არქივი

რა ღირს ვარსკვლავური გაშიშვლება ???

c7926c04f6de
ჰოლივუდის ნებისმიერი მა­ღალი დონის მსახიობი ქალის კარიერაში იპოვით როლს, რომლისთვისაც მას კამერის წინ გაშიშვლება მოუხდა. ზოგიერთ მათგანს ეს მრავალმილიონიანი ჰონორარისთვის გაუკეთებია, სხვას – კარიერის წარმატებული სტარტისთვის, ზოგიერთმა კი ეს საქციელი ხელოვნების სიყვარულით ახსნა. ვნახოთ, ვარსკვლავებიდან რომელმა მიიღო შიშველი კადრებით ყველაზე დიდი თანხა.

დემი მური

12f0bc29e9c9

1996 წელს დემი გაშიშვლდა ფილმისთვის “სტრიპტიზი” და მაშინვე კინოკრიტიკოსების რისხვა დაიმსახურა. ამ როლისთვის მსახიობი ნომინირებული იყო ყველაზე “სამარცხვინო” კინემატოგრაფიულ პრემიაზე “ოქროს ჟოლო”. მაყურებელმა კი სულაც დაივიწყა კინოხელოვნება და შიშველი დემის განხილვას შეუდგა: თუ რა მეტისმეტად დაკუნთული ფეხები აქვს, მკერდიც აშკარად სილიკონებით აქვს დატენილი… თვით მსახიობი ყველა ინტერვიუში იფიცებოდა: “რა პლასტიკა? რას ამბობთ? ყველაფერი ნატურალური მაქვს”.
კამერის წინ დემი დუბლიორის გარეშე, თვითონ იხდიდა. იმისთვის, რომ კადრში შიშველი გამოჩენილიყო, იმ დროისთვის რეკორდული ჰონორარი მიიღო – 12,5 მლნ დოლარი.

ანჯელინა ჯოლი:

c7926c04f6de

ფილმში “ცდუნება” ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის მაჩო ანტონიო ბანდერასის წინაშე შიშვლდება. მსახიობები კამერის წინ იმდენად დამაჯერებლად თამაშობდნენ ლოგინის სცენას, რომ მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე ბანდერასის ცოლი მელანი გრიფიტი მივარდა და გადაღებების დასრულებამდე აღარ მოსცილებია ქმარს.( :ukanali: ) მაშინ ენჯის ამ სიშიშვლისთვის უშველებელი ჰონორარი არ მიუღია, ჯერ არ იყო იმ მასშტაბის მსახიობი. სამაგიეროდ, “ოქროს ჟოლოს” ნომინაცია მიიღო ცუდი როლის გამო. აი, რამდენიმე წლის მერე კი ტემურ ბეკმამბეტოვთან ფილმში “განსაკუთრებით საშიში” ჯოლის გაშიშვლების საფასურად 15 მლნ დოლარი გადაუხადეს.

დაიანა კრუგერი:

თავისი ვარსკვლავური როლისთვის ფილმში “ტროა” მსახიობმა თითქმის 10 კილოგრამი მოიმატა. დაიანას არც გახდაზე უთქვამს უარი, რადგან ადრე მოდელი იყო და ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა. “ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს ორლანდო ბლუმის კოცნის დროს, – აღიარა მოგვიანებით დაიანამ, – საერთოდ კი, სასიყვარულო სცენების გადაღება არც ისეთი სახალისოა, როგორც ბევრს ჰგონია. თან ლოგინის გარშემო 100 ადამიანი დგას და გიყურებს”. ზედმეტი წონის გარდა კი დაიანას მილიონ დოლარზე ცოტა ნაკლები ჰონორარი გადაუხადეს. გაცილებით მეტი მიიღო ბრედ პიტმა ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის – 17 მლნ დოლარი. სამაგიეროდ, ამ როლით დაიანას მშვენიერი სტარტი ჰქონდა კინოკარიერაში.

