ორკესტრი ყინულის მუსიკალური ინსტრუმენტებით
შვედეთში შექმნეს ორკესტრი მუსიკალური ინსტრუმენტებით, რომლებიც დამზადებულია ყინულისაგან. თქვენ ალბათ უკვე ნანახი გაქვთ ბევრი ქანდაკებები და ასევე სასტუმროებიც, რომლებიც დამზადებულია უჩვეულო „სამშენებლო მასალებისაგან“ – ყინულის და თოვლისაგან. შვედეთის მოსახლეობამ ქალაქ Lulea-დან გადაწყვიტა უფრო შორს წასულიყო : მათ შექმნეს ორკესტრი, რომლის მთელი გუნდი უკრავს ყინულის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. ნახეთ ვიდეო:
შვედეთის მახატვარ-მოქანდაკის ტიმ ლინჰარტის (Tim Linhart) წყალობით, რომელმაც დამზადებისას გაითვალიწინა თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალები, ყინულის ორკესტრში გამოჩნდა ვიოლინო, ვიოლონჩელი, კონტრაბასი, გიტარა, ალტი (viola), ბანჯო, ქსილოფონი, მანდოლინა და დასარტყმელი ინსტრუმენტები.
ყველა მსურველს აქვს საშუალება დაესწროს ორკესტრის კონცერტებს, რომლებიც ტარდება ღამის კლუბში, სადაც შენარჩუნებულია საჭირო დაბალი ტემპერატურა.
ნახეთ ვიდეო: