არქივი

ახალი წელი, ახალი ცხოვრებით და სიგარეტის გარეშე.

2f9892f98ef7

ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ანტი-თამბაქოს ინგლისურმა ორგანიზაციამ ჩაატარა ავტორებისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მოკლედ, კვლევას უნდა დაედგინა, რა რაოდენობის კვამლს და ნივთიერებებს შეიცავს 400 ღერი სიგარეტი, რომელსაც მომხმარებელი საშუალოდ ერთ თვეში ეწევა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 2 საათში თამბაქოს ბოლმა სუფთა წყალი შავ სითხედ აქცია. (!) :vaime:

იმისთვის, რომ მწეველმა კარგად იცოდეს, რა ჩადის მის ფილტვებში კვლევის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა სითხე გადაადუღეს და მკვრივი ქიმიური მასა მიიღეს. დადგინდა, რომ თამბაქოს კვამლი ოთხიათასზე მეტ ნივთიერებასა და აირს შეიცავს. 60 პროცენტზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის კარცენოგენს წარმოადგენს. მათ შორისაა: ნიკოტინი, დარიშხანი, ბენზოლი და კარბონის მონოქსიდი. ყველა ეს მინარევი ფილტვის კიბოს იწვევს. ამ დაავადების 90 პროცენტი კი, სწორედ მწეველებს ემართებათ. (მწეველებსო, მწეველებს..!!!!) :(

499da30d8ddb

სიგარეტის მოწევის შედეგად, განვითარებული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 500 ათასი ადამიანი იღუპება. თამბაქოს მოხმარების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. სტატისტიკური მონაცემებით, მოზრდილებში 40 პროცენტი ბავშვებში კი, 20 პროცენტი ეწევა. ჯანდაცვის სამინისტრო ანტითამბაქო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს. უკვე მზადაა სპეციალური სარეკლამო რგოლები და მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის ნომერიც სიგარეტის ყველა კოლოფზეა მითითებული. (ვინ კითხულობს, თორემ კაი შენ.. :P )

ახალი წელი ახალი ცხოვრებით და სიგარეტის გარეშე – სპეციალისტები ამბობენ, რომ თამბაქოსთვის თავის დანებების ყველაზე კარგ პერიოდად სწორედ წინასაახალწო დღეები ითვლება. მთავარია მწეველმა ზუსტად გააცნობიეროს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

2cf419ddb84a

ვოტ ტაკ..!! :yes:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button