არქივი

სუნამო ჯექსონის არომატით …

c25f9855cf3d

სუნამოს სახით სამყაროს ჯექსონის არომატი შეემატა. ; )) ამერიკული სუნამოს კომპანიამ „My DNA Fragrance“ პოპის მეფის თმის ღერიდან აღებული დნმ-ის საშუალებით მასზე დაფუძნებული სუნამო „MJ“ შექმნა. ესთი რამ პირველი შემთხვევა არ არის, პარფიუმერულ მაღაზიებში დიდი ხანია შესაძლებელია ელვის პრესლის, მერლინ მენსონის და ნაპოლეონ ბონაპარტეს „გენეტიკური“ არომატის შეძენა.

d5efc036b89c

„ჩვენ, მაიკლ ჯექსონის გენეტიკური კოდის საშუალებით, მისი საფირმო სუნამო შევქმენით. თუ გახდებით „MJ“–ის მომხმარებელი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს ჯექსონის უნიკალური სურნელია…. ეს ძლიერი არომატი სასარგებლოა კანისთვის – იგი ალოეს წვენზეა დამზადებული და არ შეიცავს სპირტს“ – განაცხადა „My DNA Fragrance“-ის დირექტორმა.
მოკლედ კომპანიას ამ სუნამოს გაყიდვა ნამდვილად არ გაუჭირდება. მაიკლი ხომ მილიონობით ადამიანს უყვარდა.. :) ამ სუნამოს შესაძენად კი ფულს ნამდვილად არ დაიშურებენ. ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button