საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური ტრადიციები

1. საკუთარი თავის მუმიფიცირება

სოკუშინბუცუ – ასე ერქვათ ბუდისტ ბერებს და სასულიერო პირებს, რომლებიც მუმიფიცირებას იკეთებდნენ. ეს ტრადიცია გავრცელებული იყო იამაგატას პრეფექტურაში და 24 ასეთი გვამია აღმოჩენილი.
სამი წლის განმავლობაში ეს ბერები მხოლოდ თხილსა და მარცვლეულს ჭამდნენ, რათა სხეულში ცხიმის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანათ. შემდეგ კიდევ სამი წელი იკვებებოდნენ მხოლოდ ხის ქერქითა და ფესვებით. ამის სემდეგ სვამდნენ მომწამლავ ჩაის, რომელიც ურუშის ხის წვენისგან იყო დამზადებული. ეს იწვევდა გულისრევას და სხეულში სითხის შემცირებას. და რაც მთავარია, ამ პროცედურებისას კვდებოდა ყველა ბაქტერია თუ მატლი, რომელიც გვამის ლპობას იწვევს სიკვდილის შემდეგ. საბოლოოდ, ბერი იკეტებოდა ქვის აკლდამაში, სადაც ლოტოსის პოზაში იყო გაუნძრევლად. გარემოსთან კავშირი ჰქონდა აკლდამაში გაკეთებული პატარა ხვრელითა და ჩამოკიდებული ზარით. ყოველ დღეს ბერი რეკავდა ზარს იმის აღანიშნავად, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როცა ზარის რეკვა შეწყდებოდა, სხვა ბერები აკლდამას ლუქავდნენ.

2. სატი

სატი ეს არის უძველესი ტრადიცია ინდუიზმში, რომელიც ახლა ინდოეთში კრიმინალად ითვლება. როდესაც ქმარი ცოლზე ადრე გარდაიცვლებოდა და მის გვამს კრემაციას უკეთებდნენ, ქვრივი ვალდებული იყო, თვითონაც ჩამხტარიყო ცეცხლში და თავი დაეწვა. მათი რწმენით, ასე მისი სული ქმართან ერთად იქნებოდა სამუდამოდ.

3. საჭურისები

ჩინეთში მამაკაცებს ან დასჯის მიზნით ასაჭურისებდნენ, ან სამუშაოს სპეციფიკურობის გამო – მათ ძირითადად ხარჭების მეთვალყურეებად ნიშნავდნენ. მინგის დინასტიის დასასრულს, სამეფო კარზე 70 000-მდე საჭურისი მსახურობდა. მათ ასაჭურისებდნენ მანამდე, სანამ მომწიფების ასაკი დაუდგებოდათ. საჭურისებს აღარ ჰქონდათ სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, არ ამოსდიოდათ სხეულზე თმა, ხმა უნაზდებოდათ. 1912 წელს ჩინეთში ჯერ კიდევ იყო 470 საჭურისი.

4. დათვის მოკვლის რიტუალი

აინუს ტომი, რომელიც იაპონიის ტერიტორიაზე ბინადრობს, ანიმიზმის მიმდევარია, ანუ სწამთ რომ სამყაროში ყველაფერს სული აქვს. მათ აქვთ უცნაური ტრადიცია, რომლის დროსაც იჭერენ დათვს და კლავენ იმ მიზნით, რომ მისი სული ავიდეს ზეცაში. მათ სწამთ, რომ დათვები – ესენი ადამიანთა შორის მოსიარულე ღმერთები არიან. შესაბამისად, მოკვლისას მათი ღვთაებრივი სული თავისუფლდება და მადლობის ნიშნად ადამიანებს დალოცავს. ტრადიცია ითვალისწინებს, რომ მხოლოდ გამოზამთრებული, გამოქვაბულში მცხოვრები დედა დათვი უნდა მოკლან. მის ბელებს კი ორი წელი ტყვეობაში ამყოფებენ , შემდეგ ან ახრჩობენ, ან შუბით კლავენ. აინუს ტომელები ამ ტრადიციის დროს დათვის სისხლს სვამენ და მის უმ ხორცს ჭამენ. იმის მიუხედავად რომ იაპონიაში ეს ბარბაროსული ტრადიცია კანონითაა აკრძალული, დღემდე ტარდება.

5. მკვდართან ცხოვრება

ტორაიანის ტომს (ინდონეზია) აქვს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ისინი გარდაცვლილის სხეულს რამდენიმე თვე სახლში ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სული სხეულთან რჩება დამარხვამდე. მათი დაკრძალვა გარკვეულ რიტუალებსაც მოიცავს, რასაც თანხა სჭირდება. ამიტომ სანამ ცხედარი სახლშია, ემზადებიან რიტუალებისთვის. საბოლოოდ, გვამს სვამენ ადამიანის ფორმის კუბოში და გამოქვებულში სახით გარეთ ათავსებენ.

