გაგრძელება :)
პირველი ნაწილი იხილეთ აქ
1.
ერთი შეხედვით, ნებისმიერი იფიქრებს, რომ ეს ორი სურათის ნაზავია. რეალურად კი ეს არის გიგანტური ხომალდი Pasha Bulker, რომელიც 2007 წელს ღამით საშინელ შტორმში მოყვა და დილას ნაპირზე გამოვიდა. გუნდმა მოახერხა და დიდი ეკოლოგიური კატასტროფა აიცილა თავიდან: ხომალდზე 800 ტონამდე საწვავი იყო.
2.
თითქოს ფილმის სპეც-ეფექტებისთვის გაკეთებულს გავს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, National Geographic ტყუოდეს. მათი განცხადებით, ეს იყო 1200 მეტრი სიმაღლის ქარბორბალა, რომელიც კანზასის შტატში დააფიქსირეს. ფოტო გადაიღო მძღოლმა ჯიმ რიდმა.
3.
ფიტული არ გეგონოთ, ეს დათვი რეალურია. ანდერსონების ოჯახში ის ბელობის პერიოდიდან იზრდება და საკმაოდ მშვიდი ხასიათი აქვს.
4.
საოცრად მიაგავს მაკიაჟით მოთხუპნულ ქალბატონს. ეს არსება ვარდისფერტუჩიანი ღამურა-თევზია და კოსტა-რიკის მიდამოებში ბინადრობს ღრმა წყლებში.
5.
“სიგმას” ფირმის ეს უზარმაზარი აპარატი 29 000 დოლარზე მეტი ღირს და ფოტოს გადაღებას მეზობელი რაიონიდანაც მოახერხებთ :D
6.
კრიზისის მიუხედავად, იაპონელებმა ტოკიოში ააგეს მულტფილმის გმირი რობოტის, გუნდამის უზარმაზარი, 18 მეტრი სიმაღლის ქანდაკება.
7.
ეს ძაღლები ფილიპინებში ცხოვრობენ და მათ დაბადებიდანვე ორი ფეხი აქვთ. მათ დაამტკიცეს, რომ ძაღლებს სიცოცხლე ასეთი ფორმითაც შეუძლიათ.
8.
შეიძლება ვინმე იფიქროს, რომ ეს უცხოპლანეტელების ხომალდის მორიგი ფარსი ფოტოა, მაგრამ ეს უბრალოდ “ლინზისებრი ღრუბელია”. არც ისე ხშირი მოვლენაა, მაგრამ ყველა კონტინენტზე ფიქსირდება. ეს ფოტო კი დამასკოში, სირიაშია გადაღებული.
9.
ამ ფენომენს “ცეცხლის გორგალს”, “ეშმაკის ცეცხლს” და “ცეცხლის ტორნადოს” უწოდებენ. ჰაერის მასების განსაკუთრებული მოძრაობის გამო ჩვეულებრივი ცეცხლი სიმაღლეში იწევს და ვერტიკალურ ფორმას იღებს. სიმაღლე 10-დან 50 მეტრამდე ადის. სულ რამდენიმე ფოტოა, რომელიც ამ მოვლენას აფიქსირებს.
10.
ისე გამოიყურება, თითქოს შენობებს კლდის ნატეხი დაეცა. მაგრამ სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ:
ეს უბრალოდ მორიგი კლდეში ნაშენები სახლებია. :)
11.
ეს საშობაოდ მორთული ნაძვის ხეა მაროკოში, რომელიც ფოტოგრაფმა გადაიღო. თხები ნამდვილია :D
12.
ეს ფოტო flickr.com-ზე გამოჩნდა და მაშინვე შერაცხეს მსოფლიოს უსაშინლეს შუქნიშნად. ის ინგლისში , ერთ-ერთ ქუჩაზეა.
13.
Daily Mail-ის ცნობით, ეს ყველაზე პატარა სამხრეთ აფრიკულ ხვლიკია, რომელიც სულ 5 მილიმეტრია სიგრძეში.
14.
ვერტიკალური ღრუბლები, რომელიც ხშირად უცხოპლანეტელები ჰგონიათ.
15.
შენობა სალვადორ დალის სტილში, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დნება. ეს ფრანგების ნახელავია და პარიზში მდებარეობს.
16.
ეს ქუჩის დამპროექტებელი იოჰან ლობერია, რომელიც ლევიტაციის იმიტირებას ახდენს. რეალურად კი მიხი ერთ-ერთი ხელი ყალბია
და მას მოწყობილობა იჭერს. :)
17.
მისი საიდუმლო იმაშია, რომ წყალში მილია გაყვანილი, რაც ამ ონკანს ჰაერში აჩერებს. ასეთი კოსტრუქცია არის კადიზში (ესპანეთი) და ციურიხში.
18.
ეს წარწერა(Translate Server Error) ოლიმპიური თამაშები დროს გაჩნდა ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში ტექნიკური გაუმართაობისას.
19.
ამ არსებას “ქოქოსის კიბორჩხალა” ქვია და თავის მსგავს არსებებს შორის ყველაზე დიდია.
20.
ედი მერფის ეს გამოსახულება სპეციალურად ფილმ “Meet Dave”-სთვის გააკეთეს :)