არქივი

ნირვანა

a27d45b652b9
ვისაუბროთ ნირვანას შესახებ smileys ეს არის “განმღრთოება”.
“განმღრთოებაში” იგულისხმება ადამიანის სულის უმაღლესი მდგომარეობა, რომელსაც ბუდისტურ ტერმინოლოგიაში “ნირვანა” ეწოდება. “ნირვანა” მიიღწევა საკმარისი რაოდენობის რეინკარნაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღარ იბადება და მისი სული ერწყმის არარაობას, ციტირება მსოფლიო ენციკლოპედიიდან, სადაც გადმოცემულია
“ნირვანას” აღწერა ბუდიზმის მიერ:
“არსებობს განზომილება, სადაც არ არის არც დედამიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ჰაერი;
არც განზომილება უსასრულო სივრცის, არც განზომილება უსაზღვრო ცნობიერების, არც განზიმილება არაფრადობის, არც განზომილება განცდისა და განუცდელობისა, არც ეს სამყარო, არც სხვა სამყარო, არც მზე, არც მთვარე; და იქ გეუბნებით, რომ იქ არაფერი არ მოდის და
არაფერი არ მიდის, არც სტატიკურობაა, არც ჩაივლის მასში რაიმე და არც არაფერი ამოდის
იქიდან: არც მდგომიარობაა, საფუძვლისა და საყრდენის გარეშე. ეს, მხოლოდ ესაა ტანჯვის დასასრული”

აი, ეს არის “ნირვანას” იგივე “ბუდისტური განმღრთოების” საბოლოო მიზანი, რასაც
ფილოსოფიაში არარაობა ეწოდება, არარაობაში გადასვლას კი მარტივი სიტყვებით გაქრობა ეწოდება.

რეინკარნაციის პირველმიზეზი არის ადამიანის არა ღვთისმიერი სიყვარული (ღმერთი
საერთოდ არაა ბუდიზმში), არამედ სასჯელი თავისი წინა ცუდი ცხოვრებისათვის. (ბუდიზმში სიცოცხლე სატანჯველად ითვლება), როდესაც ადამიანი რამოდენიმეჯერ მოევლინება ქვეყანას და დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, იგი გათავისუფლდება ამ ქვეყნიური ტანჯვისგან, აღარასდროს აღარ დაიბადება და სამუდამოდ გადავა “ნირვანაში” ანუ შეერწყმება ზემოთ აღწერილ მდგომარეობას და გაქრება.

ციტატა ბუდიზმის მიზნების შესახებ:
“ბუდიზმი აცხადებს, რომ სამსარიკული (რეინკარნაციების შედეგად დაბადება) არსებობის დასასრული და უცილობელი მიზანი არის ნირვანას რეალიზაცია, რა მოსდის პიროვნებას პარინირვანას (ნირვანას მიღწევა) დროს შეუძლებელია ადექვატურად ახსნა.”

მოკლედ ვიტყვი რომ ბუდიზმი არის რელიგია რომელიც მიწიერ ცხოვრებებს აღიქვამს
ტანჯვების სერიად და მისგან გათავისუფლებას გვპირდება გაქრობით და აბსოლუტურ არარაობასთან შერწყმით ანუ ნირვანათი, რომელის არსსაც თვითონაც ვერ ხსნის. ანდა რა არის ასახსნელი, იქ სადაც არაფერია არც ასახსნელია რაიმე.

რომ გაიგო რა არის ნირვანა ამისათვის ეს მდგომარეობა უნდა განიცადო. მისი პერიოდულად, დროებით განცდა შესაძლებელია ხელოვნების საშუალებით, მაგალითად მუსიკის მოსმენის
დროს. იმის მიხედვით თუ სულიერების რა დონე აქვს ადამიანს, ნირვანას განცდაც შესაბამისად სხვადასხვა სიღრმისაა. მუდმივად ნირვანაში ყოფნა კი შესაძლებელია სულის მთლიანად განწმენდით, რაც მიიღწევა ზნეობრივი ცხოვრების სრულყოფის შედეგად.

მე ხშირად მივმართავ ამ ხერხხს – მუსიკის მოსმენას. არ მოგატყუებთ, ნირვანაში გადასვლა არც ისე ადვილია, თუმცა ცდის
დროსაც
უცნაური გრძნობა გემართება და თითქოს წყდები სამყაროს. მუსიკაში იძირები და ვერაფერზე ფიქრობ. ერთხელ დედაჩემმა დამიძახა ამ დროს და ვერ გავიგე სანამ არ შემეხო smilie

ვერავინ იტყვის ნირვანა არსებობს თუ არა, სანამ თავად არ გამოცდის.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით გარდაცვლილი ადამიანის სულს მიჰყვემა ცნობიერება,
ანუ მას ახსოვს თავისი პიროვნება, თავისი წარსული, დედამიწაზე სიცოცხლის პერიოდში განვლილი ფაქტები. ბუდისტური “ნირვანა”, ქრისტიანული “სამოთხისგან” განსხვავებით არ
უნდა იყოს ადამიანის ცნობიერების მატარებელი. ყოველ შემთხვევაში “ნირვანას”
განმარტებიდან ასე ჩანს.

ადამიანი ნირვანას ვერ განიცდის , თუ არ სჯერა ამის. ანუ შენ დარწმუნებული უნდა იყო,
რომ
ნირვანა არსებობს და მასში გადასვლა გინდა, სრული მობილიზაცია უნდა მოახდინო საკუთარი ტვინის. თუ ეს არ შეგიძლია, ადვილი ხერხია მუსიკის ჩართვა. რამე წყნარის და
მიენდო მუსიკას.

მუსიკა შენდა უნებურად გითიშავს ტვინს და ვეღარ ფიქრობ ვერაფერზე. ამ დროს სიწყანრე
უნდა
იყოს იქ, სადაც ხარ შენ.

ნირვანას ზუსტი და მოკლე განმარტებაა:  ბუდისტების მისტიკური მოძღვრების მიხედვით: უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანური ზრუნვისა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით.
მოკლედ, ვისაც ნირვანაში გადასვლა უნდა , ეს შესაძლებელია მედიტაციით, მედიტაციაზე
დევს პოსტი

სულ ეს იყო … smiles
წყარო: http://plato.stanford.edu/entries/japanese-zen/     და    http://en.wikipedia.org/wiki/Buddhism#Nirvana

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button