ახალი ამბებისასარგებლო

2010 წლის მოდის ტენდენციები, რომელი ფერებია მოდაში და ასე შემდეგ….

dbe6c5e6eaa8

2010 წლის მოდის ტენდენციები, რომელ ფერებია მოდაში და ასე შემდეგ…
e020cd43e71b

მოდურ ტანისამოსთან გემოვნებიანად შეხამებული ჩანთა, სამკაული, სათვალე, ვარცხნილობა და ამას დამატებული, სასიამოვნო სურნელი, ქალს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მოდაშია დიდი და მასიური, ავანგარდული, ფერადი და ძვირფასი ქვებით, მბზინავი ლითონით შექმნილი ყელსაბამი, საყურე, სამაჯური, ბეჭედი, ლითონის გიგანტური კოლიე. აქტუალურია ჯაჭვის სამკაულები, რასაც ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებში 2010 წელს მრავლად შევხვდებით.

ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:
– მოდურია დაგვირისტებული ჩანთები ჯაჭვის სახელურით, რასაც კოკო შანელს უნდა ვუმადლოდეთ. აქტუალურია სხვადასხვა აქსესუარით, ჯაჭვითა და მარგალიტით გაფორმებული “სუმოჩკები”. მოკლედ, წელს საკმაოდ მომხიბვლელად და მისაღებად გამოიყურება ის სტილი, რომელიც ადრე მიუღებელი იყო. ასეთი ჩანთები შეგიძლიათ ნებისმიერ სტილს მოუხდინოთ.

სათვალეების მოდა წელს დიდად არ შეცვლილა. მას ძირითადად არა აქტუალურობის, არამედ ფორმის მიხედვით ირჩევენ.

თინა ჭუჭულაშვილი, “რონიკოს” პიარ-მენეჯერი:
– საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბევრი ბრენდია წარმოდგენილი და თითოეული მათგანი საკუთარ დიზაინზე მუშაობს, ცდილობს შექმნას ყველაზე თანამედროვე, მოდური აქსესუარი. თვლებით გაფორმებული, ქალის სათვალეები კვლავაც აქტუალურია… რაც შეეხება მამაკაცებს, “რეიბანი” ისევ მოდურად მიიჩნევა. ის პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. აქტუალურია ავიატორის სტილის სათვალე, ახალი დიზაინით შექმნილი “ქარავანი”, რომელიც მოოქრულია – თეთრი და ყვითელი ოქროთია დაფარული.

– რა ფერის ჩარჩოებია მოდაში?
– ყველაზე დიდი ფერთა გამა ისევ “რეიბანს” აქვს წარმოდგენილი. აქ მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ შედარებით აქტუალურია სხვადასხვა ფერის, კომბინირებული ჩარჩოები. რაც შეეხება ფორმას, მოდაშია საშუალოზე დიდი სათვალე. საქართველოში გემოვნებიანი მომხმარებელია. თითოეულმა ზუსტად იცის, რა მოსწონს და რა უხდება მის სახეს. მოდაში შეიძლება, ბევრი რამ იყოს, მაგრამ ადამიანს არ უხდებოდეს.

– მინის შეფერილობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
– აქტუალურია გარდამავალი ფერები, მით უმეტეს, ზამთრის სეზონზე, როცა კაშკაშა მზე არ გაწუხებს. რაც შეეხება მასალას, ეს არის არაორგანული მინა, ე.წ. პლასტიკი. ყველა სათვალეს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფენა აქვს. მხედველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი სათვალე ვატაროთ. ის უნდა იყოს როგორც კომფორტული, ისე მოდური და თანაც, უნდა გვიხდებოდეს.

სუნამო სპირტიანი სურნელოვანი ნივთიერებებისა და პარფიუმერიული კომპოზიციების ნარევია. მას, როგორც არომატულ საშუალებას, დიდი სიამოვნებით იყენებენ არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც.

ხატია შამუგია, “ისი პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– ქალბატონებს სიამოვნებას ანიჭებს სახის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკისა თუ სუნამოების შეძენა.

– უფრო მეტად, რომელ ბრენდებზეა მოთხოვნილება?
– როგორც ყოველთვის, მოთხოვნა სიახლეებზე მეტია. საქართველოში შემიძლია, “ბესტსელერად” დავასახელო ჩვენი ექსკლუზიური ბრენდი – “ნარცისო როდრიგესი”. თუ ადამიანი რომელიმე კონკრეტული სუნამოს ერთგული არ არის, სიახლეებს ამჯობინებს. ქართველები ყოველთვის ცდილობენ, მსოფლიო ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. სუპერლუქსბრენდებია: – Shanel, Iv Sen Loran, Shopard, Hermes თუ Sisley, ასევე ახალგაზრდული ბრენდები, რომლებიც თინეიჯერებისა და სტუდენტების დიდ მოწონებას იმსახურებს – “ნაომი კემბელი”, “კრისტინა აგილერა”, “ავრილ ლავინი”. ძალიან მოდურია Dolce & gabana ცალკე ხაზი DNG.

მამაკაცის სუნამოებშიც ბევრი სიახლეა. დიდი მოთხოვნაა “ნარცისო როდრიგესზე”, “კაროლინა ჰერერას” ბოლო სუნამოზე – CH Men. ძალიან მოსწონთ Burberry-ის The Beat Men და რა თქმა უნდა, Shanel.
მკვეთრი მაკიაჟი მოდაში აღარაა. რადგან ვეფხვის წელია, უფრო ყავისფერი და ოქროსფერი იქნება აქტუალური.

სწორად შერჩეული ვარცხნილობა, წარმატებისა და სილამაზის გარანტიად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ მხრივ მოდა ძალიან ხშირად, სეზონურად იცვლება.
ლია ფანცულაია, სალონ Franck Provost-ის სტილისტი:

– 2010 წლის ზამთრის ვარცხნილობების კოლექციას “ქერა ბოჰემა” ჰქვია. აქტუალურია ღია ფერის თმა, მოკლე ვარცხნილობა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როცა ადამიანი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, პირველ რიგში, მან საკუთარი სახის ფორმა უნდა გაითვალისწინოს და არა – მოდის ტენდენციები.

– სწორი თმა უფრო მოდურია თუ ხვეული?
– ოდნავ ხვეული თმა ანუ რეტროს სტილია მოდაში. ასევე აქტუალურია მელირებაც.

– თმის დაგრძელებას ხშირად გთხოვენ?
– ყოველთვის ვერიდები იმის გაკეთებას, რაც თმას აფუჭებს. დაგრძელებული თმა მოსავლელადაც ძნელია. საერთოდ, კლიენტები ჩვენს რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებენ. ახალი კოლექციები ყოველთვის მონიტორზე ტრიალებს და ამ ვარცხნილობების გათვალისწინებით, ვცდილობთ, კლიენტების ცხოვრებაში რაღაც სიახლე შევიტანოთ.
წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button