6. შეფურთხება

კენიასა და ტანზანიაში მცხოვრებ მასაის ტომს უცნაური ტრადიცია აქვს: ისინი შეხვედრისას ერთმანეთს პატივისცემის ნიშნად სახეში აფურთხებენ. უფრო მეტიც, როცა ბავშვი იბადება, მამა მას აფურთხებს და ამბობს რომ ცუდი ბავშვია (მასაის ტომს სწამს რომ თუ შეაქებენ, ბავშვი დაიწყევლება და მისი ცხოვრება ცუდად წავა). როცა უმცროსები უფროსებს ხვდებიან, ხელზე იფურთხებენ. მასაის ტომი ასევე ცნობილია ყურის ბიბილოების დაგრძელებით.

7. მკვდრების გამოკვება

გათხრებმა დაადასტურა, რომ რომის იმპერიაში არსებობდა ტრადიცია, რომელიც შემდეგ დავიწყებას მიეცა: რომაელები გარდაცვლილებთან ერთად მიირთმევდნენ საჭმელს და ზოგჯერ მათაც კვებავდნენ. ბევრ სამარხში იპოვეს სპეციალური მილები, რომლითაც თაფლი, ღვინო და ა.შ. ცხედრის პირში იღვრებოდა. მსგავსი სამარხები ინგლისშიც აღმოაჩინეს.

8. ფერფლის ჭამა

იანომამოს ტომი ბრაზილიასა და ვენესუელაში ცხოვრობს. მათ მიაჩნიათ, რომ გვამისგან არაფერი არ უნდა დარჩეს, ამიტომ ისინი კრემაციას უტარებენ და მთელ სხეულს ანახშირებენ, მათ შორის ძვლებსაც და ფერფლში ურევენ. შემდეგ კი ამ ნაზავს ოჯახის წევრები მიირთმევენ. მათ სწამთ, რომ დაღუპვის მიზეზი არის შამანის ან ტომის რომელიმე წევრის მიერ მასთან ეშმაკის მიგზავნა.

9. დაკიდული კუბოები

ფილიპინებში, საგადას კუნძულზე შეხვდებით კლდეზე დაკიდულ კირქვის კუბოებს, სადაც მიცვალებულები განისვენებენ. ამ ტრადიციას მიმართავდა ასევე ბოს ხალხი ჩინეთში, ოღონდ ისინი ხის კუბოებს აკეთებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ წინაპართა საფლავები გამოსაჩენ ადგილას უნდა ყოფილიყო.

10. დაკაცების რიტუალი

ამაზონის ხეობაში მცხოვრებ სატერ-მავის ტომელ ბიჭებს აუცილებელი რიტუალი აქვთ გასავლელი: მომწიფების ასაკში მათ ხელი უნდა ჩაყონ სპეციალურ დიდ ხელთათმანებში, რომლებიც სავსეა ასეულობით ამაზონის ჭიანჭველებით. საქმე იმაშია, რომ ამაზონის ჭიანჭველები გიგანტური ზომის (3-4 სმ) მწერები არიან, რომელთა შხამიანი ნაკბენი ზოგჯერ ტყვიაზე უფრო მტკივნეულია. ვისაც უნდა, რომ კაცად ჩათვალონ, 10 წუთი უნდა გააჩეროს ხელი და არ გამოიღოს. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მათი ხმა ამ დროს მთელ ჯუნგლებში ისმის. და ეს რიტუალი არაა ერთჯერადი: 7 თვის მანძილზე ამას ოცჯერ იმეორებენ.

11. ბავშვის სროლა

ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში და რამდენიმე მაჰმადიანურ ქვეყანაში რამდენიმე თვის ბავშვს 15 მეტრი სიმაღლის კოშკიდან ისვრიან და დაბლა გაშლილ ზეწარზე აგდებენ. მათ სწამთ, რომ ასეთი ბავშვი უფრო ღონიერი, უშიშარი და ჯანმრთელი იქნება.

12. მკვდრის ჭამა

აგორი ინდუიზმის მიმდევარი სექტაა, რომელიც შივას ადიდებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შივას შექმნილია, შესაბამისად, ცუდი არაფერია სამყაროში. აგორელები იღებენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ჭამენ ბევრ ხორცს. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ისინი ისინი კანიბალები არიან. გვამს როდესაც კრემაციას უკეთებენ, ნაწილს ჭამენ, ნაწილს კი სამკაულების დასამზადელად იყენებენ. თუკი ისინი მდინარეში იპოვიან გვამს, ამოიღებენ, გარშემო შემოუსხდებიან და მედიტაციას მიეცემიან ხოლმე, ბოლოს კი უმად ჭამენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close