არქივი

ქალი და სიგარეტი…

ae2cb78f73fa

ქალი და სიგარეტი.. ალბათ ორივე ცალ-ცალკე კარგი მისაღები იქნებოდა :lol2: (კაცისთვის :lol2: )

მაგრამ რას ფიქრობთ თუ ამ   2 ცნებას გავაერთიანებთ? მოკლედ მისაღებია თქვენთვის როდესაც ქალი ეწევა?
საინტერესოა მიზეზები თუ რის გამო იწყებენ მოწევას გოგონები,ძირითადად თინეიჯერები. თავის გასამართლებად  მათ შეიძლება გამოიგონონ უამრავი მიზეზი. მაგალითად , ისინი ამბობენ რომ აქვთ უამრავი პრობლემა და ‘დეპრესიის გამო’ იწყებენ მოწევას; ზოგს აწუხებს ჭარბი წონა და როგორც ვიღაცისგან მიიღო რჩევა – მოწევა თურმე  აკლებინებს წონაში და სწორედ ამის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი… ნუ გაგეცინებათ და როგორც ბიჭებში ხდება , რომ იძულებულები არიან მოწიონ მხოლოდ იმიტომ , რომ მეგობრებში არ დაკარგონ ‘სტატუსი’ , გოგოების შემთხვევაშიც ხშირად ხდება ასე. ანუ გოგოებშიც არსებობს დამოკიდებულება , რომ თუ არ მოწიე ესეიგი ‘გოიმი’ ხარ… ზოგისთვის გოიმობა არაფერ შუაშია და ცდილობენ ვითომდა მოდას აყვნენ..
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგ გოგოს მიაჩნია რომ თუ მოწევს , ამით ბიჭის თვალში უფრო მაგარი გოგო  გამოჩნდება. მე არც ვუარყობ რომ ზოგიერთ ქალს ძალიანაც უხდება სიგარეტი.
მოკლედ ძალიან მაინტერსებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით…როგორც გოგოების, ისე ბიჭების ;)

წყარო: ჩემი თავი :papa:

მსგავსი ამბები

Back to top button