არქივი

СВД – ლეგენდა სნაიპერებისთვის

567382368879

წარმოგიდგენთ საბჭოთა სნაიპერულ შაშხანა СВД-ს.

ყველაზე მოულოდნელი, რასაც ახლა მკითხველი წაიკითხავს ის არის, რომ ლეგენდარული СВД (снаиперская винтовка Драгунова) თურმე სულაც არ ყოფილა ტრადიციული სნაიპერული იარაღი. თავის დროზე, გასული საუკუნეების 50-იან წლების ბოლოს საბჭოთა არმიის გენშტაბის მთავარმა საარტილერიო-სარაკეტო სამმართველომ კონკურსი გამოაცხადა ისეთი შაშხანის შექმნაზე, რომელიც მოტომსროლელი დანაყოფის ეფექტიანი ცეცხლის მანძილს 600 მ-მდე გაზრდიდა. ის, რომ მომავალი СВД ახლო ბრძოლისთვის იყო გათვლილი სხვა რამეც მიუთიტებს – СВД-ს ხიშტ-დანა უყენდება, რაც დასავლური ,,წმინდა სისხლის” სნაიპერულ შაშხანებზე წარმოუდგენელია.
ასე იყო თუ ისე, 1962 წელს საბჭოთა არმიამ СВД შეიარარებაში მიიღო, რის შემდეგაც ის ერთადერთ საშტატო ოპტიკურ-სამიზნიან ცეცხლსასროლ იარაღად იქცა, რომელიც ,,კალაშნიკოვისგან” განსხვავებით 400-500 მ-ის დისტანციაზე ბევრად უფრო ზუსტად ისროდა.

34e650b85c92

ვინც СВД-დან სროლას აპირებს, პირველ რიგში მისი ოპტიკური სამიზნე ПСО-1 უნდა გაასწოროს იმ მანძილზე, რაც სამიზნემდეა. მსროლელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს გვერდითი ქარის სიჩქარეც. სხვატა შორის ПСО-1, რომელიც 4,3-ჯერ ადიდებს მიზანს, საშუალებას იძლევა ლაზერული მანძილმზომის გარეშეც გაარკვიოს რას სიშორეზეა მიზანი. ამისთვის სამიზნეში ჩახატულია სპეციალური ბადე, რომლის მიხედვიტაც ადამიანის სილუეტზე გათვლით იგებს სამიზნემდე მანძილს და ასევე ქარის ძალას.

2ef82eccb1b4

როდესაც ოპტიკური სამიზნის გამოყენებით ისვრი, სჯობს , კონდახს სპეციალური სამაგრი ჰქონდეს ლოყის დასაფიქსირებლად. ღია სამიზნე მოწყობილობის (მექანიკური სამიზნის) გამოყენების შემტხვევაში კი სამაგრი აუცილებელი არ არის.
ღამით სროლისას СВД-ზე ПСО-1-ის ნაცვლად ღამის სამიზნე НСПУ ან მისი მოდიფიკაციები მაგრდება. სამწუხაროდ, 1992 წელს ჩვენს სამშობლოს ისე უჭირდა, რომ ქართველ ჯარისკაცებს საშინელ, წარმოუდგენელ პირობებში უწევდათ ქვეყნის დაცვა. ქართველი სნაიპერები ღამის ხედვის მოწყობილობის უქონლობის გამო СВД-სთან ერთად რამდენიმეკილოგრამიან აკუმოლატორის ბატარეებს დაათრევდნენ.
СВД-დან სპეციალური სნაიპერული ტყვიებით ისვრიან, თუმცა სროლა ჩვეულებრივი, ტრასირებადი და ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვიებითაც შეიძლება. ისე კი, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ამგვარი ტყვიების სროლა რეკომენდირებული არ არის, რადგან ისინი ლულაში გასვლისას ქიმიურად აგრესიულ აირებს გამოყოფენ და ლულას აფუჭებენ.

51e30672f600

სპეციალისტები გვირჩევენ თუნდაც ერთი გასროლის შემდეგ СВД გაუწყლოებული ნავთით გაიწმინდოს. დაუშვებელია შაშხანის რკინის შამპოლით გაწმენდა ალჩამქრობის მხრიდან (ლულის გამოსასვლელიდან), ეს შლის ხრახნს და შაშხანა სიბურჯღლეს კარგავს.
გაგაცნობთ ამ იარაღის ტექნიკურ მხარეს:
დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა – СВД-ს ავტომატიკა დენთის აირების ლულის არხიდან გამოსვლის ხარჯზე მუშაობს. შაშხანიდან მხოლოდ სათითაოდ შეიძლება გასროლა. მისი მასა ვაზნებისა და ოპტიკური სამიზნის გარეშე 4,2 კგ-ია, სიგრძე 122სმ; ლულის სიგრძე 62 სმ-ს აღწევს; სავაზნე კოლოფში 7,62X54მმ კალიბრის 10 ვაზნა ჩადის; ტყვიის საწყისი სიჩქარეა 830მ/წმ; ეფექტიანი ცეცხლის მანძილი 400-600 მ-ია; ოპტიკური სამიზნით 1,3 კმ-მდე შეიძლება ზუსტი დამიზნება, ხოლო ღამის ხედვის ხელსაწყოთი კი მხოლოდ 300 მ-მდე.
4a46a392a4d5

საზოგადოდ, ნებისმიერი სნაიპერული შაშხანა რაღაცით ვიოლინოს ჰგავს. ისიც ზუსტი ხელსაწყოა და უკეტესია თუ ერთი მომხმარებელი ეყოლება.
ქართულ არმიაში СВД მთავარ სნაიპერულ იარაღად დრესაც რჩება.
თბილისის იარაღის მაღაზიებში მისი სამოქალაქო ვარიანტი, სამონადირო ,,ტიგრი” დაახლოებით 3200 ლარი ღირს.
მართალია СВД კარგი სნაიპერული იარაღია, მაგრამ დღესდღეობით გამოსულია გაცილებით უფრო თანამედროვე, მძლავრი და შორსმსროლელი სნაიპერული შაშხანები. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ ქართველ სნაიპერებს სახელმწიფო ახალი ტიპის სნაიპერული შაშხანებით შეაიარარებს. ქართველ სნაიპერებს კი ვუსურვებ მალე დაენახოთ თავიანთ ოპტიკურ სამიზნეში მედვედევი, პუტინი, ბაღაფში, კოკოითი და სხვა ,,კეთილი” ბიძიები ;)

0c796a15de0d

წყარო: ჟურნალი ,,არსენალი”

General_Luka

I like girls, weapons, military vehicles and devices, army lifestyle, extremely dangerous situations....... and again girls girls and girls!!! :)))

მსგავსი ამბები

Back to top button