RC ვერტმფრენები, თვითმფრინავები, პატარა კატერები და ტანკები
ასეთი სათამაშო ვერტმფრენები პოპულარულია დღეისათვის როგორც მთელ მსოფლიოში,ასევე საქართველოში უკვე მატულობს რადიო მართვადი ვერტმფრენებით სერიოზულად დაინტერესებული RC პილოტების რიცხვი (მეც ერთერთი მათგანი ვარ). ვერტმფრენი ყველაზე იოლი გზა დაკარგო დაბანდებული ფული! კატეგორიულად ამის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ კი მას აღიქვამთ როგორც უბრალო სათამაშოს, რომლის გაშვებისას ოთახში ან ეზოში მეგობრებისა და ბავშვებით გარშემორტყმული სრულიად დარწმუნებული ხარ რომ ამაზე იოლი მხოლოდ არყის ჭიქით ლუდის დალევაა.
ძალიან დიდ დროზ წირდება მის გამართვას თუ აპარატურის მისადაგებას ამა თუ იმ ვერტმპრენისათვის და დასკვნა ასეთია რომ ვერტმფრენი არის ყველაზე რთული იმ აპარატთა შორის რომლებიც გამოიყენება მოდელიზმში.
ამ ჰობით უმეტესად პილოტები ინტერესდებიან, მოყვარულები გადიან მინდორ-ველზე რათა ერთმანეთს ანახონ თუ რაოგორი ლამაზი და მოხერხებულია ტრიუკების გაკეტებაში მათი სათამაშოებით. ეს სათამაშოები იმართება პულტით(რადიო აპარატურით). ყვეა მოდეილ განსხვავებულია ერთმანეთისგან, ზოგი საწვავზეა, ზოგი ელეკტროზე, ზოგს დამატებული აქ აუდიო გახმოვანების სისტემა, განათება და სვვა ბევრი წვრილმანი.
აქედან არცერთი არ ზუზუნებს:
Trex-450
– სიგრძე 680 მმ
– ფრთების დიამეტრი 700 მმ
Trex-500
– სიგრძე 850 მმ
– ფრთების დიამეტრი 970 მმ
Trex-600
– სიგრძე 1200 მმ
– ფრთების დიამეტრი 1350 მმ
Trex-700 (ახალი მოდელი)
– სიგრძე 1335 მმ
– ფრთების დიამეტრი ~1600 მმ
Trex-600 კიტი, 600XL ძრავით და კონტროლერით. Carbon / Glass Fiber ვერსია – 560$ / 470$
თითო წყვილი ფრთები ~ 60$-80$ (გააჩნია ტიპს და ხარისხს)
სამი სერვო ამძრავი გადახრის მექანიზმისთვის. თითოეულის ფასი ~ 40$-100$ (გაამრავლე 3-ზე)
ერთი მაღალი სიჩქარის სერვო ამძრავი მიმართულების ხრახნისთვის ~ 60$-130$
გიროსკოპი – 130$ (Futaba 401) ან უფრო ძვირი
ერთი ძალოვანი Li-po აკუმულატორი (6s1p 22.2v 5000mAh) ~ 280$ (საშუალოდ 6-8 წუთის საფრენი დრო)
დამტენი ბალანსერით ~150$
რადიო მართვის აპარატურა (გადამცემ/მიმღებით) ~300$ და მეტი.
ინსტრუმენტები და აქსესუარები ~ 50$
-ეს მხოლოდ უხეში მიახლოებით. ზუსტი ფასი უკვე დეტალებზეა დამოკიდებული მაგრამ წარმოდგენას იძლევა. აჯამვა თქვენთვის მომინდვია.
ეხლა მიმდევრობით:
RTF ვერსიებით დაწყება ცუდია და აი რატო –
– როგორც წესი მინიმალური და ყველაზე იაფი კომპონენტებითაა დაკომპლექტებული რომ მისაღებ ფასში ჩაატიონ
– რადიო მართვის პულტი და მიმღები აპარატურა უმეტეს წილად (90%) სხვა რამისთვის აღარ გამოდგება გარდა მაგ კონკრეტული მოდელისა.
