გასართობისაკითხავისასარგებლო

9 მიზეზი თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს ქართველი ბლოგერი (და არა მარტო) Facebook-ზე.

a44b0ef55e58
რჩევები

1.Facebook-ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოსურათები. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფოტოასატვირთი მანქანა (როგორც მაგალითად ადნაკლასნიკის უნიჭო ძრავი). რაც ყველაზე ძალიან მომწონს ფეისბუქის ფოტოებში არის ის, რომ შეგიძლია და-tag-ო მეგობრები და ისინი ამის შესახებ მომენტალურად გაიგებენ.

2.Facebook-ზე იქვე შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოგი, ან ავტომატურად დააიმპორტოთ არსებული external ბლოგი . ყოველი ახალი პოსტის დაწერისას Facebook-ის ექაუნთზე დაიპოსტება ამის შესახებ! (ანუ ეს კიდევ ერთი გზაა თქვენი ბლოგის დაპიარების!)

3.Facebook-ს გააჩნია მობილური ვერსია. თუ მობილურიდან ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ხარ, Facebook-ი სწორედ შენთვის ყოფილა!

4.Facebook-ზე არსებობს უამრავი თამაში. მაგალითები:
Pet Society – ჩემი ერთერთი addiction ბოლო დროს. ამ თამაშზე ერთხელ თუ შეჯექი, ვეღარ ჩამოხვალ
Word Challenge – ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი ამას და ყველას ვურჩევ დაიწყოს.
Sorority LIfe, Fashion Wars, Glamour Age და მსგავსი თამაშები. ესენი ძირითადად ბრაუზერის ტიპის თამაშებია გოგოებისთვის. ვისაც ოდესმე გითამაშიათ Ogame და გიყვარდათ იმათ ძალიან მოეწონებათ!
სხვადასხვა კაზუალური თამაშები და ტვინსაჭყლეტები.

5.Facebook-ს გააჩნია ისეთი საინტერესო აპლიკაციები, როგორებიცაა გამოკითხვები, Movie Quiz-ები, ტესტები, რომ თავისუფალ დროს გაერთოთ. პასუხების შედარება შეგიძლიათ თქვენს კონტაქტებთან. Trust me, it is a real Fun!

6.Facebook-ს გააჩნია საუკეთესო Group-სისტემა. თუ რაიმე თემა გაინტერესებს ძებნაში ჩაწერე და შესაძლოა რეზულტატებში გამოჩნდეს, რომ ეს კონკრეტული საკითხი უკვე 1546 ადამიანს აინტერესებს და ისინი ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებული. შენც სიხარულით გაწევრიანდები და მიესალმები შენს პატარა სამყაროს! თუ აღმოჩნდა რომ ამ თემის შესახებ ჯგუფის შექმნა ჯერ თავში არავის მოსვლია აზრად, მაშინ be the first!!! შექმენი და თავად მართე ჯგუფი

7.Facebook-ზე შეგიძლია შექმნა ივენტები და დაპატიჟო ხალხი, შეადგინო სტუმრების სია.

8.Facebook-ს აქვს Fanpage-ები!!! ეს არის ძალიან მაგარი საშუალება ნებისმიერი ადამიანისთვის ან საკუთარი ბიზნესისთვის შექმა გვერდი სადაც ხალხს საშუალება ექნება მიიღონ სიახლეები და სხვადასხვა ინფორმაცია. მაგალითად: გაეცანით ჩემი ბლოგის გვერდს, რომელსაც უკვე 11 მიმდევარი ჰყავს თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობთ, არ მოგერიდოთ დააჭიროთ ბმულს Become a fan.

9.Facebook-ს აქვს ყველაზე ძერსკი sharing-სისტემა. ამ სოციალურ ქსელზე ინტეგრირებულია ცნობილი ინტერნეტ-სერვისების 90%. მაგალითებისთვის, youtube, flickr, picasa, digg, stumble upon, last.fm, Delicious, Photobucket, Pandora, Google Reader. ხოლო აპლიკაციების საშუალებით შეგიძლიათ ინტეგრირება მოახდინოთ ცნობილი და არაცნობილი სერვისების სრული უმრავლესობისა!

მეათე მიზეზი თქვენ დაამატეთ…

აქ კი დაუმეგობრდი ucnauri.com

წყარო:სვეეთ.გე და ჩემი ტვინი.

მსგავსი ამბები

Back to top button