არქივი

ქათმის კვერცხის ნაჭუჭი სასარგებლოა

Image Hosted by ImageShack.us

უნგრელი მეცნიერების გამოკვლევით დადგინდა, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90% კალციუმის კარბონატს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს. ამასთანავე იგი შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ მიკროელემენტებს _ ფტორს, რკინას, მოლიბდენს, ფოსფორს და .. სულ 27 მიკროელემენტს.

კალციუმის ნაკლებობა, განსაკუთრებით ძვლებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რაც იწვევს რაქიტს, კბილების არასწორ ზრდას, მათ დაავადებას, ხერხემლის გამრუდებას ბავშვებში, ასაკოვან ადამიანებში ძვლების მსხვრევას. ხშირად გაცივებისადმი მიდრეკილებას, სისხლნაკლებობას, ალერგიას. კალციუმის უკმარისობა განსაკუთრებით ორსულობის დროს იჩენს თავს. რამდენმა ქალმადაკარგა¨ კბილები ორსულობის პერიოდში.

საკვებში კვერცხის ნაჭუჭის (დაფქული) დამატებამ კარგი შედეგი აჩვენა და ამასთან არანაირი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა, მათ შორის ბაქტერიული დასნებოვნების. იმავეს ვერ ვიტყვით იხვის კვერცხის ნაჭუჭზე, რომელიც ხშირად ინფიცირებულია და სამკურნალოდ გამოუსადეგარი.

ქათმის კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისათვის 1 წლის ასაკიდან დაწყებული. მათ ორგანიზმში ინტენსიურად მიმდინარეობს ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბების პროცესი, რისთვისაც აუცილებელია კალციუმით შევსება.

ბავშვობის ასაკში ნაჭუჭის დამატება კარგად მოქმედებს რაქიტისა და ანემიის წინააღმდეგ.

ბავშვებშიც და მოზარდებშიც კვერცხის ნაჭუჭის მიღება დადებითად მოქმედებს ფრჩხილებისა და თმების მტვრევადობის წინააღმდეგ, ღრძილებიდან სისხლდენის, შეკრულობის, უძილობის, გაღიზიანების დროს.

განსაკუთრებით სასარგებლოა მისი გამოყენება 1-დან 6 წლის ბავშვებისათვის.

მიზანშეწონილია კვერცხის ნაჭუჭის მიღება ყმაწვილობის ასაკში 19-20 წლამდე.

პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ორჯერ კვერცხის ნაჭუჭით მკურნალობა უნდა ჩაიტარონ მოზრდილებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ხერხემლის დაავადებები, კარიესი.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენების მეთოდიკა მარტივია: კვერცხი წინასწარ გარეცხეთ თბილ წყალში საპნით, კარგად გაავლეთ და გაამშრალეთ. თუ პატარა ბავშვებისათვის უნდა გამოიყენოთ, მაშინ 5 წუთით ჩადეთ მდუღარე წყალში. ასეთი ნაჭუჭი ნაკლებ აქტიურია, მაგრამ უშიშრად შეიძლება მისცეთ ბავშვებს 1,5-დან 3 გრმდე, ყოველდღიურად. დაქუცმაცება შეიძლება სანაყში. ყავის საფქვავით დაფქვის შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი მცირდება. მიიღეთ დილით ხაჭოსთან ან ფაფასთან ერთად.

მსგავსი ამბები

Back to top button