უცნაური

ჰარაკირი – უცნაური ტრადიცია

იაპონიაში რიტუალურ თვითმკვლელობას მუცლის გაფატვრას – ჰარაკირი ეწოდება. ”ჰარა” სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცელს, გადატანითი მნიშვენლობით კი აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, დაფარულ აზრებს – ყოველივე იმას რაც დასავლეთში უკავშირდება ”გულს”.

იგი განმტკიცდა ჰეიანის ეპოქაში (VII – XII სს) თავიდან მას მხოლოდ სამურაები ახორციელებდნენ. სიტყვა ჰარაკირის უცხოელები ირონიის ელფერით ხმარობენ, თვითონ იაპონელები კი უფრო სიტყვებს – ”სეპუკუს” და ”კაპუკუს” იყენებენ. სეპუკუ პირდაპირ აღნიშნავს მუცლის გაფატვრას. თუ სეპუკუ ინიშნებოდა , როგორც სასჯელი, მაშინ ამბობდნენ, რომ დამნაშავემ შეიგნო დანაშაული. ეს გამოიხატება სიტყვებით ”ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუტარი ხელით ვისჯი თავს”. ხანდახან უდანაშაულო ადამიანიც აკეთებდა სეპუკუს, რაც ნიშნავდა: ”უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ჩემი სული, რათა თვითონ განმსაჯოთ”. მუცლით გაფატვრით გამოწვეული ტკივილი მეტად ძნელი ასატანია; სამურაის თვალში ბრძოლაში დაცემა და ჰარაკირით სიკვდილი ერთნაირი გმირობა იყო.

ჰარაკირის პროცედურა მდიდრულად ტარდებოდა. ბატონის ეზოში, მზის ჩასვლის შემდეგ. აქტის ადგილზე ყრიდნენ ხრეშს, ზემოდან ჭილოფს , მასზე თეთრ ტილოს აფარებდნენ და თხელ კიმონოში ჩაცმული მსჯავრდებული მასზე ჯდებოდა იაპონურ პოზაში. თვითონ ჰარაკირის აქტი სხვადასხვა ხერხებით ხორციელდებოდა. აი ერთი მათგანი: ხანჯალს მარჯვენა ხელით იღებდნენ, ირჭობდნენ მარცხენა ფერდში და ჰორიზონტალურად ატარებდნენ ჭიპის ქვემოთ მარჯვენა ფერდამდე; შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდნენ ჰორიზონტალურ კვეთამდე; თუ არ კვდებოდნენ, მაშინ ხანჯალს ყელში დაისვამდნენ.

ჰარაკირი , როგორც თვითმკვლელობის აქტი, დროთა განმავლობაში გადაშენდა იაპონიაში, მაგრამ ამ სისხლიანი პროცედურის სულიერმა საფუძველმა ერის ფსიქოლოგიაში ღრმა კვალი დატოვა.

პოსტი მოამზადა iaponia.wordpress.com-მა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button