების თავშესაფარი
თამაზ ელიზბარაშვილი არის ისეთი ადამიანი, როგორიც დღეს ძალიან ცოტა დარჩა.
მან საკუთარ კარ-მიდამოზე, საკუთარი სახსრებითა და სრულიად უანგაროდ გააკეთა ძაღლების თავშესაფარი –
აქ ყავთ როგორც უპატრონო, ველური, ქუჩის ძაღლები, ასევე პატრონების მიერ გაგდებული, მიტოვებული ან სულაც, სასიკვდილოდ განწირული ძაღლებიც.
წარმოიდგინეთ ორფეხა პირუტყვი, რომელიც ძაღლს სახლიდან მხოლოდ იმ მიზეზით გააგდებს (ან სულაც, მოსაკლავად გაატანს იმ საშინელ მანქანას), რომ ძაღლი:
1. ”ძალიან ბევრს ჭამს”
2. ”ისეთი საყვარელი აღარაა, როგორც ლეკვობაში”
3. ”ჩხუბი წააგო და დიდი თავნის ჩატანა მომიწია”
აქ ყველა ძაღლს თავისი სევდიანი ისტორია აქვს… ზოგი ბრმაა, ზოგიც ყრუ, ზოგი ისეთი ველურია, რომ საჭმლის შეტანას მხოლოდ ფარით შეიარაღებული ადამიანი თუ მოახერხებს…
ზოგი ძალიან კეთილია და მანქანაში გიხტება ტალახიანი ფეხებით :)
წყარო: http://www.doghome.ge/