არქივი

ბედნიერება

07e034828553
ინტერნეტში წავაწყდი საიტს “ბედნიერი ადამიანების საიდუმლო საზოგადოება”  girl pinkglassesf

www.sohp.com     დაარსდა: 1998 წლის აგვისტოში

მიზანი: საზოგადოება ხელს უწყობს ბედნიერების ექსპრესიას, და პირიქით განდევნის parade-rainerებს. parade-rainer არის ისეთი ადამიანი რომელსაც არ სურს გაიგოს რაიმე ახალი და სასიხარულო და ამიტომ დროს ცრემლების ფრქვევაში ატარებს. ჩვენ არ ვეუბნებით ხალხს რომ იყვნენ ბედნიერები ან ვასწავლით მათ რამეს.

დევიზი: თუ ხარ ბედნიერი და ეს შენ იცი … უთხარი სხვასაც!

წევრები: ათასობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ჰოდა ბედნიერებაზე გამახსენდა …  ბედნიერება უცნაური გრძნობაა .. რა არის ბედნიერება? რაზეა დამოკიდებული? არსებობს  ადამიანი,
რომელიც ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ბედნიერი?
ჩემი აზრით , ბედნიერება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი ცხოვრებას, რა ღირებულებები აქვს მას და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.
ზოგისთვის ესაა ფული, ზოგისთვის საყვარელი ადამიანის ყოლა, შოპინგი, ოქროები და მოკლედ ვისთვის რა. საკმარისია მოხდეს ღირებულებების გადაფასება, ადამიანი მაშინვე გრძნობს, რა არის მისთვის ბედნიერება.
როცა ყველაფერი აქვს, რომ კითხო შეიძლება გითხრას აუ რა ბედნიერება, რის ბედნიერებაო… მაგრამ საკმარისია მის ახლობელს რამე ცუდი მოუვიდეს, მერე ის ხვდება, სინამდვილეში ბედნიერება რაცაა.
თუ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებიდან შევხედავთ უამრავი ბედნიერი წუთი გვექნება girl pinkglassesf

დიახ, ბედნიერი წუთი და არა ბედნიერება ! არ არსებობს ბედნიერება, როგორც ესეთი მუდმივი ცნება! არსებობს მხოლოდ ბედნიერი წუთები angel ამ წუთებს ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, როცა რამე ცუდი დაგვემართება მაშინ ვიხსენებთ და
მერეღა ვაფასებთ ..
ჩვენ მთელი ცხოვრება ველოდებით ბედნიერებას, შეგვიძლია ვთქვათ აი ეს და ეს თუ მოხდება
ბედნიერი ვიქნები ! მაგრამ რა იქნებოდა ცხოვრება ამ ლოდინის გარეშე?უნაკლო ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.ბედნიერებას ლოდინის შემდეგ ვაფასებთ,
ბედნიერებას სევდის შემდეგ ვაფასებთ.   “ადამიანის უმეტესობა ბედნიერია იმდენად,რამდენადაც გადაწყვეტენ,რომ ბედნიერები იყვნენ”-ეს კარნეგის სიტყვებია და ჩემი აზრით ეს ასეა.  წარმოიდგინეთ ჩვენ , ზოგიერთი ადამიანი რამდენს მოვითხოვთ ბედნიერებისთვის და ზოგისთვის
კარდონის ყუთში ცხოვრება ბედნიერებაა.მათხოვარი ქუჩაში,ნაგვის ბუნკერში ტანსაცმელს თუ
იპოვის ბედნიერია.

“არასოდეს დაუწყო ბედნიერებას დევნა.გახსოვდეს რომ ის მუდამ შენშია” – პითაგორა
მართლაც ის ყოველ ჩვენგანშია, მათხოვარშიც და მდიდარშიც. ჩვენ შეგვიძლლია სულ
მცირედითაც ვიყოთ ბედნიერი,თუმცა ადამიანებს სულ მეტი და მეტი გვინდა და მცირედი აღარ გვაკმაყოფილებს
ბედნიერების დასანახად უბედურება გვჭირდება .. სამწუხაროა , მაგრამ სიმართლეა.ამას ყველა
თავისთავზე გამოცდის..  ხანდახან ბედნიერება ისე გვეწვევა, რომ ვერც ვამჩნევთ, მაინც ვთვლით, რომ უბედურები ვართ.
როცა წავა მაშინ მივტირით და ვნანობთ დაკარგულ წუთებს. ბედნიერება მუდმივი არ არის, ბედნი-
ერების წუთებით უნდა დავტკბეთ, თუმცა მათ უმეტესობას ვერ ვამჩნევთ .  ბედნიერების შეგრ-
ძნების უნარიც მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი ცხოვრებაში უფრო ხშირად არის ბედნიერი.

მოკლედ ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე ძალიან და ვსო ვჩუმდები blush

თქვენთვის რა არის ბედნიერება ? angel

მსგავსი ამბები

Back to top button