– პატარა და მსუბუქი ვერტმფრენი გაცილებით!!!! ძნელი სამართავია ვიდრე მოზრდილები.
– ამასთან პატარა ვერტმფრენი (მითუმეტეს იაფიანი) გაცილებით არასტაბილურია და მართვის ლომის წილი იხარჯება ვერტმფრენის გასწორებაში და არა მის საჭირო მიმართულებით წაყვანაზე.
თუ კი მაინც აპირებთ ვერტმფრენის ყიდვას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. სასურველია თავიდანვე იყიდოთ მინიმუმ 6 არხიანი უნივერსალური რადიო მართვის სისტემა.
2. ჯობია იყიდოთ ვერტმფრენის კიტი + აპარატურა და თქვენით ააწყოთ (ამაშიც ისეთი ადამიანი დაგეხმარება ვინც გარკვეული ამ საქმეში).
რატო?
– უფრო იაფი დაგიჯდება
– გეცოდინება კონსტრუქცია და crash-ის მერე გარემონტებას ადვილად შეძლებ
– crash აუცილებლად გექნება, მაგრამ ამის არ უნდა გეშინოდეს. საშიში ავარია კი არაა არამედ ავარიის მერე გარემონტება რო არ შეგიძლია ის.
3. აუცილებლად, ვიმეორებ აუცილებლად გადმოწერე სპეც. სიმულატორის პროგრამა და ჯერ მანდ ივარჯიშე. გაცილებით ბევრ სახსრებს და დროს დაგიზოგავთ და პირველივე ფრენაზე ავარიას აგარიდებთ, რაც დარწმუნებული ვარ, და სხვა ვერტმფრენის პატრონებიც დამეთანხმებიან, აუცილებლად მოხდება თუ სიმულატორზე მომზადებული არ იქნები.
4. უმეტესობისთვის ძნელია რადიო მართვადი ვერტმფრენის მართვა.
რა თვისებები გააჩნიაათ ელეკტროს ან სასწვავს სათამაშოებს:
ელექტრო:
+ მიხვალ, ჩართავ, იფრენ.
+ ნაკლები ხმა (თუმცა ზოგისთვის ეგ მინუსია)
– ფრენის შედარებით მცირე დრო (თუმცა აკუმულატორები ვითარდება და დროდადრო სულ უფრო მსუბუქი და ტევადი ხდება)
– აკუმულატორების სიძვირე (თავიდან, სამაგიეროდ შემდეგ ეგ თანხა იქვითება – საწვავი არ გაქ საყიდი)
– სპეც. დამტენების საჭიროება
საწვავზე:
+ მეტი სიმძლავრე (თუმცა თანამედროვე ელექტრო ძრავები ტოლს არ უდებენ)
+ ფრენის მეტი დრო (საწვავის ავზის მიხედვით – თუმცა აქაც აკუმულატორები ვითარდება და სულ უფრო მსუბუქი და ტევადი ხდება)
– ხმაურიანობა (როგორც ავღნიშნე ზოგიშტვის ეგ მინუსი არაა)
– ძრავის რეგულირების შედარებითი სირთულე
– ძრავის მოვლის საჭიროება
– სპეც. საწვავის ყიდვის აუცილებლობა (თუ ბენზინზე არ მუშაობს)
P.S. მე თქვენს ადგილას ამის ყიდვას არ გავრისკავდი ვინმე ამ საქმეში გარკვეულს დავიხმარებდი და მასთან ერთად ავაწყობდი ჩამოტანილი ნაწილებით. ძვირი სიამოვნებაა :(
ქვევით ნაჩვენებია სხვადა სხვა მოდელები:
სამწუხაროდ ამ ჰობით აქ არავინ არის დაინტერესებული იმედია გამოჩნდებიან ხალხი ვინც ამით დაინტერესდება
და ბოლოს ტანკი
ამ თემის მომზადებაში დამეხმარა ”საქართველოს საავიაცო ფორუმი”