კეიტ უინსლეტი:

კეიტს არაერთხელ გაუხდია კამერის წინ – “ტიტანიკამდეც” და მას მერეც. თანაც, არა ფულის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების გამო: მსახიობს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მზად არის დიდ ჰონორარებზეც თქვას უარი, თუ როლი არ მოსწონს. მის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი ფილმი, სადაც თავისი სხეულის დემონსტრირებას ახდენს, “ტიტანიკია”. ამ ფილმის შემდეგ კეიტის “ფასმა” 1 მლნ დოლარიდან 5 მლნ-მდე აიწია თითო ფილმში. თუმცა “ტიტანიკში” უფასოდაც კი ითამაშებდა. ამბობენ, ისე მოეწონა სცენარი, ჯეიმს კამერონი ააფეთქა ზარებით, გადამიღეო. არადა, რეჟისორი თურმე ამ როლის შეთავაზებას გვინეტ პელტროუსთვის აპირებდა.

ნიკოლ კიდმანი:

“ოსკარის” მფლობელი ნიკოლ კიდმანი ამას წინათ “ გადაჭარბებულად ანაზღაურებადი მსახიობების” ათეულის სათავეში მოექცა, რომლის ჰონორარი გაცილებით მეტია, ვიდრე ფილმიდან მიღებული შემოსავალი. აღმოჩნდა, რომ კიდმანისთვის გადახდილ ერთ დოლარს ზუსტად ერთი დოლარი მოაქვს ფილმის შემქმნელებისთვის. 2009 წელს მისი ჰონორარი 7 მლნ დოლარი იყო, თან ისე, რომ იმ წლის ფილმებში მსახიობს გახდამაც არ მოუწია და შესაბამისად, სიშიშვლისთვის დამატებითი ანაზღაურება არ მიუღია.

პენელოპა კრუსი:

e5df3408320a

ესპანელი ვარსკვლავი ინტელექტუალი რეჟისორების ნებიერაა, რომელიც თურმე ცხოვრებაში ძალიან მორცხვია. ამას წინათ აღიარა, რომ როცა გადასაღებ მოედანზე იცვლის, გარშემო მყოფებს სთხოვს, არ შეხედონ. თუმცა ხელოვნებისთვის მზად არის, სიმორცხვეს სძლიოს და თავისი მშვენება სრულად გამოაჩინოს. მაგალითად, მსახიობი გაშიშვლდა ფილმისთვის “გაახილე თვალები”, ასევე გამოჩნდა გულახდილ სცენაში ფილმში “ელეგია”. მისთვის სარეკორდო თანხა კი 2 მლნ დოლარია, რომელიც მიიღო 2001 წელს ჰოლივუდურ ფილმში “ვანილის ზეცა”.

შარლიზ ტერონი:

30f2a7d6c8c8

ახალ ფილმში “აალებული ზეგანი” შარლიზი მთლიანად გაშიშვლდა, თუმცა ადრეც გაშიშვლებულა, თუნდაც “ეშმაკის ადვოკატში”. ოღონდაც მაშინ მისი “ფასი” გაცილებით ნაკლები იყო, ახლა კი ქერა ლამაზმანი თითო ფილმში 10 მლნ დოლარს იღებს – ცუდი ნამდვილად არ არის!

ჰოლივუდის ვარსკვლავების ჰონორარები:

ჰოლი ბერი – 14 მლნ დოლარი თითო ფილმში
რიზ უიზერსპუნი – 20 მლნ დოლარია მისი რეკორდი. ახლა მისი ჰონორარი ოდნავ შემცირდა – 14 მლნ დოლარი
დრიუ ბერიმორი – 10-12 მლნ დოლარი

ენ ჰეტეუეი – 5 მლნ დოლარი. თუმცა, თუ მის ბოლო წარმატებებს გავითვალისწინებთ, ახლა 8 მლნ-ზე ნაკლებად არ ითამაშებს.

სანდრა ბალოკი – როცა გაშიშვლდა ფილმში “წინადადება”, 45 წლის მსახიობმა არც ისე მცირე თანხა მიიღო. 2009 წელს მისმა შემოსავლებმა 17 მლნ დოლარი შეადგინა. საშუალოდ ის 10-15 მლნ დოლარს იღებს თითო კინოსურათისთვის.
სალმა ჰაიეკი – 8 მლნ დოლარი მისი მინიმალური ჰონორარია.

მიშა ბარტონი – ერთ დროს მაღალანაზღაურებადი მსახიობი ახლა ნაქირავები ბინის ფულსაც ძლივს იხდის. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსახიობს აღარავინ იწვევს კარგ პროექტებში და 200 ათასი დოლარის ოდენობის ჰონორარიც მისთვს დიდი სიხარულია.

კეიტ ჰადსონი – 7 მლნ დოლარი ფილმში.

წყარო: ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button